SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/09/ff.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/09/fgg.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/07/1405603672.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/07/petre-pavloba.jpg?w=199" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/06/download1.jpg?w=186" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/06/tiselii-mp4_000030822.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
რელიგია
დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნება
დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნება
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამ დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვას 10.00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 21 სექტემბერს, 12:00 საათზე სრულიად საქართველომ ერთობლივი ლოცვით უნდა მიმართოს თავის მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქვეყნის კეთილდღეობისთვის. “უნდა ავანთოთ სანთელი და სამჯერ ვთქვათ შემდეგი ლოცვა: “მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!“. ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და საერთოდ ნებისმიერ ადგილზე. მთავარია, ყველამ, როგორც ახალგაზრდამ, ისე ასაკოვანმაც და ბავშვმაც ერთდროულად შევთხოვოთ ყოვლადწმინდა მარიამს, ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენთაგანის მფარველობა და შეწევნა. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს”, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
11:47 / 21.09.2014
თურქეთის დელეგაციის ახალციხეში ვიზიტის დეტალები
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თურქეთის დელეგაციას უმასპინძლა.  სადილზე, რომელიც მეუფე თეოდორეს რეზიდენციაში გაიმართა, ახალციხის მერი, სამცხე–ჯავახეთის მუფთი და ჭელის წინამძღვარიც მიიწვიეს. მიტროპოლიტმა დელეგაციას სამსახსოვრო საჩუქრები გადასცა. მეუფის რეზიდენციაში მიღების შემდეგ მათ რაბათში მდებარე ახმედიეს მეჩეთი მოინახულეს.
18:56 / 14.09.2014
სოლიდარობის აქცია და მეჩეთის გადაცემის მოთხოვნით გამოწვეული უკმაყოფილება მოხეში
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სოლიდარობის ნიშნად გამართული აქცია ხმაურით დასრულდა. ადგილობრივ მოსახლეობასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სოფლის ცენტრში არსებული შენობის საკითხმა  გამოიწვია. მუსლიმი საზოგადოების მოთხოვნით, ნაგებობა მუსლიმურ სალოცავს წარმოადგენს და ამიტომ  იგი აღდგენის შემდეგ  მეჩეთად უნდა დარჩეს. თუმცა სოფელში მაცხოვრებელი მართლმადიდებელი მოსახლეობა ირწმუნება, რომ თავდაპირველად აღნიშნული შენობა ეკლესია იყო, შემდეგ – მუსლიმურ სალოცავად, კომუნისტების დროს კი  კულტურის სახლად გადაკეთდა.
22:08 / 12.09.2014
სოფელ მოხეში მუსლიმი მოსახლეობა აქციას მართავს
სოფელ მოხეში მუსლიმი მოსახლეობა აქციას მართავს
ამ წუთებში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მუსლიმი მოსახლეობა აქციას მართავს. როგორც “მეცხრე არხის” კორესპონდენტი იუწყება ისინი, 10 სექტემბერს ქობულეთში მუსლიმთა პანსიონში მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ. ადიგენის მუსლიმი მოსახლეობა  მიმდინარე მოვლენებში სახელმწიფოს ადანაშაულებს.  ისინი  ამბობენ, რომ ხელისუფლებამ გასულ წელს, სოფელ ჭელაში  მინარეთის დემონტაჟის საქმე სათანადოდ ვერ გამოიძია და სწორედ  ამიტომ ხდება მსგავსი ფაქტები. აქციის მონაწილეები იმასაც ამბობენ, რომ ხელისუფლება სხვადსხვა სარწმუნოების წარმომადგენლებს არათანაბარ პირობებში აყენებს. ადგილზე იმყოფება სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებისაგან, სოფელ მოხეში მდებარე მეჩეთის აღდგენა–რეაბილიტაციას მოითხოვს. სოფელ მოხის ცენტრში ამ დროისათვის, 70–მდე ადგილობრივი და მიმდებარე სოფლებიდან, მუსლიმი მოსახლეობაა შეკრებილი. შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს  ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მუსლიმთა სასულიერო სასწავლებლთან შეკრებილმა მოქალაქეებმა შენობის შესასვლეთან ღორი დაკლეს და მისი თავი კარზე ჩამოკიდეს. ასევე, ადგილობრივი მაცხოვრებლების ჯგუფმა პროტესტის ნიშნად ქუჩა გადაკეტა. აღნიშნული ფაქტი ხელისუფლების მხრიდან რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლინებად შეფასდა და მკაცრად დაიგმო. ქობულეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით მიმდინარეობს.    
