SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/paata-zaqareishvili.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/news_14736.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/photoo.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/untitled1.png?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/mmm.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/e18392e183b0e183b0e183af.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/09/fgg.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/jemal-paqsadze.png?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/jemal-paqsadze.png?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/09/fgg.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/1907954_698952236829550_1472034136_n.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
რელიგია
ხელისუფლების პირველი პირები მოხის მოვლენების შესახებ
მოხეში განვითარებულ მოვლენებს დღეს ხელისუფლების პირველი პირები გამოეხმაურნენ. პრემიერ მინისტრის შეფასებით, დასაგმობია, რაც მოხდა, თუმცა კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანაბარია. დღესვე ბრიფინგი გამართა სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულმა, რომლის თქმითაც, მუსლიმ საზოგადოებასთან მოლაპარაკებისას, სამხარეო ადმინისტრაცია გარკვეულ დათმობებზე უკვე წავიდა.
00:16 / 24.10.2014
პაატა ზაქარეიშვილისთვის მოხის სადავო შენობაში ბიბლიოთეკის განთავსება მისაღებია
პაატა ზაქარეიშვილისთვის მოხის სადავო შენობაში ბიბლიოთეკის განთავსება მისაღებია
    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისთვის სოფელ მოხეში, სადავო შენობაში ბიბლიოთეკის განთავსება მისაღებია.  პაატა ზაქარეიშვილის თქმით, იმის გარკვევას, თუ რა იყო იქ ადრე,   საკითხს ღრმა შესწავლა სჭირდება, – ამის შესახებ ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. “პირველ რიგში უნდა დაიგმოს ნებისმიერი ფორმით ძალადობა. იქ, სადაც არის ძალადობა საქმე ვერ კეთდება და გამორიცხულია მოძალადეს ვინმემ მოუსმინოს, მითუმეტეს, როდესაც ძალადობა ხორციელდება პოლიციის, ანუ სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე არა მგონია, რომ ჩვენს ხელისუფლებაში დღეს ისეთი პირობები იყოს, რომ შეუძლებელი იყოს ნებისმიერი საკითხის მოგვარება მოლაპარაკებებით და მშვიდობიანი ფორმით”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. მისივე თქმით, მას კონკრეტული ინფორმაცია არა აქვს ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე გარდა იმისა, რაც გავრცელდა საჯაროდ, ვინაიდან აღნიშნულ საკითხებზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუშაობს. “ჩემთვის როგორც ცნობილია, ამ სააგენტოსთვის არ მიუმართავთ, ანუ ჩართული არ იყო ის სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც ევალება ასეთ დროს შეისწავლოს ვითარება. მე ვოპერირებ მხოლოდ იმ ინფორმაციით, რაც არის საჯარო. შემიძლია ვთქვა, რომ არის ბევრი ურთიერთგამომრიცხავი საკითხი, ამიტომ საჭიროა მოლაპარაკება და მუშაობა ამ თემაზე. ჩემთვის მისაღებია გუბერნატორის განცხადება, რომ ეს შენობა იქნება ბიბლიოთეკა, კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტი, ხოლო ადრე რა იყო ამას სჭირდება ღრმა შესწავლა, რადგან ქრისტიანი მოსახლეობა ამბობს ერთს, მუსლიმი კი მეორეს”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში  დაპირისპირება 22 ოქტომბერს მოხდა. ადგილობრივი მუსლიმებმა სადავო შენობაში ბიბლიოთეკის განთავსების იდეა გააპროტესტეს.  პოლიციამ დაპირისპირების დროს 14 ადამიანი დააკავა.
16:09 / 23.10.2014
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის ბრიფინგი მოხის მოვლენებზე
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა მედიასთან სპეციალური ბრიფინგი გამართა. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მუსლიმ საზოგადოებასა და სამხარეო ადმინისტრაციას შორის, მოხეში მდებარე შენობაში ბიბლიოთეკის განთავსების თაობაზე შეთანხმება შედგა. აკაკი მაჭუტაძის თქმით, იგი მუსლიმი სასულიერო პირების თხოვნით, გარკვეულ დათმობებზე უკვე წავიდა. გუბერნატორმა აქცენტი გააკეთა იმაზეც, მათი მხრიდან იყო შეთავაზება, აღნიშნულ სადავო შენობაში სამუფთო რეზიდენციის განთავსების შესახებ, თუმცა  მან მუსლიმებს, სამუფთო რეზიდენციის კეთილმოწყობა  სახელმწიფო ხარჯებით, სოფელ მოხეში არსებულ მოქმედ მეჩეთში შესთავაზა.
