SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/01/e1839ce18390e18397e1839ae18398e183a1e183a6e18394e18391e18390.png?w=390" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
რელიგია
მუსლიმი და ქრისტიანი თემი, სასაფლაოს საკითხზე შეთანხმდა
ორდღიანი დაპირისპირების შემდეგ, მუსლიმ და ქრისტიან თემს შორის, შეთანხმება შედგა. სოფელ ადიგენში ორივე კონფესიის წარმომადგენლებისთვის ახალი, საერთო სასაფლაო გაიხსნება, რომლის ერთ მხარეს მუსლიმები, მეორეზე კი ქრისტიანები დაიკრძალებიან. სასაფლაოს ორი შესასვლელი ექნება. ამაზე მხარეები დღეს გამართულ დახურულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელსაც რეგიონის და მუნიციპალიტეტის პირველი პირები, სოფელ ადიგენის მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. შეხვედრა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მედიისთვის დახურული იყო. შედეგით ყველა მხარე კმაყოფილია.
16:54 / 02.03.2016
ადიგენში მუსლიმებისა და ქრისტიანების საერთო სასაფლაო გაიხსნება
ადიგენში მუსლიმებისა და ქრისტიანების საერთო სასაფლაო გაიხსნება
ადიგენში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად,  მუსლიმებისა და ქრისტიანების საერთო სასაფლაო გაიხსნება. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში ამ დროისთვის სიმშვიდეა. ადგილზე ისევ რჩებიან სამართალდამცავები. სოფელ ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი ქრისტიანების ჯგუფი სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს, რომლებიც ადიგენის გამგებელთან და მის მოადგილესთან ერთად სოფელში მუსლიმური საფლავისთვის მიწის გამოყოფის საკითხს განიხილავდნენ, თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად სამმა მუსლიმმა ფიზიკური დაზიანება მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
13:01 / 02.03.2016
მეუფე თეოდორე: "გამოძიებული უნდა იყოს ის პროვოკაციები, რომელმაც ასეთი დაპირისპირება გამოიწვია"
მეუფე თეოდორე: "გამოძიებული უნდა იყოს ის პროვოკაციები, რომელმაც ასეთი დაპირისპირება გამოიწვია"
“არა მხოლოდ ეს კონკრეტული დაპირისპირება უნდა იყოს გამოძიებული, არამედ გამოძიებული უნდა იყოს ის პროვოკაციები, რომელმაც ასეთი დაპირისპირება გამოიწვია” – ამის შესახებ  საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” ეთერში ადიგენის ფაქტთან დაკავშირებით ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ 1 მარტს განაცხადა. მღვდელმთავარი 29 თებერვალს მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. კერძოდ, მუსლიმი მოსახლეობის მიერ ცალკე სასაფლაოს გამოყოფის მოთხოვნას. მეუფე თეოდორეს თქმით, ეკლესია გმობს და ემიჯნება ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას. მღვდელმთავარმა საუბრისას აღნიშნა, რომ ეკლესია არ ყოფილა ჩართული ამ საკითხის მოგვარებაში. “მართლმადიდებელი მოსახლეობა წინააღმდეგი იყო, რომ ცალკე სასაფლაო გამოყოფილიყო და ამაზე მიდიოდა დიალოგი, კამათი. როგორც ვიცი, ეს გარკვეული ხანია გრძელდება. თითქოს მიღწეული იყო შეთანხმებები და გარკვეული თანხმობაზე იყვნენ გასული. მაგრამ გუშინ არ ვიცი ვინ, მაგრამ გარკვეული ადამიანების ჯგუფებმა მოახდინეს პროვოკაცია და ამ პროვოკაციის შედეგად მოხდა დაპირისპირება. ძალიან სამწუხაროა ეს და მინდა მოვუწოდო, მივმართო სამართალდამცველ ორგანოებს. ვიცი, რომ საქმეა აღძრული ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა მივმართო, არა მხოლოდ ეს კონკრეტული დაპირისპირება უნდა იყოს გამოძიებული, არამედ გამოძიებული უნდა იყოს ის პროვოკაციები, რომელმაც გამოიწვია ასეთი დაპირისპირება, რადგან ჩვენ შემდგომში თავიდან ავიცილოთ მსგავსი პრობლემები და მსგავსი ვითარება”, _ განაცხადა მეუფე თეოდორემ. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა როგორც მუსლიმ, ისე მართლმადიდებელ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მან მიმართა ადგილობრივ მოსახლეობას, დაწყნარდნენ, დაბრუნდნენ სახლებში და დაუბრუნდნენ ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს. მიტროპოლიტმა კონფლიქტის მოგვარების გზებზეც ისაუბრა. “გამოვარჩიოთ სოფლის როგორც მართლმადიდებელი მოსახლეობიდან, ასევე მუსლიმი მოსახლეობიდან რამდენიმე ადამიანი, ჩავერთვებით ჩვენ, ეპარქიის წარმომადგენლობა, ჩაერთოს სამუფტო, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლები დავსხდეთ ერთად და მშვიდ და წყნარ ვითარებაში შევეცადოთ მოვძებნოთ გამოსავალი და მაქსიმალურად შევეცადოთ არ მივცეთ პროვოკატორებს იმის საშუალება, რომ დაძაბონ ურთიერთობა მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის. ჩვენ კარგი თანამშრომლობა გვაქვს მუსლიმური მრევლის წინამძღვრებთან, მუფტებთან. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საკითხში. ვესაუბრე ჯავახეთის მუფტს და ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით შევძლებთ, რაღაცნაირად სიმშვიდე შევიტანოთ სოფლის მოსახლეობაში”, _ აღნიშნა მეუფე თეოდორემ.
12:37 / 02.03.2016
დაპირისპირება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის  ადიგენში
ადიგენის მუნიციპალიტეტი, საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ, ამჯერადაც რელიგიური ნიშნით დაპირისპირების გამო მოექცა. სოფელ ადიგენში, მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა, ერთმანეთს ახალი სასაფლაოს გახსნის გამო, 29 თებერვალს დაუპირისპირდა. მცირე დაზიანებები მიიღო რამდენიმე ადამიანმა, ავთანდილ იაკობაძე კი წუხელ საავადმყოფოში გადაიყვანეს და თავზე სამი ნაკერი დაადეს.  
18:22 / 01.03.2016
ადიგენში მომხდარ ფაქტს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი ეხმაურება
ადიგენში მომხდარ ფაქტს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი ეხმაურება
ადიგენში მომხდარ ფაქტს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის მთავარი ეპისკოპოსი ეხმაურება, ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს. “სრულიად აღმაშფოთებელია დაპირისპირება ქრისტანებსა და მულიმებს შორის სოფელ ადიგენში. ბოლო წლებში კონფლიქტები საქართველოს მუსლიმსა და ქრისტიან მოქალაქეებს შორის პერმანენტულ ხასიათს ღებულობს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სხვადასხვა აღმსარებლობების წარმომადგენლებს შორის მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობის საკითხები კვლავ მოუგვარებელია საქართველოში. ხელისუფლება ზოგ შემთხვევაში გულგრილობას იჩენს მსგავსი კონფლიქტების მოგვარების საქმეში, ზოგ შემთხვევაში თავად გვევლინება ამ კონფლიქტების გამღვივებლად და იმპლემენტატორად. ასეთი ხასიათის რყევები აზიანებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების პროცესს. ის ხელყოფს საქართველოს მოქალაქეების მუსლიმებისა და ქრისტიანების ღირსებას. ადამიანის დევნა, მისი ფიზიკური შეურაცხყოფა ქრისტიანობისა და ქრისტეს სახელით პირველ რიგში ქრისტიანობას აზიანებს და უთხრის ძირს. მუსლიმებისა და ქრისტიანების ღმერთი ერთია, რადგან ღმერთი ერთის მეტი არ არის. ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს სიმყარე და ერთხელ და სამუდამოდ გაგვაგებინოს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქის რელიგიურ თავისუფლებას ყასიდად აღიარებს, სხვებისათვის მოსაჩვენებლად, თუ მართლაა დაინტერესებული, რომ საქართველოს ყველა მკვიდრი თანასწორი იყოს და ლარად გრძნობდეს ამ ქვეყანაში თავს. თუ მართლა აღიარებს, გამოხატოს თავისი პოლიტიკური ნება და მისცეს რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს, და განსაკუთრებით მუსლიმურ უმცირესობას, რწმენის აღსარების თავისუფლება. ამ ნების გამოხატულება იქნება ის, თუ ხელისუფლება დაუყოვნებლივ მოაგვარებს სადავო საკითხებს და ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის განახლებული ურთიერთობის ნიშნად ბათუმელ მუსლიმებს მისცემს საშვალებას ააგონ მეჩეთი, სადაც ყველა მუსლიმი მლოცველისთვის იქნება რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშვალება”.