16:48 / 12.09.2014
კათოლიკურმა ეკლესიამ ღვთისმშობლობა იზეიმა
კათოლიკური სამყარო 8 სექტემბერს ღვთისმშობლობას აღნიშნავს. დღესასწაული განსაკუთრებულად იზეიმეს ვალეში. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში შეკრებილი მრევლი დილიდან სადღესასწაულო წირვას დაესწრო. მათი თქმით, წმინდა მარიამის შობის დღეს ვალეში ყოველწლიურად ხალხმრავლობაა, აქ კათოლიკე მრევლი სხვადასხვა სოფლებიდან და დედაქალაქიდან მოდის.
21:13 / 08.09.2014
ახალციხეში მარიამობა ღამისთევით აღნიშნეს
მართლმადიდებელმა სამყარომ  ღვთისმშობლის მიძინების დღე – მარიამობა იზეიმა. მორწმუნეებმა  დღესასწაული ახალციხეში ღამისთევით აღინიშნეს. მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში წირვა–ლოცვა ღამის 12:00 საათზე დაიწყო, რომელიც ეკლესიის წინამძღვარმა მამა დავითმა აღავლინა. სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილმა მრევლმა მორწმუნეებს  მარიამობა მიულოცა.
11:58 / 29.08.2014
ახალციხეში წმინდა მარინეს ხსენების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
30 ივლისს მართმადიდებლურმა სამყარომ წმინდა მარინეს ხსენების დღე  იზეიმა. ახალციხელმა მორწმუნეებმა დღესასწაული  განსაკუთრებულად, რაბათში წმინდანის სახელობის ეკლესიაში აღნიშნეს.
18:42 / 30.07.2014
ზიკილიაში საყოველთაო ნათლობის რიტუალი შესრულდა
სოფელ ზიკილიაში, მდინარე მტკვრის სანაპიროზე დღეს საყოველთაო ნათლობა  შესრულდა. რიტუალი სოფელ ზიკილიის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა ნიკოლოზმა ჩაატარა. მდინარე მტკვრის ნაკურთხ წყალში ტაძრის მრევლთაგან 12 მათგანი მოინათლა.
00:55 / 23.07.2014
კულტურის სამინისტროსა და საპტრიარქოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
კულტურის სამინისტროსა და საპტრიარქოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
          17 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ეკლესიის მფლობელობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორემ. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. 2002 წლის 14 ოქტომბერს დადებული კონკორდატის (კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის) შემდეგ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის პირველად იდება მარეგულირებელი დოკუმენტი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში. მემორანდუმი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (თვინინგი) ფარგლებში ფორმდება, რომელიც 2013 წლის 11 ივნისიდან კულტურული მემკვირეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ხორციელდება. გამოცდილებისა და კვალიფიკაციიდან გამომდინარე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პროექტის ძირითად პარტნიორებად შერჩეულ იქნა იტალიის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული საქმიანობისა და ტურიზმის სამინისტრო და დანიის კულტურის სააგენტო.
19:07 / 17.07.2014
საცხოვრებელი სახლის კედელში ეკლესიის ქვები აღმოჩნდა
საცხოვრებელი სახლის კედლებში მოყოლილი ისტორიული ქვები. ახალციხეში თუმანიანის ქუჩაზე მდებარე  საცხოვრებელი სახლის გალავანში ეკლესიის  ქვებია დატანებული. მეზობლები ამბობენ, რომ ბინის მეპატრონე კედლის დანგრევას აპირებს, ამიტომ ისინი მიიცნევენ, რომ ისტორიკოსებმა  ქვებს ყურადღება უნადა მიქციონ.