15:52 / 23.10.2014
ირაკლი ღარიბაშვილი: "ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანაბარია"
ირაკლი ღარიბაშვილი: "ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანაბარია"
  კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანაბარია და რელიგიურ აღმსარებლობას მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რითაც ადიგენის მუნიციპალიტეტში გუშინ განვითარებელ მოვლენებს გამოეხმაურა. პრემიერის შეფასებით, დასაგმობი და მიუღებელია, რაც გუშინ მოხდა. “მინდა გამოვეხმაურო ადიგენის რაიონში გუშინ განვითარებელ მოვლენებს. გავერკვიე ამ საკითხში და მითხრეს, რომ ამ საკითხს საკმაოდ ვრცელი ისტორია აქვს. სოფელში მცხოვრები ქრისტიანები ამბობენ, რომ ამ ადგილზე ადრე იყო ეკლესია, რომელიც დაანგრიეს და ნანგრევებით ააშენეს მუსლიმების სამლოცველო – მეჩეთი. შემდეგ ერთი საუკუნის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის პერიოდში ის იყო კულტურის სახლი და დღემდე იყო უსარგებლო შენობა, ნანგრევები, რომლისთვისაც ყურდაღება არ მიუქცევიათ. ადგილობრივმა თვითმმართველობამ, გამგეობამ გამოაცხადა კონკურსი იმის თაობაზე, რომ ამ ადგილზე მოეწყობოდა ბიბლიოთეკა, რომლითაც ისარგებლებდნენ სოფელში მცხოვრები როგორც ქრისტიანები, ისე მუსლიმები და მოეწყობოდა კარგი კულტურული დაწესებულება, რათა თავიდან აგვერიდებინა კონფლიქტი, ვინაიდან ერთი მხრივ ქრისტიანები აცხადებდნენ, რომ აქ იყო ისტორიულად ეკლესია, ხოლო მუსლიმები ამბობდნენ, რომ აქ იყო მეჩეთი. გასულ საუკუნეში იქ იყო კულტურის სახლი და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, რომ იქ ყოფილიყო ბიბლიოთეკა”, – აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, ყველა მსგავსი საკითხი ჯერ რელიგიის საკითხთა სააგენტომ უნდა შეისწავლოს, რომელიც შემდგომში მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს. “ვადასტურებ, რომ ადგილობრივი მუსლიმების თხოვნა სამცხე-ჯავახეთის მუფთმა გადმომცა, რომ ეს საკითხი კიდევ ერთხელ განგვეხილა. მინდა, ყველა რელიგიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ჩვენ შევქმენით რელიგიის საკითხთა სააგენტო დაახლოებით ასეთი საკითხების შესწავლის მიზნით. ყველა ასეთი საკითხი ჯერ უნდა შეისწავლოს რელიგიის საკითხთა სააგენტომ, რომელიც შემდგომში რეკომენდაციით მიმართავს მთავრობას. მსგავსი რამ არ მომხდარა. ვესაუბრე გუბერნატორს, რომელსაც ჰქონდა კომუნიკაცია რეგიონის მუფთთან და ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ მუფთისთვის აშენდებოდა სახელმწიფო სახსრებით პატარა ზომის რეზიდენცია, რადგან მთავარი მოთხოვნა იყო მუფთის რეზიდენცია. სოფელში უკვე არსებობს მეჩეთი და მუსულმანებს ლოცვის პრობლემა არ აქვთ, შესაბამისად, ვფიქრობ, ეს იყო ნორმალური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ არ მომხდარიყო კონფლიქტი. რაც გუშინ ვიხილეთ, სამწუხაროა, ვგმობ ყოველგვარ ძალადობას და ეს მიუღებელია, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანაბარია და რელიგიურ აღმსარებლობას მნიშვნელობა არ აქვს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა იმედი გამოთქვა რომ საკითხი დღის ბოლომდე მოგვარდება. “რა თქმა უნდა, დასაგმობი და მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ, იგივე პოლიციის მანქანების დაზიანება ქვებით. ყველა მოქალაქე კანონთან თანასწორია. მქონდა საუბარი გუბერნატორთან, რომელმაც მითხრა, რომ ამ საკითხს ადგილობრივ მოსახლეობასთან კიდევ ერთხელ გაარკვევს და იმედი მაქვს, ეს საკითხი დღის ბოლომდე მოგვარდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, იქნება ეს ქრისტიანი თუ მუსულმანი მოსახლეობა – თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, თქვენ ხართ თანასწორნი და ვალდებული ხართ, დაემორჩილოთ კანონს. სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენი უფლებები იყოს დაცული მაქსიმალურად და თქვენი უფლებების შელახვის უფლებას არავის მისცემს. მოგიწოდებთ სიმშვიდისა და გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 22 ოქტომბერს, სოფელ მოხეში დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა იმ შენობის რეაბილიტაციას აპროტესტებდა, რომელშიც, მათი თქმით, მეჩეთი იყო და ხელისუფლება მასში ბიბლიოთეკის განთავსებას აპირებს. მომხდარი დაპირისპირების გამო, სამართალდამცავებმა 14 ადგილობრივი მოსახლე დააკავეს. თანასოფლელები სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან, სადაც დაკავებულები გადაიყვანეს, ამ დრომდე რჩებიან და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ვიდეო:
11:59 / 23.10.2014
ხმაური მოხეში [22 ოქტომბერი, 2014 წელი]
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში 14 პიროვნების დაკავებას პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მედიის წარმომადგენლებსაც.
