SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/09/e183a2e18394e18390.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://photo.interpressnews.ge/img/image4/eb63618b544a0d2dee6bc1d77384280a.gif" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/08/minaretii.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/08/minaret.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/08/e1839be18394e183a3e183a4e18394.jpg?w=180" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/08/mama-nikolozi.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/08/1155.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/07/e1839be18394e183a3e183a4e18394.jpg?w=177" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/08/e1839be18398e1839ce18390e183a0e18394e18397e18398-e183ade18394e1839ae18390.jpg?w=245" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/08/aqcia.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/08/6666666.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/07/e1839be18394e183a3e183a4e18394e18394.jpg?w=177" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/08/22222.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
რელიგია
სამი საუკუნის შემდეგ აღვლენილი წირვა-ლოცვა სოფელ ანში
ახალციხის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძარი შეემატა.  სოფელ ანში  ეკლესია, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა გახსნა. მეუფე თეოდორემ ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა, ადგილობრივები დალოცა და სოფელ ანის მოსახლეობას ქეთევან წამებულის ხსენების დღე მიულოცა.  
20:30 / 27.09.2013
თეა წულუკიანი: ,,მზად ვარ ჭელას მოსახლეობას შევხვდე"
თეა წულუკიანი: ,,მზად ვარ ჭელას მოსახლეობას შევხვდე"
პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით,  სოფელ ჭელას მოსახლეობასთან შეხვედრა საჭიროა, – ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანი ჭელას მკვიდრთა განცხადებას, რომლებიც პრემიერსა და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ,,შეხვედრაში პრობლემას ვერ ვხედავ, ასე იყო სანამ მინისტრი გავხდებოდი და ასეა ახლაც”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი, 26 აგვისტოს,  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მინარეთის კონსტრუქციის წონისა და სასაქონლო კოდის დეკლარირებულ მონაცემებთან შეუსაბამობის მიზეზით განახორციელა.      მომხდარი,  ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა.
19:27 / 25.09.2013
გაამძაფრა თუ არა ჭელის მოსახლეობამ სიტუაცია მინარეთის დემონტაჟის დროს?
მინარეთის კონსტრუქცია, რომელიც ამ ეტაპზე სოფელ ჭელის მაჰმადიანი მოსახლეობის საკუთრებაში რჩება, კანონიერად გაფორმდა. ამის შესახებ  „ექოსთან” განცხადება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გააკეთა. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მოსახლეობას მისი ხელახალი დადგმის შესაძლებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის თანხმობის შემთხვევაში მიეცემათ.
00:41 / 13.09.2013
"თავკვეთულას" სასწაული
მართლმადიდებელმა სამყარომ  დღეს იონე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღნიშნა. დღესასწაული მრევლმა განსაკუთრებულად ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელ მირაშხანთან მდებარე ტაძარში იზეიმა, სადაც  მრევლი ყოველი წლის 11 სექტემბერს საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან იკრიბება. მხოლოდ ამ დღეს  აქვე სასწაულიც აღესრულება.
21:15 / 11.09.2013
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. ამათან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება. წმინდა სახარების მიხედვით, წმიდა იოანე ნათლისმცემელს თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს. მანამდე წმ. ნათლისმცემელი ჰეროდეს საპყრობილეში ჰყავდა დატყვევებული, რადგან მას უზნეო ცხოვრებისთვის დაუფარავად ამხელდა კანონიერი ცოლის დატოვებისა და საკუთარი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო. წმ. წინასწარმეტყველის თავის მოკვეთის სურვილით ფილიპეს ჰეროდეას ქალიშვილმა, სალომეამ დედის ჩაგონებით მიმართა, რადგან მას სძულდა წმ. ნათლისმცემელი. სალომეა ფილიპეს დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ცეკვავდა. მისი ცეკვით მოხიბლული ჰეროდე კი სალომეას ნებისმიერი სურვილის შესრულებას დაჰპირდა. სალომეამ ლანგარზე წმ. იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა. წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს მორწმუნეები ტრადიციულად მარხვით აღნიშნავენ.
22:55 / 10.09.2013
იშხანში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებით ქართული მხარე კმაყოფილია
იშხანში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებით ქართული მხარე კმაყოფილია. თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლი საქართველოდან გამგზავრებულმა ჯგუფმა მოინახულა. ექსპერტებმა ბოლო პერიოდში განხორციელებული სამუშაოები ადგილზე შეაფასეს და მეზობელი ქვეყნის სპეციალისტებთან ერთად მიმდინარე და სამომავლოდ განსახორცილებელი ქმედებები განიხილეს.