20:25 / 15.07.2014
მართლმადიდებელი სამყარო პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს
   მართლმადიდებელი სამყარო დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა. ღამის თევა და სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდა ახალციხეში მოქმედ ტაძრებში. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ოთხკვირიანი პეტრე-პავლობის მარხვა უძღოდა. იგი 16 ივნისს დაიწყო და დღეს საზეიმო ლიტურგიის შემდეგ დასრულდა. ქრისტეს მოწაფეთა – მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ. წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის ხმობამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად ადრე სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე. წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მოციქულებრივ მსახურებამდე მას სავლე ერქვა. იგი მღვდელმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს სდევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა. წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, პირველი ტაძრები რომსა და კონსტანტინეპოლში IV საუკუნეში წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა.
13:07 / 12.07.2014
შალვა ახალციხელის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღევლინა
30 ივნისს ქართველმა მართლმადიდებლებმა ეროვნული გმირისა და ქრისტიანობისთვის წამებული რაინდის შალვა ახალციხელის ხსენების დღე აღნიშნეს. ახალციხეში, უნივერსიტეტის ეზოში მდებარე წმინდანის სახელობის მშენებარე  ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.
14:36 / 30.06.2014
30 ივნისს მართლმადიდებლები შალვა ახალციხელის ხსენების დღეს აღნიშნავენ
30 ივნისს მართლმადიდებლები შალვა ახალციხელის ხსენების დღეს აღნიშნავენ
   30 ივნისს ქართველი მართლმადიდებლები ეროვნული გმირისა და ქრისტიანობისთვის წამებული რაინდის შალვა ახალციხელის ხსენების დღეს აღნიშნავენ. ახალციხის წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო წირვა–ლოცვას მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი აღავლენს. დიდ-მოწამე შალვა ახალციხელი წმინდა თამარის მხედრობაში გამორჩეული მეომარი იყო. უანგარო მსახურებისათვის თამარმა მას ჯილდოდ მანდატურთუხუცესობა უბოძა და მხედართა შორის მთავრადაც დაადგინა. მისმა ძმამ, იოანემ კი ჯერ ქალაქ კარის მმართველობა და მენაპირე სარდლობა მიიღო, ხოლო შემდეგ ათაბაგობა და ამირთამირობა. თამარ მეფის ბრძანებით, ბასიანის ბრძოლაში ქართველთა ძლევამოსილ მხედრობას წინამძღოლობდნენ „კაცნი მხნენი და ყოვლად ჩინებულნი ბრძოლასა შინა“ – მანდატურთუხუცესი შალვა და მისი ძმა იოანე. ამ ბრძოლაშიც მრავალი სახელოვანი მეომარი დაჩრდილეს ძმებმა საკვირველი სიმამაცითა და საზრიანობით. მე–13 საუკუნის პირველ ნახევარში, მაშინ, როდესაც საქართველოში ჯალალედდინი გაბატონდა, მან ქართველ მხედართმთავარს მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა, რაზეც ჯალალედდინმა მტკიცე უარი მიიღო. ქრისტეს მხედრის ურჩობითა და კადნიერებით გაკვირვებულმა და შერცხვენილმა ჯალალედინმა მისი გაშიშვლება და სასტიკად გუემა ბრძანა. მტარვალებმაც სწრაფად აღასრულეს მისი ნაბრძანები და უპატიოდ ათრიეს და უწყალოდ გვემეს სრულიად შიშველი წმინდა მოწამე. ნეტარი კი „სიხარულითა გულისაითა აქებდა უფალსა და მადლობასა შესწირვიდა მას“. დიდად ნატანჯი და ნაგვემი დიდმოწამე საპყრობილეში ჩააგდეს და ყოველდღე აწამებდნენ, ხოლო იგი გამუდმებით ლოცულობდა და მარხულობდა. „და ესრეთ რაოდენისამე დღისა შემდგომად… პირად პირადითა მძვინვარითა ტანჯვითა განცდილმან აღასრულა ჰსრბაი მარტვილებითი და ესრეთ ქრისტემან ღმერთმან, განმაძლიერებელმან მისმან, მისცვალა თვისთანა დიდი იგი გოდოლი კეთილმსახურებისა და ადიდა წმიდაი თვისი ზეციერითა დიდებითა“. და სადაც ფარულად დაფლეს მისი მრავალვნებული გვამი, იმ ადგილს ნათლის სვეტი დაადგა და მრავალი მორწმუნის მიერ იქმნა თაყვანისცემული.   წყარო: http://www.orthodoxy.ge/tveni/ivnisi/shalva.htm  
12:31 / 30.06.2014
კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა თისელის ტაძარი მოინახულეს
კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა თისელის ტაძარი მოინახულეს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკა ანთიძე თისელის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მისი  აღდგენისათვის სპეციალისტები რამდენიმე კვირაა მუშობენ. სააგენტოს წარმომადგენელთა თქმით, ტაძარი საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაშია. მისი რეაბილიტაციის პირველი ეტაპისათვის 60 000 ლარი გამოიყოფა. სრული აღდგენის პროცესი კი  დაახლოებით 3 წელიწადში დასრულდება. წმ. გიორგი სახელობის ეკლესია სოფელ აწყურიდან აღმოსავლეთით დაახლოებით, 6 კილომეტრში მდებარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტაძარს ადგილობრივი მოსახლეობა მოიხსენიებს, როგორც ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას. თისელის ტაძრის აღდგენის პარალელურად, ახალციხეში საფარის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრისა და სამრეკლოს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რომლისთვისაც უწყებიდან 40 000 ლარი გამოიყო. კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი დღის მეორე ნახევარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტპოტოლიტთან, მეუფე თეოდორესთან ერთად მოინახულებს. ისინი საფარაში მიმდინარე სამუშაოებსა და კომლექსის შემდგომ განვითარებაზე ერთობლივად იმსჯელებენ. ვრცლად ნახეთ საინფორმაციო გამოშვება ,,ექოში” 21:30 საათზე.  
13:07 / 26.06.2014
მართლმადიდებლური სამყარო სულთმოფენობას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებლური სამყარო სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება.  ამ დღეს მორწმუნეები ტაძარებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.  
13:37 / 08.06.2014
მართლმადიდებლურმა სამყარომ წმინდა ნინოს ხსენების დღე იზეიმა
მართლმადიდებლურმა  სამყარომ ნინოობის დღესასწაული  იზეიმა.   საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო  ლიტურგია აღევლინა. ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში ლოცვა დილის ცხრა საათზე დაიწყო, ზიარების  საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, ტაძრის  მღვდელმსახურმა მორწმუნეებს მიმართა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  არქიმანდრიტმა დავითმა მრევლს რწმენის გაძლიერებისაკენ მოუწოდა და მათ მშვიდობა უსურვა.
00:13 / 02.06.2014
ქრისტიანულმა სამყარომ მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული იზეიმა
ქრისტიანულმა სამყარომ მაცხოვრის ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. სადღესასწაულო ლიტურგია საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდა.
23:26 / 29.05.2014
14 წლიანი მშენებლობის შემდეგ ზიკილიაში ტაძარი გაიხსნა
კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძარი ახალციხის მუნიციპალიტეტში – 22 მაისს სოფელ ზიკილიაში ამაღლების სახელობის ეკლესია გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ  აღავლინა.
00:20 / 23.05.2014
ახალციხეში ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღნიშნეს
მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს ზეიმობს.
22:29 / 12.05.2014
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornoAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기viagrajojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetmatadorbet스마일퀄리티betlikematbetmatadorbetmatadorbet girişmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetmilanobetStreameastfixbetmatbettimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegramcasibomcasibompusulabetbetsmovebetofficebetoffice영문주소casibomสล็อตBetigma girişcasibomBetigmazirvebetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182splashmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftpusulabetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginnerobetsekabetjojobetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantjojobetbetpas girişsahabet girisumzugsfirma wienkralbethttps://vozolturkiyedistributoru.com/casibom9022Casibom GirişdizipalperabetrealbahisrealbahisperabetbetwoonpusulabetMarsbahisizmir escort telegramMeritking Girişcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotbetparkdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom1xbet girişjojobetjojobetGalabetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetholiganbetjojobet girişiptv satın almatbetjojobetgrandpashabetjojobetbetpasbetnano