18:12 / 01.03.2016
,,ნებისმიერი წაყრუება ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით, არის წახალისება” – სახალხო დამცველი
,,ნებისმიერი წაყრუება ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით, არის წახალისება” – სახალხო დამცველი
      საქართველოს სახალხო დამცველი სოფელ ადიგენში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. “როდესაც არ ხდება რეაგირება, სამართალდამრღვევის დასჯა, სამწუხაროდ, ვიღებთ ახალ ინციდენტებს. ადიგენშიც არის პრობლემა ის, რომ როდესაც არ მოხდა რამდენჯერმე ადეკვატური რეაგირება ასეთ ფაქტებზე, ხელისუფლების მხრიდან რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას არ გაეცა პასუხი, მივიღეთ ახალი შედეგები, სამწუხაროდ. ამიტომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნებისმიერი წაყრუება ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით არის წახალისება.” – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 
17:45 / 01.03.2016
მუსლიმთა სამმართველო ადიგენში მომხდარის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს
მუსლიმთა სამმართველო ადიგენში მომხდარის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. სამმართველო სოფელ ადიგენში მომხდარი ინციდენტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს: “მუსლიმური რელიგიის მიხედვით, მუსლიმი მიცვალებულის სხვა აღმსარებლობის სასაფლაოზე დაკრძალვა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე სოფელ ადიგენში მცხოვრებ მუსლიმებს არ ჰქონდათ შესაბამისი ტერიტორია, სადაც შეძლებდნენ მიცვალებულის დასაფლავებას, მიცვალებული გადაჰყავდათ სხვა რაიონსა და სოფლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე მუსლიმთა სამმართველომ სოფელ ადიგენის მუსლიმი მრევლის მოთხოვნის საფუძველზე, არსებული სასაფლაოს გვერდით  მიწის გამოყოფის თაობაზე მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს. რელიგიის სააგენტოსთან არსებული ქონებრივი და ფინანსური საკითხების კომისიამ გასცა რეკომენდაცია მუსლიმებისათვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე. კომისიის წევრები არიან მუსლიმთა სამმართველოს, საპატრიარქოს და სხვა კონფესიების წარმომადგენლები. საუკუნეების მანძილზე საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანები მშვიდობიანად, მეგობრულად და ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლულად თანაცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში, ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების ინსპირირება. ვფიქრობთ, რომ ადიგენში მომხდარი ფაქტიც არის ხელოვნურად ინსპირირებული. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაწყებულია გამოძიება და აქედან გამნომდინარე მივმართავთ სამართალდამცავ უწყებებს, რათა დროულად და ობიექტურად მოხდეს ფაქტის გამოძიება და დასჯილ იქნან დამნაშავეები. მოვუწოდებთ მოსახლეობას შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაელოდონ გამოძიების დასრულებას” – ნათქვამია განცხადებაში.
