SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/moxes-shenoba.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/12/lkkkk.jpg?w=185" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/mmm.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/moxes-shenoba.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/jemal-paqsadze.png?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/moxes-shenoba.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/muslimebi-moxeshi-2-mp4_000227894.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/c922f2799e74dc328f967d5cfb35d6e4_1877.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=180" not supported. __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/10395850_807672492624190_3989310600912855710_n.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
რელიგია
სახალხო დამცველი მოხეს სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიაში დამკვირვებლის სტატუსით ჩართვას ითხოვს
სახალხო დამცველი მოხეს სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიაში დამკვირვებლის სტატუსით ჩართვას ითხოვს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე სადავო ნაგეგობასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიაში დამკვირვებლის სტატუსით ჩართვას საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებთ, ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საკითხის ყოველმხრივი და ობიექტური განხილვა საჯარო ინტერესის სფეროს განეკუთვნება და მისი შესწავლა თანასწორუფლებიანობისა და რელიგიური ტოლერანტობის დაცვის მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. “საქართველოს სახალხო დამცველი, კონსტიტუციური მანდატით გათვალისიწნებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთოს სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის საქმიანობაში. მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, ასევე, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2014 წლის 9 დეკემბრის წერილით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ 2014 წლის 2 დეკემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება სოფელ მოხეში მდებარე შენობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ. წერილის მიხედვით, კომისიის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის წარმომადგენლები არიან, ხოლო კომისიას, სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობს. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კომისიის მუშაობაში სახალხო დამცველის დამკვირვებლის სტატუსით ჩაბმა გაზრდის კომისიისადმი საზოგადოებრივ ნდობას. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სადავო შენობასთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას” – ნათქვამია გნცხადებაში
11:42 / 16.12.2014
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს
წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებელის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა. წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას დედაღვთისამ მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას უნდა ექადაგა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი V საუკუნეებში მეფობდა. მისი მეფობის დროს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა.
14:13 / 13.12.2014
სომხეთის ელჩის ახალციხეში ვიზიტის დეტალები
სომხეთის სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი ახალციხეში– დღეს იური ვარდანიანი ქალაქს ესტუმრა და რეგიონში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ცხოვრების მდგომარეობით დაინტერესდა. ელჩთან ერთად სათვისტომო მოინახულეს სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვრებმაც. სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იური ვარდანიანს, სათვისტომოს წევრები ახალციხის შემოსასვლელში დახვდნენ. სახელმწიფო წარმომადგენელი და სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვრები მათ მიესალმნენ, რის შემდეგაც დელეგაციამ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გადაინაცვლა.
19:34 / 04.12.2014
რელიგიურმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს პეტიციით მიმართეს
რელიგიურმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს პეტიციით მიმართეს
 სოფელი მოხე არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს რელიგიური შეუწყნარებლობისა და ძალადობის ფაქტების შესწავლის მოთხოვნით პეტიციით მიმართა. ხელმომწერი ორგანიზაციები  მთავრობის პოლიტიკაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას მოითხოვენ. ისინი  საკანონმდებლო ორგანოს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე (მათ შორის, ქობულეთის, მოხეს, თერჯოლის შემთხვევებზე) დროულ რეაგირებასა და რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ სამართალდარღვევებზე მთავრობის არაეფექტური პოლიტიკის გადასინჯვას სთხოვენ. როგორც პეტიციაშია აღნიშნული, ხელისუფლება არაადეკვატურად  პასუხობს ბოლო პერიოდში, ამ კუთხით განვითარებულ მოვლენებს და  კერძო პირებისგან მომდინარე ძალადობის პრევენციასა და ეფექტურ გამოძიებას არ უზრუნველყოფს.
21:36 / 03.12.2014
მოხის სადავო შენობის ისტორიულ კუთვნილებას 11 კაციანი ჯგუფი შეისწავლის
სოფელ მოხეს სადავო ნაგებობის შემსწავლელი სპეციალური კომისია შექმნილია. მართლმადიდებელი და მუსლიმი მრევლის რამდენიმე დღიანი დაპირისპირების შემდეგ, მოხის ცენტრში მდებარე შენობის ისტორიულ კუთვნილებას 11 კაციანი ჯგუფი შეისწავლის. სოფელ მოხეს სადავო საკულტო ნაგებობის საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის. ამის შესახებ ცნობილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საკონსულტაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა. სპეციალური კომისია, რომელიც 2 დეკემბერს შეიქმნა 11 კაცით დაკომპლექტდება, რომელშიც სამი მუსლიმთა თემის, სამი საპატრიარქოს, ორი ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ხოლო თითო-თითო გამგეობის, გუბერნიისა და რელიგიის საკითხთა სააგენტოს წარმომადგენლები იქნებიან. კომისიას რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე უხელმძღვანელებს.