11:37 / 23.10.2014
მუსლიმი მრევლი, 23 ოქტომბერს, ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს
მუსლიმი მრევლი, 23 ოქტომბერს, ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს
     წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, მუსლიმი მრევლი პოლიციის სამმართველოსთან იმყოფებოდა. მათი მთავარი მოთხოვნა დაკავებული 14 ახალგაზრდის უპირობო გათავისუფლებაა.  ,,დღეს, 10–დან 11 საათამდე, სახალხო დამცველის წარმომადგენლებსა და უფლებადამცველებს ველოდებით. დღეიდანვე,  საქმეში ჩაერთვებიან იურისტებიც. ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ არ მოახდინოს ქრისტიანი და მუსლიმი ქართველების დაპირისპირება და უპირობოდ გაათავისუფლონ დაკავებულები”– აცხადებს  აქციის მონაწილე თეიმურაზ მიქელაძე. ადიგენის მუსლიმ მრევლს, წუხელ, ხულოდან ჩამოსული მუფთი მხარდამჭერებთან ერთად შეუერთდა. აქციის მონაწილეები, 23 ოქტომბერს, ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას აანონსებენ და აცხადებენ, რომ საკუთარი სიმართლის დასადგენად უკან არ დაიხევენ. ,,პირველ რიგში იმ სამი ახალგაზრდის გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომელსაც 153–ე მუხლით ასამართლებენ. ეს მუხლი 3–დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუ არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნები აქცია მარტო დღეს არ  გაიმართება. საპროტესტო ტალღა მოიცავს ჯერ სამცხე–ჯავახეთს და თუ საჭირო გახდება დედაქალაქსაც” – აცხადებს ხულოს მუფთი ასლან–გურამ აბაშიძე.
10:54 / 23.10.2014
მოხეში აქციის დროს შურა მიქელაძე დაშავდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში გამართული აქციის დროს, ადგილობრივი მკვიდრი შურა მიქელაძე დაშავდა. 22 ოქტომბერს,  აქცია სოფელ მოხეში გაიმართა, რომელსაც მუსლიმი მრევლი 10 სოფლიდან – ნამინაური,  დერცელი,  ციხისუბანი,  ჭეჭლა,  ჭელა,  აფიეთი,  ღორთუბანი,  კეხოვანი,  ზედუბანი და მოხე, შეუერთდა.
01:38 / 23.10.2014
დაპირისპირება სოფელ მოხეში [video]
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ  მოხეში არსებული სადავო შენობა  საზოგადოების ყურადღების ცენტში კიდევ  ერთხელ მოექცა. მუსსლიმმა მოსახლეობამ აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.  მუსლიმი მრევლის ერთერთმა წარმომადგენელმა პოლიციის ავტომობილს მინები ჩაუმსხვირია, რის გამოც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. შედეგად 14 პიროვნება დააკავეს.
00:37 / 23.10.2014
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენებს ეხმიანება
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენებს ეხმიანება
    რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში დღეს განვითარებული მოვლენების გამო წუხილს გამოთქვამს. აღნიშნულთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს. “ადიგენის რაიონის სოფელ მოხეს მუსლიმურ თემს ამ პრობლემასთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსათვის ოფიციალურად დღემდე არ მოუმართავს. სააგენტოში შემოვიდა მხოლოდ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის თაობაზე. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის დეტალურად შესწავლა, რისთვისაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პოზიციააა, რომ სახელმწიფოში თანაბრად უნდა იყოს დაცული ყველა რელიგიური გაერთიანების უფლება და მაქსიმალურად გათვალისწინებული თითოეულის ინტერესი. რადგან აღნიშნული ძეგლის წარმომავლობა და კუთვნილება გახდა დავის საგანი ადგილობრივ ქრისტიანულ და მუსლიმ მოსახლეობას შორის, საკითხი მოითხოვს სიღრმისეულ კვლევასა და შესაბამისად ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებას. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიაჩნია, რომ პრობლემა უნდა მოგვარდეს კონსენსუსის საფუძველზე, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით და მოუწოდებს მათ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და კეთილგონიერება, რათა პროცესების ესკალაციამ არ დააზიანოს სახელმწიფოს ინტერესები”, – აღნიშნულია განცხადებაში.
23:58 / 22.10.2014
მოხეში  მიმდინარე აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა
მოხეში მიმდინარე აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში,  მუსლიმი მრევლის მიერ გამართული აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის სიტყვიერმა შეურაცხყოფამ ფიზიკური დაპირისპირების სახე მიიღო. აქციის რამდენიმე  მონაწილემ პოლიციის მანქანის მინა ჩაამტვრია, რის გამოც სამართალდამცავებმა დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. გარდა ამისა, მუსლიმი მოსახლეობა მედიას დაუპირისპირდა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ისინი ჟურნალისტებს არაობიექტურობაში ადანაშაულებენ. შსს  სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, თეიმურაზ კალანდაძე მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. შეგახსეებთ, რომ მოხეში არსებული შენობის დემონტაჟი დილიდან მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოების განხორციელებას მუსლიმი მრევლი აპროტესტებს და მშენებლობისათვის ხელის შეშლას ცდილობს.  მოხეში იმყოფება რეგიონის გუბერნატორი და შსს  სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, თეიმურაზ კალანდაძე. როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, “მეცხრე არხს” განუცხადა,  იმის შესახებ, რომ სადავო შენობის ადგილზე ბიბლიოთეკა უნდა აშენდეს შეთანხმება უკვე მიღწეულია. შენობასთან შეკრებილი  მუსლიმი მრევლი კი ირწმუნება, რომ ისინი მანამდე არ დაიშლებიან,  სანამ მშენებლობა არ შეწყდება და ობიექტი მათ არ გადაეცემათ. მუსლიმი მრევლის პარალელურად, მოხის ცენტრში  შეიკრიბა მართლმადიდებელი მოსახლეობაც. მათი თქმით,  მუსლიმი მრევლის მხრიდან მშენებლობისათვის  ხელის შეშლასა  და შენობის მათთვის გადაცემას არ დაუშვებენ. მოხეში სადაო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟდა სპეცილაური აბრა, რომელიც იუწყება, რომ  ადგილზე ბიბლიოთეკა აშენდება.