15:43 / 01.03.2016
ადიგენში მუსლიმებს სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთები გადაეცემათ
ადიგენში მუსლიმებს სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთები გადაეცემათ
ადიგენის მუნიციპალიტეტში მუსლიმი მოსახლეობისთვის სასაფლაოს გამოყოფის თაობაზე, გადაწყვეტილება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულ, რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხის შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეცხრე სხდომაზე მიიღეს. ,,გადაწყდა დიდი ხნის მოუგვარებელი პრობლემა. მსჯელობა იყო ადიგენის რაიონში მუსლიმი მოსახლეობისთვის სასაფლაოს გამოყოფის თაობაზე, რასაც დასავლეთ საქართველოს რაიონის მუფთი ესწრებოდა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე, სადაც მუსლიმებისთვის იქნება რელიგიური სასაფლაო“– განმარტავს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის ზაზა ვაშაყმაძე. მისივე  თქმით, რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხის შემსწავლელ კომისიაზე მართლმადიდებლების 45 საკითხი იყო. “26 საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მივიღეთ, 9 საკითხზე დადგინდა ხარვეზი და 9-ზე ეთქვათ უარი. რაც შეეხება მუსლიმების საკითხს, 13 საკითხიდან 1-ზე ეთქვა უარი. 11 დადებითად გადაწყდა და ქობულეთის რაიონში არსებული მეჩეთები გადაეცა. ასევე, გამოტანილი იქნა 50-ანელთა ეკლესიის საკითხი. წლების განმავლობაში სახელმწიფო ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე იყო აშენებული და ფუნქციონირებდა სალოცავი სახლი, რომელსაც დაახლოებით 11 წლის განმავლობაში, პარქტიკულად იყენებდნენ და დღეს, კომისიაზე მიღებული იქნა გადაწყვეტლება, აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაახლოებით 800- 900 კვადრატული ფართობი გადაეცეს 50-ანელებს სარგებლობისთვის, რაც  იურიდიულად უნდა მოწესრიგდეს. აგრეთვე მივიღეთ გადაწყვეტილება, იეზიდი თემის სალოცავი და კულტურული სახლის რეკონსტრუქტიცა-რესტავრაციასთან დაკავშირებით, რომელიც ვარკეთილის ტეტრიტორიაზე მდებარეობს. ეს საკითხი ქონების მართვის სააგენტოდან მივიღეთ, განვიხილეთ რელიგიური დანიშნულების მიზანშეწონილობითა და აუცილებლობით. იეზიდთა თემის მოთხოვნა დაკმაყოფილდა”, – განაცხადა ვაშაყმაძემ. აღნიშნულ სხდომაზე, რელიგიური კონფენსიების: მულისმების, 50-იანელების, იეზიდების და მართლმადიდებლების საკითხი განიხილეს.
20:12 / 26.02.2016
ბორჯომ–ბაკურიანის ეპარქიას მონასტერი შეემატება
ბორჯომ–ბაკურიანის ეპარქიას მონასტერი შეემატება
ბორჯომ–ბაკურიანის ეპარქიას კიდევ ერთი მონასტერი შეემატება. ლიკანში მშენებარე წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძართან მონასტერიც დაფუძნდება, სადაც დედა პარასკევა მონაზვნებთან ერთად იმოღვაწებს. ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი ბორჯომ–ბაკურიანის მიტროპოლიტმა მეუფე სერაფიმემ 22 თებერვალს წმინდა გაბრიელის წინდა ნაწილების აღმოყვანების დღეს ჩაატარა. “ლიკანში იქნება დაფუძნებული წმინდა მამა გაბრიელის სახელობის ტაძარი და ტაძართან დაფუძნდება ასევე დედათა მონასტერი. რომლის წევრიც და წინამძღვარიც მონაზონი დედა პარასკევა იქნება” – განმარტა მეუფე სერაფიმემ. “ჩვენ აქ სიწმინდეები გვაქვს: მამა გაბრიელის ქუდი, ფეხსაცმელები. მრევლს შეუძლია მოილოცოს სიწმინდეები, რომ ყველაფერი კეთილად იყოს” – აღნიშნა დედა პარასკევამ. ტაძრის მშენებლობის დასრულებას წლის ბოლოსთვის ვარაუდობენ.  
17:32 / 23.02.2016
ახალციხეში მირქმის დღესასწაული აღნიშნეს
15 თებერვარვალს ქრისტიანულმა ეკლესიამ  მირქმის საუფლო დღესასწაული იზეიმა. ეს დღე აღინიშნა რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარშიც, სადაც  საზეიმო წირვა დეკონოზმა სტეფანემ და მღვდელმსახურმა გიორგიმ აღავლინეს.წირვის დასასრულს ტაძრის მღვდელმსახურმა მამა გიორგიმ მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა და მრევლს მისი მნიშვნელობა განუმარტა. მისი თქმით, ძველად შობიდან მეორმოცე დღეს  ტაძრად ყრმის მიყვანა და მის სახელზე მსხვერპლის შეწირვა ხდებოდა. მაცხოვრისათვის იოსებმა ორი მტრედი შესწირა. გადმოცემის თანახმად, ყრმა იესო სვიმეონ მიმრქმელმა გულში ჩაიკრა, რამეთუ მას ჩვენება ჰქონდა, რომ მანამ არ აღესრულებოდა, სანამ მაცხოვარს არ იხილავდა.
