SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/04/marxva-avi_000115400.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
რელიგია
მართლმადიდებლურმა სამყარომ გიორგობა იზეიმა
მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს  წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში  წირვა-ლოცვა აღევლინა. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ.
15:39 / 07.05.2014
ახალციხეში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს
ქრისტე აღდგა_დღეს ქრისტიანული სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. 40 დღიანი მძიმე  მარხვის შემდეგ ეს დღე მორწმუნეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს.  საქართველოს მოქმედ ყველა  ეკლესიაში ღამისთევის მსახურება შესრულდა.
16:29 / 20.04.2014
საპატრიარქო საკრებულოებს მიმართავს ეკლესიებს თანხა მათი თანხმობით გადაეცეთ
საპატრიარქო საკრებულოებს მიმართავს ეკლესიებს თანხა მათი თანხმობით გადაეცეთ
   საქართველოს საპატრიარქო თბილისის საკრებულოს მიმართავს, ეკლესიებისთვის 10 000 ლარის დარიცხვა მხოლოდ საქველმოქმედო მიზნებისთვის მოხდეს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში:   “მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ა.წ 14 აპრილს თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომის გადაწყვეტილებით, ქალაქში არსებულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს, ადგილობრივ რაიონულ გამგეობებში შეტანილი თხოვნის შემთხვევაში გადაეცემათ 10 000 ლარი (იგივე ეხებათ სხვა კონფესიებსაც) და რომ ეს ქმედება შეთანხმებულია საპატრიარქოსთან. როგორც დავადგინეთ, საუბარი შედგა საპატრიარქოს თანამშრომელთან, რომელსაც არ ჰქონდა უფლება მოსილება გადაწყვეტილების მიღებისა. ამასთან, აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ იმ ეკლესიებმა, რომლებიცაღნიშნულ თანხას მიიღებენ, მხოლოდ საქველმოქმედო მიზნით გამოიყენონ იგი. აქედან გამომდინარე, ვთხოვთ ადგილობრივი გამგეობის ხელმძღვანელებს და თბილისის საკრებულოს, ამა თუ იმ ეკლესიაზე ფულის გადარიცხვა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათთვის წარდგენილ თხოვნას თანდართული ექნება საქართველოს საპატრიარქოდან დამოწმებული და მოწონებული პროექტი საქველმოქმედო ღონისძიებებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა არ გასცენ” – ნათქვამია განცხადებაში.
12:40 / 18.04.2014
13 აპრილს ქრისტიანულმა სამყარომ ბზობის დღესასწაული იზეიმა
13 აპრილს ქრისტიანულმა სამყარომ იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლა იზეიმა. ბზობას ქრისტიანული სამყარო  ბრწყინვალე აღდგომამდე ერთი კვირით ადრე აღნიშნავს. ამ დღეს იესო იერუსალიმში სახედარზე ამხედრებული შევიდა. ხალხი მას  გზაზე სამოსელსა და  ბზის ტოტებს უფენდა. ეკლესიებში ბზის კურთხევა და მრევლისთვის გადაცემა სწორედ ამის სიმბოლოა. მორწმუნეები მას ერთი წლის განმავლობაში ინახავენ. მათი რწმენით ბზასთან ერთად მათ ოჯახებში ხვავი და ბარაქა შედის.
00:25 / 14.04.2014
ხარება კათოლიკურ სამყაროში
25 მარტს, კათოლიკურმა  სამყარომ ხარების დღესასწაულს აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით, ახალციხეში წირვა კაპუცენელთა ორდენის ბერებმა,  რაბათის წმ. სავარდის სახელობის ტაძრისა და ეკლესიის სამრევლო სახლში აღასრულეს. ისინი   მრევლს  უფლის ხარების სახარებისეულ ეპიზოდსა და მის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
23:04 / 07.04.2014
ხარების დღესასწაული ახალციხეში
7 აპრილს მართმადიდებლურმა ეკლესიამ ხარების ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. სადღესასწაულო წირვა ლოცვა ყველა მოქმედ ტაძარში დილის ათ საათზე დაიწყო. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ სადღესასაწულო ლიტურგია რაბათის წმინდა მარინეს სახლეობის ეკლესიაში აღავლინა.