15:32 / 22.10.2014
მოხეში არსებულ სადაო შენობას სამართალდამცველებმა ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს
მოხეში არსებულ სადაო შენობას სამართალდამცველებმა ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს
 ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არსებულ შენობის დემონტაჟი სამშენებლო კომპანიამ დილიდან განაახლა. ამ დროისათვის, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი, მათ სამმართველოს ხელმძღვანელის ბრძანებით, სადაო შენობას  ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს, რადგან  ადგილობრივმა მუსლიმმა მრევლმა მუშებისათვის ხელის შეშლა  სცადა. მოხეში იმყოფება რეგიონის გუბერნატორი და შსს  სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, თეიმურაზ კალანდაძე. როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა “მეცხრე არხს” განუცხადა,  იმის შესახებ, რომ სადავო შენობის ადგილზე ბიბლიოთეკა უნდა აშენდეს შეთანხმება უკვე მიღწეულია. შენობასთან შეკრებილი  მუსლიმი მრევლი კი ირწმუნება, რომ ისინი მანამდე არ დაიშლებიან,  სანამ მშენებლობა არ შეწყდება და ობიექტი მათ არ გადაეცემათ. მუსლიმი მრევლის პარალელურად, მოხის ცენტრში  შეიკრიბა მართლმადიდებელი მოსახლეობაც. მათი თქმით,  მუსლიმი მრევლის მხრიდან მშენებლობისათვის  ხელის შეშლასა  და შენობის მათთვის გადაცემას არ დაუშვებენ. მოხეში სადაო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟდა სპეცილაური აბრა, რომელიც იუწყება, რომ  ადგილზე ბიბლიოთეკა აშენდება. როგორ განვითარდება მოხეში მოვლენები–”მეცხრე არხის” კორესპონდენტი თიკო კურტანიძე ადგილზე იმყოფება და დეტალებს “ექოს” გამოშვებებიდან შეიტყობთ.
14:48 / 22.10.2014
ბიბლიოთეკა კულტურის სახლის ნაცვლად
ბიბლიოთეკა კულტურის სახლის ნაცვლად
შეთანხმება, ბრალდებები და დაპირისპირება–ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არსებული შენობა კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეთანხმება მიღწეულია და ტერიტორიაზე კულტურის სახლის ნაცვლად ბიბლიოთეკა განთავსდება. საპირისპიროს აცხადებს მუსლიმი მხარე.       ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არსებულ  ნაგებობაში  ბიბლიოთეკის განთავსების შესახებ განცხადება დღეს, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა გააკეთა. აკაკი მაჭუტაძის თქმით,, 20 ოქტომბერს გამართულ შეხვედრას მუსლიმი სასულიერო პირები და მოსახლეობა დაესწრო. მისივე მტკიცებით,  შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა და  ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შენობაში გასართობი ცენტრის ნაცვლად ბიბლიოთეკა განთავდეს.  “მინდა გავნმარტო ის, რომ აქ განთავსდება ბიბლიოთეკა. აქ  იქნება მსოფლიო მოღვაწეების შედევრები, იქნება ტექნიკური ლიტერატურა. ეს ბიბლიოთეკა იქნება გათვალისწინებული როგორც ზრდასრულ ადამიანებზე, ისე მოზარდებსა და ბავშვებზე” – აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული სამცხე–ჯავახეთში აკაკი მაჭუტაძე.  სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორისგან განსხვავებულ განცხადებას აკეთებს სამცხე–ჯავახეთის მუფთი. მამუკა ვაშაყმაძის მტკიცებით, შეხვედრაზე მან აკაკი მაჭუტაძეს განუმარტა, რომ შენობის  ბიბლიოთეკად გადაკეთების საკითხს სოფლის მუსლიმ  მოსახლეობასთან შეათანხმებდა. იმ შემთხევაში თუ მრევლთან კონსესუსს მიაღწევდა, შეთანხმებაც მოხდებოდა. თუმცა სამცხე–ჯავახეთის მუფთი ირწმუნება, რომ აღნიშნულ შეთავაზებაზე მუსლიმმა მრევლმა უარი განაცხადა და ისინი შენობის  დემონტაჟს კვლავ აპროტესტებენ. “გვითხრეს, რომ აქ უნდა გაკეთდეს ბიბლიოთეკა. მე ვუთხარი ხალხს  ვეტყვი, მე ვერ შეგითანხმდები, ეგ არ არის ჩემი გადასაწყვეტი–მეთქი. საზოგადოება კი წინააღმდეგია და ამიტომ შეთანხმება ვერ ხდება. აქ უნდა იყოს პაქსაძე და მასთან უნდა იყოს შეთანხმებული აქ ბიბლიოთეკა იქნება, სამლოცველო  თუ სხვა რამ “ – ამბობს სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე. ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ შეხვედრას ათამდე ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყო სოფელ  ჭელის მეჩეთის წინამძღვარი. ჯამბულ აბულაძე ირწმუნება, რომ  შეხვედრა კონსტრუქციულ  რეჟიმში არ მიმდინარეობდა და  სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი მთელი  შეხვედრის განმავლობაში დამსწრე აუდიტორიას ჟარგონებით ესაუბრებოდა.    ” მე ვერ დავარქმევდი ამას საუბარს.  ისეთი ჟარგონებით გვესაუბრებოდა, არც ვიცი ამ სიტყვების მნიშვნელობა. მას ვერ გაუთავისებია კარგად, გუბერნატორია, თუ ისევ პროკურატურაში მუშაობს. თავიდანვე თქვა, რომ მე გადაწყვეტილი მაქვს, რაც უნდა ვქნა და თქვენი აზრი არ მაინტერესებსო.. თავად იქნება იმაზე პასუხისმგებელი, უბედურება რომ დატრიალდეს შენობასთან დაკავშირებით” – აცხადებს ჭელის მეჩეთის წინამძღვარი. ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ხელისუფლებას განცხადებით მოუწოდებს, რომ შენობის სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი თანხით კულტურის სახლი სხვა ადგილზე აშენდეს, ხოლო სადაო შენობა მუსლიმ მოსახლეობას გადაეცეს. ჯამბულ აბულაძის ბრალდებებს  სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი უარყოფს. აკაკი მაჭუტაძე ამბობს , რომ დაშინებას ან შეურაცხმყოფელ ქმედებებს შეხვედრაზე ადგილი არ ჰქონია. მისივე განმარტებით,  შეთანხმება ორმხრივი იყო. მუსლიმმა მხარემ უარი მხოლოდ ინტერნეტ–ბიბლიოთეკის განთავსებაზე განაცხადა,  რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები დათანხმდნენ. ,,კრიმინალურ გარჩევას ადგილი არ ჰქონია. საუბარი  დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა, იმპერატიული ტონით იქ არავის უსაუბრია. მე მათ შევთავაზე ინტერნეტ ბიბლიოთეკის გაკეთება, მაგრამ უარი თქვეს. საბოლოოდ, შენობაში ბიბლიოთეკის განთავსება გადაწყდა. ეს იმის დასტურია, რომ მე მათი აზრი გავითვალისწინე”. შეხვედრა, რომ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ამის შესახებ საუბრობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ზაქარია ენდელაძის თქმით, საკითხი სენსიტიურია და შეთანხმებაც მიღწეულია. ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ მოხეში მუსლიმმა მრევლმა აქციების გამართვა 12 სექტემბრიდან  დაიწყო. ისინი სოფელში არსებული შენობის კულტურის სახლად გადაკეთებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ თავდაპირველად ტერიტორიაზე მეჩეთი იყო განთავსებული. შენობის დემონტაჟი კი მათ სიწმინდეს შეურაცხყოფს. ადგილობრივი მართლმადიდებლების მტკიცებით, კი სადავო შენობის ადგილზე საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული სალოცავი ფუნქციონირებდა.
00:21 / 22.10.2014
ჯემალ პაქსაძე: „ეს არის პირველ რიგში რელიგიური შეცდომა და ჯამბულ აბულაძის დიდი დანაშაული“
ჯემალ პაქსაძე: „ეს არის პირველ რიგში რელიგიური შეცდომა და ჯამბულ აბულაძის დიდი დანაშაული“
    „წინამძღვარი სულიერ ლიდერს ბრალდებებს ვერ წაუყენებს. ეს არის პირველ რიგში რელიგიური შეცდომა და მისი დიდი დანაშაული“  –ასე პასუხობს საქართველოს სრულიად მუსლიმთა მუფთი ჯემალ პაქსაძე ჭელის მეჩეთის წინამძღვრის ჯამბულ აბულაძის ბრალდებებს.  ამბობს, რომ სამუფთო სამმართველო პრობლემების მოგვარებას სახელმწიფოსთან კონსტრუქციული დიალოგით ცდილობს. მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა პრობლემები სამცხე–ჯავახეთში იქნება, ბათუმში, კახეთში, თუ დედაქალაქში, მთავარია, ეს საკითხები დიალოგის რეჟიმში მოგვარდეს. ჯამბულ აბულაძის მიერ გავრცელებულ მიმართვას, სადაც ჭელის წინამძღვარი მუფთს სახელმწიფოსთან გარიგებაში ადანაშაულებს და მუსლიმ საზოგადოებას არსებულ პრობლემებს ხუთ პუნქტად უყალიბებს, ჯემალ პაქსაძე პოლიტიკურ განცხადებებად აფასებს. მისი თქმით, კონკრეტული საკითხები ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის: „სამუფთო სამმართველოს ჰყავს თავისი მეჯლისი, ანუ სამუფთო საბჭო . მას 19 რეგიონის წარმომადგენლი ესწრება, რომელსაც თავისი სამუფთოს აპარატი და ადმინისტრაცია გააჩნია. ყველა საკითხის გადასაჭრელად ზომების მიღება  ერთიანი გადაწყვეტილებით ხდება.  