16:40 / 16.02.2016
საზოგადოებამ შეურაცხყოფისგან თავი არა კანონის შიშით, არამედ ერთმანეთის პატივისცემის გამო უნდა შეიკავოს - მამა ზურაბი
რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა შესაძლოა დასჯადი გახდეს. ამ შემთხვევაში კანონდამრღვევი 300 ლარით დაჯარიმდება – ახალ კანონპროექტს სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები აფასებენ. “ყველა სოფელში ხომ გააკეთეს მეჩეთი, ახლა ხმა თუ არ ამოვიღეთ ახლა მინარეთსაც მიუდგამენ და რომ გადმოხედავ ზევიდან, იქნება მუსლიმური ქვეყანა და არა ქრისტიანული”, “არ უნდა დაიდგას არსად მეჩეთი, არც აქ და არც არსად. ვისაც არ უნდა ქრისტიანობა, გზა დიდია” – ეს განცხადებები, 2013 წელს, ჭელის მინარეთის მოჭრის შემდეგ,  სამცხე–ჯავახეთში გაკეთდა. თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შევა და ,,რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ დასჯადი გახდება, მსგავსი შინაარსის კომენტარის ავტორები, შესაძლოა, 300 ლარით დაჯარიმდნენ.
22:44 / 05.02.2016
ახალციხეში ნინოობა აღინიშნა
27 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქრისტიანულ ტაძრებში წირვა აღევლინა. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურება მამა გიორგიმ აღასრულა. ქადაგებისას, მრევლს წმინდა ნინოს შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ისტორიული კვლევების მიხედვით, ქრისტიანობა საქართველოში პირველ საუკუნეში შემოვიდა, თუმცა დროთა განმავლობაში მრევლი შემცირდა და გაიზარდა კერპთაყვანისმცემელთა რიცხვი. სწორედ ამიტომ, მეოთხე საუკუნეში, წმინდა ნინო უფალმა საქართველოში მოავლინა, რისი შედეგიცაა ის, რომ 326 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
20:57 / 27.01.2016
სომხეთის სამოციქულო ეკლესია დღეს, სურბ სარგისის დღესასწაულს აღნიშნავს
სომხეთის სამოციქულო ეკლესია დღეს, სურბ სარგისის დღესასწაულს აღნიშნავს
    23 იანვარს, სომხეთის სამოციქულო ეკლესია, ქრისტიანობისთვის წამებული სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის – მარტიროსისა და მათი 14 თანამებრძოლის ხსენების დღეს აღნიშნავს. სომეხთა კათალიკოსის ინიციატივით, სარგის მხედართმთავრის დღესასწაული, ახალგაზრდების კურთხევის დღედაა გამოცხადებული. სურბ სარგისი სიყვარულის მფარველად მიიჩნევა. ხალხური ტრადიციის თანახმად, დღესასწაულის დადგომამდე, ახალგაზრდები მარილიან კვერებს ჭამენ, მათ სჯერათ, რომ ღამე სასიძო ან საპატარძლო დასიზმრებათ. დღესასწაული მოძრავია.    
12:21 / 23.01.2016
კუმურდოს ტაძრის რეაბილიტაციისთვის 2 000 000 ლარამდე დაიხარჯება
კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძრის აღდგენა იწყება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში 2015 წელს მომზადდა პროექტი, რომელიც ტაძრის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მეათე საუკუნის ძეგლის აღდგენისთვის 2 000 000 ლარამდე დაიხარჯება. კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძრის რეაბილიტაცია იწყება. ეკლესიის აღდგენით სამუშაოებს სპეციალისტები რამდენიმე ეტაპად განახორციელებენ.
23:44 / 19.01.2016
ახალციხის მდინარეებზე წყალკურთხევისა და ნათლობის რიტუალი შესრულდა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდა.