19:21 / 09.09.2013
გურამ ირემაძე: "ხელისუფლება მინარეთის საკითხს არასერიოზულად მიუდგა"
მინარეთი უკვე  ადიგენის მუნიციპალიტეტშია. კონსტრუქცია სოფელ მლაშისა და ჭელას ნეიტრალურ ტერიტორიაზე განთავსდა და დაილუქა, რომელსაც დაცვის პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ. ადგილზე მათთვის  სპეციალური კაბინაც დაიდგა. სოფელ ჭელის მაჰმადიანი  მოსახლეობა აცხადებს, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება მინარეთის დალუქვასთან დაკავშირებით, მათთვის მიუღებელია.
13:55 / 31.08.2013
მინარეთის კონსტრუქცია უკვე ადიგენის მუნიციპალიტეტშია
მინარეთის კონსტრუქცია უკვე ადიგენის მუნიციპალიტეტშია
   მინარეთი ამ დროისათვის უკვე ადიგენის მუნიციპალიტეტშია. არასამთავრობო ორგანიზაცია „სახალხო დარბაზის“ ერთ–ერთი დამფუძნებლის გოდერძი კუბლაშვილის ინფორმაციით, კონსტრუქცია სოფელ ჭელაში ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაილუქება, რომელსაც სახელმწიფო დაცვა დაენიშნება.    „დაველოდებით შემდგომ მოვლენებს. სახელმწიფოში არსებობს კანონი, რომელსაც უნდა დაემორჩილოს ყველა – ქრისტიანიც და მუსლიმიც. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ და აქედან გამომდინარე, არავის ხელი არ შევუშალეთ. სახელმწიფოს ინტერესები დავაყენეთ ჩვენ ინტერესებზე მაღლა. შევასრულეთ მეუფეების კურთხევა. მორწმუნე ადამიანები ვართ და ვემორჩილებით ჩვენს მამებსა და მეუფეებს. ამიტომ არანაირი წინააღმდეგობა  არ გაგვიწევია დღეს. სახელმწიფო თვითონ დაარეგულირებს სიტუაციას“ – განაცხადა გოდერძი კუბლაშვლმა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, სოფელ ჭელაში ამ დროისათვის სიმშვიდეა. გოდერძი კუბლაშვილი ირწმუნება, არანაირი დაპირისპირება მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას შორის არ არის და არც იქნება.
14:12 / 30.08.2013
აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი ტერიტორიას არ ტოვებს
აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი ტერიტორიას არ ტოვებს
    ახალციხეში გამართული აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი სადგურის მიმდებარე ტერიტორიას ამ დრომდე არ ტოვებს. როგორც ადგილობრივი მკვიდრი, როინ თაქთაქიძე აცხადებს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ღამეს აქციის ადგილზე გაათენებენ. შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელ მოსახლეობას დღეს ქორეპისკოპოსები – მეუფე თეოდორე და მეუფე იაკობი შეხვდნენ და მათ საპატრიარქოს გადაწყვეტილება გააცნეს. ლოცვა–კურთხევის საფუძველზე მოსახლეობა დაიშალა, თუმცა გარკვეული ჯგუფი ტერიტორიას მაინც არ ტოვებს. ისინი სამართლებრივ გარანტიას ითხოვენ, რომ სოფელ ჭელაში მინარეთი აღარ დამონტაჯდება.    “მეუფისგან მოვისმინეთ გარანტია, ახლა სამართალდამცველებისგან გვინდა იგივე გარანტია მივიღოთ, ამის შემდეგ შეიძლება დავიშალოთ” – აცხადებს ადიგენის ერთ–ერთი მკვიდრი. აქცია ახალციხეში დილიდან გაიმართა, სადაც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მინარეთის ხელახალი დამონტაჟების გადაწყვეტილება მართლმადიდებელმა მოსახლეობამ გააპროტესტა.
01:54 / 30.08.2013
მეუფე თეოდორე: ,,ჩვენ დავიცავთ ყველა იმ ადამიანის უფლებას ვინც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს"
მეუფე თეოდორე: ,,ჩვენ დავიცავთ ყველა იმ ადამიანის უფლებას ვინც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს"
ამ წუთებში დასრულდა პარაკლისი  მაცხოვრის ზეცად ამაღლების სახელობის ტაძარში, რომელიც სპეციალურად ახალციხეში მიმდინარე მოვლენების გამო აღევლინა. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოში არცერთი ადამიანის უფლება არ უნდა დაირღვეს:  ,,ჩვენ დავიცავთ ყველა იმ ადამიანის უფლებას, ვინც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს”– განაცხადა მეუფემ. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ ქორეპისკოპოსებმა თეოდორემ და იაკობმა ახალციხეში შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს. თუმცა ამ დრომდე ახალციხის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება არ შეცვლილა. მინარეთის ჭელაში დაბრუნების უარყოფის მოთხოვნით აქცია გრძელდება.