ასეთი დელიკატური საკითხები არ არის  მხოლოდ ერთი ინდივიდის გადასაწყვეტი. მე არასაფუძვლიანად მიმაჩნია მისი განცხადებები, თუ ვინ დგას მის ზურგს უკან და იძლევა თუ არა ეს ყველაფერი ეჭვის საფუძველს ეტაპობრივად გამოჩნდება“– აღნიშნავს „მეცხრე არხთან“  სრულიად მუსლიმთა მუფთი. მისივე თქმით, თუ საკუთარ გადაწყვეტილებას მეჯლისის კონკრეტული წევრი –რეგიონის მუფთი გააჟღერებს,  საფუძვლიანად იგი მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაითვლება და სამუფთო საბჭოც განიხილავს. ჯემალ პაქსაძის მტკიცებით, ჭელის მეჩეთის წინამძღვარმა, საკუთარი გადაწყვეტილებები და ინიციატივები სამცხე–ჯავახეთის მუფთს უნდა შეატყობინოს. საჭიროდ მიჩნევის შემთხვევაში, ჯამბულ აბულაძის ინიციატივებს,  მამუკა ვაშაყმაძე სამუფთო სამმართველოს გააცნობს.  ,,ის არის 255 მეჩეთის წინამძღვრიდან ერთ–ერთი რიგითი.   მისი განცახადებები ჩემი გადმოსახედიდან უფრო პოლიტიკურია,  ვიდრე – რელიგიური“. რაც შეეხება მოხეში მდებარე შენობასთან დაკავშირებით გამოწვეულ ხმაურს, ჯემალ პაქსაძის თქმით, მან აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის მიზნით, სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე  პრემიერ მინისტრს შეახვედრა. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი, კონკრეტულად, ამ პრობლემის მოგვარებას მუსლიმებს არ დაპირებია, თუმცა განაცხადა, რომ ყველა საკითხს კარგად შეისწავლის და სახელმწიფო მათი მოგვარების პროცესს ეტაპობრივად დაიწყებს. იგი ასევე ეხმიანება ჯამბულ აბულაძის ინიციატივას, რომლის მიხედვით იგი მეჯლისში ქალების ყოფნასაც მოითხოვს. ჯემალ პაქსაძის თქმით, ეს საკითხი იმამის გადასაწყვეტი არ არის. „ეს უკვე ჩვენი კომპეტენციაა. რა აზრი აქვს ქალი იქნება თუ მამაკაცი, ორიენტირებული ვართ, რომ ყველას უფლება იქნას დაცული“ . ჯემალ პაქსაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან  თემატიკიდან გამომდინარე ხშირად საუბრობს,  თუმცა აღნიშნავს, რომ ბოლო შეხვედრაზე სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორთან მოხის შენობასთან დაკავშირებული საკითხი არ განუხილავს. ,,სრულიად საქართველოს სამუფთო სამმართველო ორიენტირებულია ეროვნულ ქართულ იდეოლოგიასა და სულისკვეთებაზე. აღარ გვინდა უცხოური იდეოლოგიები, რომელიც დაამსხვრევს ჩვენი სამშობლოს ერთიანობასა და სიძლიერეს“.
18:59 / 21.10.2014
ჯემალ პაქსაძის წინააღმდეგ მუსლიმი მრევლი ხელმოწერებს აგროვებს
ჯემალ პაქსაძის წინააღმდეგ მუსლიმი მრევლი ხელმოწერებს აგროვებს
 საქართველო სრულიად მუსლიმთა მუფთის ჯემალ პაქსაძის წინააღმდეგ მუსლიმმა მრევლმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო – ამის შესახებ “მეცხრე არხთან” ჭელის მეჩეთის წინამძღვარი აცხადებს. ჯამბულ აბულაძის თქმით, პაქსაძე მთავრობასთან გარიგებებში მონაწილეობს, “იგი სახელმწიფოსაც ატყუებს და ხალხსაც”.   მუსლიმების პრობლემების მოგვარებას პაქსაძე ვეღარ შეძლებს. “. ჯამბულ აბულაძე ირწმუნება, რომ ამის ნათელი მაგალითი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენებია, რომლითაც სრულიად მუსლიმთა მუფთი არც კი დაინტერესდა. “ხალხი პასუხს სთხოვს, მაგრამ ჯემალ პაქსაძე პასუხს თავს არიდებს და არც მოსახლეობას ხვდება” – აცხადებს ჯამბულ აბულაძე. აბულაძის მტკიცებით, საქართველოს სრულიად მუსლიმთა მუფთი მრევლს  მოხეში, მეჩეთის გადაცემას წინასაარჩევნოდ დაპირდა: “ჩამოვიდა და დაგვპირდა, რომ მეჩეთი იქნებოდა ჩვენი. ჯემალ პაქსაძემ გვითხრა, რომ ეს მეჩეთი არის თქვენი და როგორც კი არჩევნები დასრულდება გადმოგეცემათ, ოღონდ კი ხმა “ქართულ ოცნებას” მიეცითო. ბინძური თამაშებისთვის იყენებენ ადამიანებს.. ამაზე პასუხს ჯემალ პაქსაძე აგებს”. ჯამბულ აბულაძის თქმით, ხელისუფლება სოფელ მოხეში მცხოვრებ მართლმადიდებელ ადამიანებსაც იყენებს.   “იყენებენ, როგორც იქ მცხოვრებ მუსლიმებს, ასევე მართლმადიდებლებსაც.. თუ კლუბი გვჭირდება, შენობების მეტი რა არის? ჩვენ ხომ კომუნისტები, ბოლშევიკები არ ვართ? ეს ძალიან დიდი სირცხვილია. ძალიან დიდი ცოდვაა” – აცხადებს ჭელის მეჩეთის წინამძღვარი. მისივე თქმით, რეგიონის მუფთებს დოკუმენტზე ხელი ძალდატანებით მოაწერინეს. “მეცხრე არხის კითხვაზე – რა დოკუმენტზეა საუბარი – ჯამბულ აბულაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულის გასაჯაროვებას ჯერ სამუფთო სამმართველოსგან ელოდება. იმ შემთხვევაში თუ ისინი დოკუმენტს არ გაასაჯაროვებენ, ინფორმაციას ამის შესახებ უახლოეს დღეებში თავად გაავრცელებს. ჯემელ პაქსაძესთან დაკავშირებას “მეცხრე არხი” ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს.