23:38 / 19.01.2016
მართლმადიდებლები ნათლისღებას აღნიშნავენ
მართლმადიდებლები ნათლისღებას აღნიშნავენ
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება. წირვის დასრულებამდე ეკლესიებში წყალი იკურთხება და მრევლს დაურიგდება. ამის შემდეგ, სასულიერო პირები და მორწმუნეები  მდინარის ნაპირებთან გადაინაცვლებენ, სადაც წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება. მრევლი ყოველი წლის 19 იანვარს მდინარის წყლებში ცოდვებისგან განიბანება. ასევე სრულდება ნათლობის რიტუალიც. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით, ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა სვლას იწყებს, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს. წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ”
11:00 / 19.01.2016
,,ტალიტა კუმში" შობა და ახალი წელი იზეიმეს
,,ტალიტა კუმში“ საშობაო–საახალწლო ზეიმი მოეწყო. შშმ პირებმა მშობლებსა და მოწვეულ სტუმრებს მინი სპექტაკლი შესთავაზეს. არტ–თერაპიისა და არტ–მუსიკის პედაგოგებთან ერთად კი აუდიტორიას წლის განმავლობაში შესწავლილი სიმღერები და ცეკვები წარმოუდგინეს. ბენეფიციარებისათვის სასიმღერო და საცეკვაო ნომრები შეასრულეს ახალციხის მრევლის პატარა წევრებმაც. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს სიმბოლურად სანტა კლაუსი, იგივე წმინდა ნიკოლოზი ესტუმრა და საჩუქრები გადასცა.
17:02 / 14.01.2016
საშობაო ალილოს ახალციხეც შეუერთდა
ახალციხეში ტრადიციული საშობაო ალილო მოეწყო. მსვლელობა მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრიდან, დღის პირველი საათზე დაიწყო. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა ეკლესიაში ალილოს მონაწილეები დალოცა და მრევლს შობა მიულოცა. „დღეს საოცარი დღეა, რადგან მაცხოვარი იშვა ბეთლემში და თითოეული ჩვენთაგანის გულებში“–აღნიშნა მეუფე თეოდორემ. მგალობლებთან, სტიქაროსნებთან და მრევლთან ერთად, ახალციხის წმინდა მარინეს, მაცხოვრის ამაღლებისა და  ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის  ტაძრის მღდველმსახურებმა, უფლის შობის დღეს ქალაქი მოილოცეს.
19:02 / 07.01.2016
ახალციხეში შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნა
მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ყველა მოქმედ  ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდა. სადღესასწაულო წირვა–ლოცვა აღევლინა ახალციხის მაცხოვრის ამაღლების ტაძარშიც. ღამის თორმეტ საათზე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს წაკითხვის შემდეგ, მამა დავითვა საზეიმო  წირვა აღავლინა.  სადღესასწაულო ლიტურგიას მორწმუნეები ღამისთევით დაესწრნენ. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი. 
18:32 / 07.01.2016
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ შობისა და ნათლისღების დღესასწაული აღნიშნა
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ, ერთდროულად ორი დიდი დღესასწაული – შობა და ნათლისღება აღნიშნა. ახალციხის, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ლოცვა დილის 11:00 საათზე დაიწყო. საზეიმო ლიტურგია ეკლესიის წინამძღვარმა, დიაკონმა თორგომ ვარდანიანმა აღავლინა და მრველს დღესასწაული მიულოცა. წირვის დასრულების შემდეგ, იკურთხა წყალიც და მრევლს დაურიგდა. ნაკურთხ წყალს მომლოცველები მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.
22:55 / 06.01.2016
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기onwinjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetonwin스마일퀄리티jojobetsahabetonwinjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงjojobetสล็อตBetigma girişcasibomBetigmaartemisbetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182jojobetmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibom Girişwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginkingbettingsekabetpusulabetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantcasibombetpassaha_online Twitter Sahabet hesabıumzugsfirma wienpusulabethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9046CasibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahisjojobetjojobetMarsbahisalanya escortMeritking GirişcasibomJojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotsahabetdeneme bonusu veren siteler 2026все казиноcasibom giriş1xbet girişbetpasmatbetGalabetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetcasino sitelerijojobet giriştaraftarium24pusulabetgrandpashabetmilanobetvdcasinobahislionjojobetjojobetmeritkingbetnanoultrabetbetpasbetpassekabetMeritking Girişmagic mushroomsvaycasinojustin tvjojobetmatbetroyalbet