22:30 / 29.08.2013
როდის და რა ვითარებაში დაიდგა ჭელაში მინარეთი?
მასალა, რომელიც ,,ექოს” გადამღებმა ჯგუფმა ერთი თვის წინ მოამზადა. შეგიძლიათ ნახოთ, რას ფიქრობდნენ მაშინ მართმადიდებლები მუსლიმი მეზობლების ქმედებაზე და რა განწყობა იყო ჭელაში.
22:13 / 29.08.2013
ზარზმის მონასტრის წინამძღვარი: ,,დაიშალეთ, მე ვიქნები გარანტი, რომ მინარეთი აღარ დაიდგმება"
ზარზმის მონასტრის წინამძღვარი: ,,დაიშალეთ, მე ვიქნები გარანტი, რომ მინარეთი აღარ დაიდგმება"
ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვარი ნიკოლოზი, აქციის მონაწილეებს ხვდება და დაშლისკენ მოუწოდებს. ,,მე ზარზმის მონასტრის წინამძღვარი ვარ და თუ დაიდგა მინარეთი, ფაქტიურად  ჩემს ეზოში უნდა დადგან, უნდა დაიშალოთ,  იმიტომ რომ სახელმწიფომ და ეკლესიამ ასე გადაწყვიტა, უნდა დაემორჩილოთ კანონებს. მე ვიქნები გარანტი რომ მინარეთი აღარ დაიდგმება”–აცხადებს ზარზმის წინამძღვარი.
22:05 / 29.08.2013
დავით ბაქრაძე: ,,შემოსავლების სამსახურის უგუნურმა ნაბიჯმა მაპროვოცირებელი როლი ითამაშა დაძაბულობის ახალი კერის შესაქმნელად"
,,ძალიან სამწუხაროა, რომ შემოსავლების სამსახურის გაუაზრებელმა და უგუნურმა ნაბიჯმა, პირდაპირი მაპროვოცირებელი როლი ითამაშა ქვეყანაში დაძაბულობის ახალი კერის შესაქმნელად, რელიგიური თავისუფლება გახლავთ ძალიან ფაქიზი და რთული საკითხი,  ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა,  უზრუნველყოს ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლების აღსრულება  ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნას ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას.”– განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ.
21:48 / 29.08.2013
მეუფე თეოდორეს  მოწოდების მიუხედავად აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ
მეუფე თეოდორეს მოწოდების მიუხედავად აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ
ახალციხეში სიტყვით გამოსვლისას საპატრიარქოს ქორეპისკოპოსებმა იაკობმა და თეოდორემ  აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, რომ დაიშალონ და გალობით გადაინაცვლონ ამაღლების სახელობის ტაძარში და წირვა–ლოცვა აღავლინონ, თუმცა ამ განცხადებებს აქციის მონაწილეთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. მეუფე თეოდორე  ამ წუთებში მრევლის ნაწილთან ერთად ტაძრისაკენ მიემართება, ადგილზე რჩება აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი. ისინი ამბობენ, რომ არ დაუშვებენ მინარეთის ჭელაში დაბრუნებას.
21:38 / 29.08.2013
მეუფე თეოდორე: ,,ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მინარეთი აღარ დამონტაჟდება"
მეუფე თეოდორე: ,,ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მინარეთი აღარ დამონტაჟდება"
ამ წუთებში ახალციხეში შეკრებილ აქციის მონაწილეებს ქორეპისკოპოსები თეოდორე და იაკობი მიმართავენ. ,,უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ერისთვის იქნება მომგებიანი, თქვენ აჩვენეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია სიყვარული, სამშობლოს დაცვა, ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად მშვიდად ვიცხოვროთ ერთმანეთთან. საქართველო ოდითგან არის ტოლერანტული ქვეყანა, მაგრამ ისე არ უნდა იყოს, რომ ჩვენ ვიყოთ ყველასათვის თავზე ხელის გადამსმელი და ჩვენ ვიყოთ დაჩაგრულები,  ეს ასე არ იქნება.  რაც შეეხება მინარეთის ამბებს,  სახელმწიფო კანონიერად მოიქცა, მართალია შეურაცხყოფილები დარჩნენ მუსულმანები, მაგრამ ჩვენ დღეს ვისაუბეთ იმის შესახებ, რომ შეიქმნას საბჭო, რათა შემდგომში აღარ მოხდეს ასეთი ქმედებები,  მე მინდა გითხრათ, რომ თქვენი გულანთებულობა მომწონს, მაგრამ არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ კანონი არ დავიცვათ. ქვეყანაში ყველას აქვს უფლება და ყველამ უნდა დაიცვას უმცირესობისა და უმრავლესობის უფლებები. ჩვენ უკანონობით  არ უნდა ვებრძოლოთ უკანონობას, ჩვენს ქვეყანაში უკანონობა აღარ უნდა იყოს”–   განაცხადა მეუფე თეოდორე ჭუაძემ.