22:09 / 20.10.2014
პრემიერ–მინისტრმა მოხის მუსლიმ მოსახლეობას პირობა არ შეუსრულა?
ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ მოხეში მუსლიმმა მრევლმა აქცია  გამართა. ისინი  სოფელში მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც მშენებლემა კომპანიამ მოხეს ცენტრში მდებარე შენობის დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებითა და მოხეში მაცხოვრებლების გარკვეული ნაწილის მოთხოვნით, აღნიშნულ ადგილზე კულტურის სახლი უნდა აშენდეს. მოხის მუსლიმი მოსახლეობა აცხადებს, რომ აღნიშნული შენობა მეჩეთია და მისი გადაკეთება დაუშვებელია. მოსახლეობის თქმით, შენობა კულტურის ცენტრად ვერ იქცევა და მასში გსართობი ღონისძიებები ვერ მოეწყობა, რადგან ეს ცოდვაა. მათ მუშებს, შენობის დემონტაჟის უფლება არ მისცეს და სოფელი დაატოვებინეს.
20:14 / 18.10.2014
მუსლიმმა მოსახლეობამ მშენებელ კომპანიას სოფელი მოხე დაატოვებინა
მუსლიმმა მოსახლეობამ მშენებელ კომპანიას სოფელი მოხე დაატოვებინა
    ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში საპროტესტო აქცია დაიშალა. მუსლიმი და მართლმადიდებელი მოსახლეობა სოფელში მას შემდეგ შეიკრიბა, როდესაც მშენებლემა კომპანიამ მოხეს ცენტრში მდებარე შენობის დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებითა და მოხეში მაცხოვრებლების გარკვეული ნაწილის მოთხოვნით, აღნიშნულ ადგილზე კულტურის სახლი უნდა აშენდეს. მუსლიმმა მოსახლეობამ მშენებლებს სამუშაოების შეწყვეტა მოთხოვეს, მათი თქმით, მეჩეთის კულტურის სახლად გადაკეთება და მასში სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა ცოდვაა. მათ მუშებს, შენობის დემონტაჟის უფლება არ მისცეს და სოფელი დაატოვებინეს. პარალელურად, მუსლიმების ქმედება გააპროტესტა ადგილობრივმა მართლმადიდებელმა მოსახლეობამაც.  მათი მტკიცებით, აღნიშნულ ადგილზე კულტურის სახლი უნდა აშენდეს, რადგან სოფელში კულტურული ღონისძიებებისთვის დარბაზი არ აქვთ. აღნიშნულმა, მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას შორის მცირე შელაპარაკებაც გამოიწვია. თუმცა სამართალდამცველები სიტუაციას აკონტროლებდნენ და აქციამ ზედმეტი ექსცესების გარეშე ჩაიარა. აქციაზე ორი მხარის 70–მდე წარმომადგენელი იყო შეკრებილი. მუსლიმები აცხადებენ, რომ მეჩეთის ადგილზე კულტურის სახლის მშენებლობის არ დაუშვებენ. მართლმადიდებელი მოსახლეობა კი ირწმუნება, რომ თუ მუსლიმები მსგავს მოთხოვნებს გააგრძელებენ, ისინი მათ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებით გამოვლენ. მიხედავად იმისა, რომ აქციაზე შეკრებილი მოსახლეობა ადიგენის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვდნენ, მოხეში ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან. “მეცხრე არხთან” სატელეფონო საუბარში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის პირველი პირები ამ დროისათვის ადიგენში არ იმყოფებიან. მისივე თქმით, მშენებლობა ამ დროისთვის შეჩერებულია. როგორც ჭელის მეჩეთის წინამძღვარი, ჯამბულ აბულაძე განმრტავს, აღნიშნულთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმში, სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე სამუფთო სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად პრემიერ–მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედნენ და საქმის ვითარება გააცნეს. მისივე მტკიცებით, პრემიერი მათ დახმარებას დაპირდა და აღნიშნა, რომ შენობა კვლავ მუსლიმ მრევლს დაუბრუნდებოდა. როგორ განვითარდება მოვლენები – გააგრძელებს თუ არა კომპანია მშენებლობას, ჯერჯერობით უცნობია.  