22:24 / 07.04.2014
მეუფე თეოდორე:,,უფლისადმი სიყვარულის გამოვლენა დიდი რაოდენობით ბზის შეძენაში არ გამოიხატება"
მეუფე თეოდორე:,,უფლისადმი სიყვარულის გამოვლენა დიდი რაოდენობით ბზის შეძენაში არ გამოიხატება"
საქართველოს საპატრიარქოში,  დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. მათ მოსახლეობას მოუწოდეს თავი შეიკავონ ბზის ხეების უკანონო მოჭრისაგან. ხათუნა გოგალაძემ აღნიშნა, რომ კოლხური ბზა ენდემურ სახეობას წარმოადგენს და წითელ ნუსხაშია შეტანილი, ამიტომ მისი უკანონოდ მოპოვება კანონით ისჯება. მინისტრის განცხადებით, კანონმდებლობის მიხედვით, უკანონოდ მოჭრილი ბზის გამოვლენის შემთხვევაში, პირი 200 –დან 500 ლარამდე თანხით დაჯარიმდება. თუ ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება.  პატრიარქის ქორეპისკოპოსმა და ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა ,  მოსახლეობას ბზობის დღესასწაული წინასწარ მიულოცა;  ,,ხშირად დღესასწაულთან დაკავშირებით უმოწყალოდ იჭრება და ნადგურდება უნიკალური კოლხური ბზა, უფლისადმი სიყვარულის გამოვლენა დიდი რაოდენობით ბზის შეძენაში არ გამოიხატება. დღესასწაულზე საკმარისია თუნდაც ერთი ტოტის ყიდვა”–აღნიშნა  მეუფე თეოდორემ. როგორც ბრიფინგზე ითქვა, უმჯობესია სპეციალურად ამ დღისათვის სანერგეებში გამოყვანილი ბზების შეძენა, რომელსაც აკურთხებენ ეკლესიებში. ხათუნა გოგალაძემ და მეუფე თეოდორემ იმედი გამოთქვეს, რომ მოსახლეობა მათ რჩევებს გაითვალისწინებს.
16:14 / 04.04.2014
სომხური სამოციქულო ეკლესია სუბსარქისობას აღნიშნავს
სომხურ სამოციქულო ეკლესიაში სუბსარქისობის წინასადღესასწაულო წირვა აღევლინა. მორწმუნეები წმინდა სარქისს ახალგაზრდებისა და შეყვარებული წყვილების მფარველად მიიჩნევენ, ამიტომ ახალციხის გრიგოლ განმანათლების სახელობის ეკლესიაში ახალშეუღლებულთათვის სპეციალური ლოცვა შესრულდა. ლოცვის დასასრულს ახლადაქორწიბნებულებს ახალციხის სომხური სამოციქულო ეკლესიიის წინამძღვარმა საჩუქრები გადასცა.
22:21 / 14.02.2014
საქველმოქმედო ღონისძიება კავშირ ,,ჩვენი ნუგეშის" დასახმარებლად
სოფელ არლის შეძღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის დასახმარებლად ახალციხეში ღონისძიება გაიმართა. მასში მონაწილეობა ეპარქიის სხვადსხვა ტაძრის მგალობელთა გუნდმა და ქორეოგრაფულმა ანსამბლმა ,,სამცხემ” მიიღო. მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე საქველმოქმედო საღამო ახალციხისა და ტაო- კლარჯეთის მიტროპოლიტის, მეუფე თეოდორეს ლოცვა–კურთხევით ჩატარდა.
11:34 / 10.02.2014
ახალციხეში მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს მიძინება აღნიშნეს
27 იანვარს მართლმადიდებელი სამყარო ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს მიძინებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში წირვა–ლოცვა აღევლინა.
14:20 / 27.01.2014
ნათლისღების დღესასწაული ახალციხეში
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს. ისევე, როგორც მთელს საქართველოში, დღესასწაული მორწმუნეებმა ახალციხეშიც იზეიმეს. წყალკურთხევის რიტუალი ახალციხისა და ტაო–კლარჯეტის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ ჩაატარა. მან ტრადიციულად, სოფელ მინაძეში მდინარე მტკვარი აკურთხა, რის შემდეგაც მორწმუნეები წყალში განიბანნენ.
21:56 / 19.01.2014
მართლმადიდებლურმა სამყარომ ქრსიტეს შობა იზეიმა
მართლმადიდებლურმა სამყარომ შობის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. მორწმუნეები უფლის დაბადებას საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ღამისთევით შეხვდნენ. სადღესასწაულო ლიტურგია, ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში, ღამის 12 საათზე დაიწყო.