21:23 / 29.08.2013
მამუკა ვაშაყმაძე: ,,არც ერთი მუსლიმი ახალციხეში არ მიდის, ისინი მინარეთს ჭელაში ელოდებიან"
მამუკა ვაშაყმაძე: ,,არც ერთი მუსლიმი ახალციხეში არ მიდის, ისინი მინარეთს ჭელაში ელოდებიან"
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ  სოფელ ჭელის მუსლიმი მოსახლეობა ახალციხეში მართლმადიდებლების აქციისკენ მიემართება – სამცხე–ჯავახეთის მუფთი უარყოფს. მამუკა ვაშაყმაძის თქმით, საპატრიარქოსა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შორის შეთანხმება მიღწეულია. მუსლიმთა სულიერი ლიდერი ახალციხეში მიმდინარე პროცესებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ განვითარებული მოვლენები სამწუხაროა და მის მოგვარებაში არა მარტო საპატრიარქო, არამედ სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული.  ,,არც ერთი მუსლიმი ადამიანი ახალციხეში არ მიდის, ისინი მინარეთს  სოფელ ჭელაში ელოდებიან. არ ვაპირებთ მართლმადიდებლებთან შეწინააღმდეგებას. ვთვლით, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ჩვენს მართლმადიდებელ ძმებთან დაპირისპირება”–განაცხადა ,,ექოსთან” სატელეფონო საუბარში მამუკა ვაშაყმაძემ.
19:52 / 29.08.2013
ჭელის მუსლიმი მოსახლეობა მართმადიდებლების აქციისაკენ მიემართება?!
ჭელის მუსლიმი მოსახლეობა მართმადიდებლების აქციისაკენ მიემართება?!
ახლახანს, აქციაზე  გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ახალციხეში ჭელის მუსლიმი მოსახლეობა მოემართება. სავარაუდოდ ისინი მართმადიდებლების მოთხოვნებს გააპროტესტებენ. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ადიგენში მათ შესაჩერებლად პოლიცია გაემართა, რათა თავიდან აცილებული იქნეს შესაძლო დაპირისპირება.  როგორ განვითარდება მოვლენები და დადასტურდება თუ არა ინფორმაცია, ამის შესახებ ,,ექო” დეტალებს  პერიოდულად მოგაწვდით.
19:23 / 29.08.2013
სასულიერო პირებთან ერთად აქციაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ელოდებიან
სასულიერო პირებთან ერთად აქციაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ელოდებიან
ამ წუთებში, ახალციხეში გამართულ აქციაზე, ერთერთმა ორგანიზატორმა გიორგი კოპაძემ, შეკრებილ მოსახლეობას აცნობა, რომ სასულიერო პირებთან ერთად ახალციხეში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩამოვლენ. ,,არ ვიცით რა განცხადებებს გააკეთებენ ისინი,  თუმცა ჩვენ არ უნდა დავიშალოთ, ყველამ ერთად მოვუსმინოთ რას გვეტყვიან. თუ ვართ ათასნი, უნდა გავხდეთ 3 ათასნი, მოიმარჯვეთ მობილური ტელეფონები და დაურეკეთ თქვენს ახლობლებს, უნდა ვაჩვენოთ მათ, ვინ ვართ ჩვენ”– განაცხადა გიორგი კოპაძემ.