15:44 / 18.10.2014
ჭელის წინამძღვარი  მუსლიმთა მუფთსა და საქართველოს მთავრობას უნდობლობას უცხადებს
ჭელის წინამძღვარი მუსლიმთა მუფთსა და საქართველოს მთავრობას უნდობლობას უცხადებს
     ჭელის მეჩეთის წინამძღვარი საქართველოს მუსლიმებისათვის მიმართვას ავრცელებს. ჯამბულ აბულაძე სრულიად მუსლიმთა მუფთს ჯემალ პაქსაძეს უნდობლობას უცხადებს და მას სახელმწიფოსთან გარიგებაში ადანაშაულებს. იგი კომპატენტურ პირებს შორის გაფართოებული შეხვედრების გამართვასა და საქმის დეტალების მუსლიმთა საზოგადოებისათვის გაცნობას მოითხოვს. „დღეს ჩვენი ლამაზი სამშობლო განსაცდელშია, რადგან იმის მაგივრად, რომ გაერთიანება და შერიგება მოხდეს, პირიქით შავბნელი ძალა ცდილობს გახლიჩოს საზოგადეობა და მათ შორის მტრობა და სიძულვილი დაამკვიდროს. უფრო მეტიც, ვიღაც ვიღაცებს სურთ რელიგათ შორის განეთქილება ჩამოაგდონ.დღეს ჩვენი სამშობლო მრავალი გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად მათი ეროვნული წარმომავლობისა თუ რელიგიური განსხვავებულობისა, გვმართებს ღირსეულად ვზიდოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი სამშობლოს წინაშე და ამაში ჩვენ ყველა მუსლიმანმა ჩვენი კუთვნილი აგური უნდა დავაშენოთ ქვეყნის გამთლიანების შერიგებისა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული აღმშენებლობის საქმეში. ხოლო ის, რაც ხდება დღეს (ეგრეთ წოდებულ სრულიად საქართველოს სამუფთო სამმართველოში) ყოველივე ამას ეწინააღმდეგება, რადგან უმოძრაობა, პასიურობა და სირაქლემას პოზიციაში ყოფნა ეს იგივე დანაშაულია“ – აცხადებს ჯამბულ აბულაძე
16:26 / 15.10.2014
14 ოქტომბერს მართლმადიდებლები სვეტიცხოვლობას აღნიშნავენ
14 ოქტომბერს მართლმადიდებლები სვეტიცხოვლობას აღნიშნავენ
    14 ოქტომბერს მართლმადიდებელი სამყარო  სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა  და დედოფალ ნანას, სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც. ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი  მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს ხვდათ წილად, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ხუროებს ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მათ შორის ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც. ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა პურობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის  შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა. ტრადიციულად, ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში აღავლენს, ხოლო შემდეგ სახალხო დღესასწაული „მცხეთობა“ აღინიშნება.
20:29 / 13.10.2014
კათოლიკე მრევლმა რაბათში ტაძრის დღესასწაული იზეიმა
კათოლიკე მრევლმა დღეს რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ტაძრის დღესასწაული აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა ლათინ–კათოლიკეთა ეპისკოპოსმა, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა. იგი მრევლს დღესასწაულის შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ წმინდა სავარდს კათოლიკური სამყაროსათვის მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს : ,,ეს არის ლოცვა, რომელსაც მორწმუნეები რთულ სიტუაციაში კრიალოსანზე ლოცულობენ, რათა ღვთისმშობლის კალთა ფარავდეთ“–განმარტა ეპისკოპოსმა.
19:46 / 07.10.2014
ახალციხეში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული იზეიმეს
მართლმადიდებელი სამყარო 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ისევე როგორც  ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ახალციხეშიც აღევლინა. მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში წირვა  მამა ნიკოლოზამა აღავლინა და მრევლს ღვთის მშობლის შობა მიულოცა.
17:37 / 21.09.2014
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornoAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기jojobetjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetmatadorbet스마일퀄리티betlikematbetjojobetjojobet girişmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetmilanobetStreameastfixbetsetrabettimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegramcasibomcasibompusulabetbetsmovebetofficebetoffice영문주소casibomสล็อตBetigma girişcasibomBetigmazirvebetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182splashmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginnerobetsekabetjojobetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantjojobetbetpas girişsahabet girisumzugsfirma wienkralbethttps://vozolturkiyedistributoru.com/casibom9022Casibom GirişdizipalmarsbahisgrandpashabetkulisbetkulisbetgrandpashabetjojobetMarsbahisizmir escort telegramMeritkingcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotbetparkdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom1xbet girişbetpasjojobetGalabetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetholiganbetjojobet girişiptv satın aljojobet girişgrandpashabetjojobetmatbetbetnanomatbetwbahis