12:35 / 08.01.2014
ალილო ახალციხეში
მგალობლებთან, სტიქაროსნებთან და მრევლთან ერთად ახალციხის წმინდა მარინეს სახელობისა და ივლიტის ღვთისმშობლის ტაძრის ღმდველმსახურებმა, უფლის შობის დღეს ქალაქი მოილოცეს. ალილოს მონაწილეებმა თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩა მოიარეს და ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის საშობაო ნობათი შეაგროვეს.
12:30 / 08.01.2014
კათოლიკურმა სამყარომ ქრისტეს შობა იზეიმა
კათოლიკურმა სამყარომ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. საქართვლოს ყველა მოქმედ კათოლიკურ ტაძარში საზეიმო ლიტურგია გაიმართა. რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ეკლესიაში, ლოცვა ღამის 12 საათზე დაიწყო. უფლის დაბადებას მრევლი ღამისთევით შეხვდა.
11:24 / 26.12.2013
სახალხო დამცველი ჭელაში ადგილობრივებს შეხვდა
ახალციხის შემდეგ უჩა ნანუაშვილი ადიგენში გაემგზავრა, სახალხო დამცველი სოფელ ჭელაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მან ჯერ შეხვედრა ჭელის მეჩეთში, მუსლიმ თემთან შემდეგ კი სოფლის სკოლაში მართმადიდებელ მოსახლეობასთან გამართა.
01:14 / 21.12.2013
მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ნიკოლოზობა აღნიშნა
მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საღვთო ლიტურგია დილის 10 საათზე დაიწყო. ლოცვის დასასრულს სასულიერო პირებმა მრევლს მიმართეს და მათ წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ესაუბრნენ. წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც მას პატრიარქმა მართლმადიდებლური ეკლესია შეავედრა.
22:33 / 19.12.2013
საშობაო ღონისძიება ,,ტალიტა კუმში"
საშობაო სცენა, საახალწლო სიმღერები და საცეკვაო ნომრები- ასე ,,ტალიტა კუმში” საშობაო ღონისძიება გაიმართა. ახალციხის კათოლიკურ სამრევლოსთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრში, საშობაო წარმოდგენისთვის, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ. არტ თერაპიისა და მუსიკის პედაგოგებთან ერთად ცენრტის 11-მა აღსაზრდელმა საკუთარი შესაძლებლობები სტუმრებსა და ფართო აუდიტორიას წარუდგინა.
22:51 / 18.12.2013
ბარბარობა ახალციხეში
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია პატრიარქის ქორეპისკოპოსმა და ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ აღავლინა. დედაქალაქის მსგავსად წირვა-ლოცვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა.
18:22 / 17.12.2013
პაატა ზაქარეიშვილი: ,,რელიგიურ გაერთიანებებსა და ხელისუფლებას შორის საკანონმდებლო ბმა არ არსებობს"
რელიგიური უმცირესობებისათვის პრობლემური საკითხები კანონმდებლობის საფუძველზე მოგვარდება–ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ახალციხეში ყოფნისას ისაუბრა. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რელიგიურ გაერთიანებებსა და ხელისუფლებას შორის საკანონმდებლო ბმა არ არსებობს, ამიტომ სამინისტროში სამთავრობო უწყებათა შორისი კომისია ჩამოყალიბდა. ჯგუფს თავად რეინტეგრაციის მინისტრი ხელმძღვანელობს მისი წევრები იმ რეკომენდაციების ჩამოყალიბებაზე მუშობენ, რომლებიც სხვადასხვა კონფესიების პრობლემურ საკითხებს კანონის ფარგლებში დაარეგულირებს.
23:11 / 11.12.2013
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기onwinjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetonwin스마일퀄리티holiganbetsahabetonwinmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงjojobetสล็อตBetigma girişcasibomBetigmaartemisbetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182jojobetmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginparibahissekabetpusulabetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantcasibombetpasSahabetumzugsfirma wiengalabethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9046CasibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahisjojobetjojobetMarsbahisalanya escortMeritkingcasibomJojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotsahabetdeneme bonusu veren siteler 2026все казиноcasibom1xbet girişcratosroyalbetmatbetGalabetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetholiganbetjojobet giriştaraftarium24jojobet girişgrandpashabetmilanobetbetnanowbahisbets10bets10meritkingbetnanoultrabetbetebetbetpassekabetMeritkingmagic mushroomsvaycasinoholiganbetjustin tvCasibom giriş