19:07 / 29.08.2013
ახალციხეში შეკრებილ აქციის წევრებს ქორეპისკოპოსები იაკობი და თეოდორე შეხვდებიან
ახალციხეში შეკრებილ აქციის წევრებს ქორეპისკოპოსები იაკობი და თეოდორე შეხვდებიან
     სოფელ ჭელაში არსებულ მეჩეთზე მოხსნილი მინარეთი დასაწყობდება და დაილუქება – ამის შესახებ საპატრიარქოსა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ერთობლივი განცხადება ჟურნალისტებს დღეს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა დავით შარაშენიძემ გააცნო. მისი ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქი და მღვდელმთავრები საპატრიარქოში დღეს საქართველოს მუსლიმ რელიგიურ ლიდერებს შეხვდნენ და ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრნენ. ერთობლივი განცხადების თანახმად, საპატრიარქო აბსოლუტურად ეთანხმება მართლმადიდებელი მრევლის სამართლიან პროტესტს მომხდართან დაკავშირებით. ამასთან, ითვალისწინებს მუსლიმი მოსახლეობის განწყობასაც და სამმართველოსთან შეთანხმებით აცხადებს: “მინარეთი დასაწყობდეს სოფელ ჭელაში, ნეიტრალურ ადგილზე, დაილუქოს და იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ; არ მოხდეს მისი სადმე აღმართვა, ვიდრე არ მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა და არ შედგება მოლაპარაკება საპატრიარქოსა და მუსლიმთა საბჭოს შორის; ეთხოვოს ხელისუფლებას, დაიწყოს მუშაობა, რათა კანონით განისაზღვროს რელიგიური ნაგებობების მშენებლობების მიზანშეწონილობისა და ნებართვის გაცემის საკითხი, რათა თავიდან იქნას აცილებული რელიგიურ ნიაგდაზე შფოთი და დაპირისპირება; ამასთან, მივმართავთ მრევლს, თავი შეიკავონ გამოსვლებისგან, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ურთიერთპატივისცემა”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. პრესკონფერენციაზე კომენტარები გააკეთეს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ და სრულიად საქართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ. მეუფე თეოდორეს განცხადებით, პატრიარქთან შეთანხმებით შეიქმნება მართლმადიდებელი და მუსლიმი მაღალი სასულიერო პირებისგან დაკომპლექტებული საბჭო, რათა რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს და მეტი ურთიერთკომუნიკაცია იყოს. მუფტმა ჯემალ პაქსაძემ კი აღნიშნა, რომ პატრიარქის ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება. მისი თქმით, მინარეთი მფლობელს დაუბრუნდება და დასაწყობდება, მისი მშენებლობის საკითხი კი მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან, იურისტებთან და სახელმწიფოსთან შეთანხმებით გადაწყდება. როგორც პაქსაძემ აღნიშნა, მინარეთის მშენებლობაზე ოფიციალური ნებართვა არ არსებობდა, რადგან ამას ამ ეტაპზე კანონი არ არეგულირებს. ამასთან პატრიარქის ქორეპისკოპოსები იაკობი და თეოდორე ახალციხეში გაემგზავრებიან, სადაც მრევლს შეხვდებიან. წყარო: “ინტერპრესნიუსი”
18:34 / 29.08.2013
გოდერძი კუბლაშვილი : „ მინარეთს ცოცხალი თავით არ გავატარებთ!“
გოდერძი კუბლაშვილი : „ მინარეთს ცოცხალი თავით არ გავატარებთ!“
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“  ხელმძღვანელმა გოდერძი  კუბლაშვილმა ახალციხის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა: „ჩვენ არ ვიშლებით არავითარ შემთხვევაში! მინარეთს ცოცხალი თავით არ გავატარებთ!“ განუცხადა აქციის მონაწილეებს კუბლაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელ მოსახლეობას სადგურის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვს. მართლმადიდებლები მინარეთის სოფელ ჭელაში დაბრუნების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. რომლის დემონტაჟიც 26 აგვისტოს განხორციელდა
18:29 / 29.08.2013
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터seks filmleriAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기sahabetcratosroyalbetdizipaltürk ifşa킹콩티비sahabet스마일퀄리티Kingroyaltipobettipobetjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetjojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetbetpascasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginlimanbetsekabetpusulabetcasibomcasibomcasibom girişbets10jojobetbetpassahabetumzugsfirma wiennakitbahishttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9018Casibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahismarsbahisjojobetultrabet girişalanya escortJojobetcasibomholiganbetgiftcardmall/mygiftbetlike girişkingbet188 slotsetrabet güncel girişdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom giriş1xbet girişklasbahistipobetGalabetbets10sekabet girişmarsbahisextrabetjojobet girişjojobet girişiptv satın aljojobet girişgrandpashabetmatbetvdcasinobets10pusulabetpusulabetmeritkingvdcasino girişsetrabet girişbetpasbetpassekabetJojobetmagic mushroomskingroyaltaraftarium24maxwin girişjojobetStreameastkiralık hackerbetpaselexbetcasibom girişcasibommeritkingmp3 juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibombetsat girişholiganbetholiganbet girişjojobetonwinmatbetultrabetonwinjojobetjojobetjojobet