23:19 / 02.12.2014
სოფელ მოხეს სადავო ნაგებობის საკითხს 11 კაციანი კომისია შეისწავლის
სოფელ მოხეს სადავო ნაგებობის საკითხს 11 კაციანი კომისია შეისწავლის
სოფელ მოხეს სადავო საკულტო ნაგებობის საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის. ამის შესახებ ზაზა ვაშაყმაძემ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საკონსულტაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. სპეციალური კომისია 11 კაცით იქნება დაკომპლექტებული, რომელშიც სამი მუსლიმთა თემის, სამი საპატრიარქოს, ორი ძეგლთა დაცვის, ხოლო თითი-თითო გამგეობის, გუბერნიისა და რელიგიის საკითხთა სააგენტოს წარმომადგენლები იქნებიან. კომისიას რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. ზაზა ვაშაყმაძის თქმით, ძალიან ბევრია დამოკიდებული როგორც საპატრიარქოს, ასევე მუსლიმთა თემის წარმომადგენლებზე, რათა შემდგომში ესკალაციებს ადგილი არ ჰქონდეს. კომისიის მორიგი შეხვედრა 2014 წლის 27 დეკემბერს დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არსებული შენობა ქრისტიანებისა და მუსლიმების დაპირისპირების მიზეზი გახდა. ადგილობრივი მუსლიმი თემი აცხადებს, რომ შენობაში ადრე მეჩეთი ფუნქციონირებდა, ხოლო მართმადიდებლები შენობის ქრისტიანულ წარმომავლობაზე საუბრობენ. ადგილობრივი ხელისუფლება კი, შენობაში ბიბლიოთეკის გახსნას გეგმავდა, რასაც მუსლიმი თემის პროტესტი მოჰყვა. შენობის ისტორიული კუთვნილების დასადგენად, შესაბამისი კომისიის შექმნა გახდა საჭირო.
17:56 / 02.12.2014
მოხესთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 2 დეკემბერს გაიმართება
სოფელ მოხეში სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისია, დაახლოებით ერთი თვე არ შეიქმნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის თქმით,   მოხესთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 2 დეკემბერს იგეგმება, სადაც კომისიის შექმნაზე იმსჯელებენ. როგორც ზაზა ვაშაყმაძე ამბობს, სამუშაო ჯგუფში ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული, რომელთაც პოზიციის გამოხატვის საშუალება ექნებათ.
17:04 / 27.11.2014
მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გიორგობა იზეიმა
ქართულმა  მართლმადიდებლურმა ეკლესიამ  წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღე  აღნიშნა.. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში საღვთო ლიტურგია აღესრულა.  
14:24 / 24.11.2014
ჯემალ პაქსაძე გადადგა?!
ჯემალ პაქსაძე გადადგა?!
    სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთი ჯემალ პაქსაძე გადადგა – ამის შესახებ ინფორმაციას, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ავრცელებს. ჯამბულ აბულაძის თქმით, ახალი მუფთის, ბეგლარ ქამაშაძის არჩევის პროცესს სამცხე–ჯავახეთიდან არავინ ესწრებოდა. “რაც შეეხება ახალი მუფთის დანიშვნაზე საუბარს, ჩვენ არაფერი ვიცით. სამცხე–ჯავახეთის არცერთი წარმომადეგენელი არ ვესწრებოდით ვინმეს არჩევას, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არავის დავუპატიჟებივართ და არა მგონია ბატონმა ბეგლარმა დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგას და წინამორბედის შეცდომა გაიმეოროს.” – აღნიშნავს ჯამბულ აბულაძე. იგი მუსლიმ მრევლს მუფთის არჩევის თავისეულ ვარიანტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც, იგი არჩეული 4 წლის ვადით იქნება. “მუფთმა უნდა წარმოადგინოს თავისი სამუშაო პროგრამა გაწერილი დეტალებში, წარუდგინოს საზოგადეობას და იმამებს. მხოლოდ ამის მერე განიხილავს საზოგადეობა, იმსჯელებს და შესაბამისად, გადაწყვეტილებასაც მიიღებს. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ მეჯლისს თავიდან ბოლომდე ახალი კადრებით დასაკომპლექტებელია” – აცხადებს ჭელის მეჩეთის წინამძღვარი. ბეგლარ ქამაშაძის დანიშვნის პროცესს, რომ რეგიონიდან არავინ დასწრებია, ამას სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამაუკა ვაშაყმაძეც ადასტურებს. მისი თქმით, ახალი მუფთი განათლებული და კარგი პიროვნებაა. “იმედი მაქვს, რომ  ბეგლარ ქამაშაძე გამართულ სტრუქტურას ჩამოაყალიბებს, რომელიც მუსლიმთა უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული და არა სახელმწიფოსთან გარიგებებზე, რასაც ყოფილი მუფთი ჯემალ პაქსაძე აკეთებდა” – აცხადებს სამცხე–ჯავახეთის მუფთი. მამაუკა ვაშაყმაძის ინფორმაციით, ბეგლარ ქამაშაძე ხელვაჩაურის ყოფილი მუფთია. მისი დანიშვნა სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთის თანამდებობაზე 22 ნოემბერ მოხდა.
12:03 / 24.11.2014
ზარზმაში სახალხო-რელიგიური დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნა
სახალხო-რელიგიური დღესასწაული ზარზმობა, ადიგენის მუნიციპალიტეტში წელს განსხავებულად აღინიშნა. ზარზმის ტაძარში ჩატარებული წირვის შემდეგ, მოსახლეობისთვის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა.
21:33 / 11.11.2014
სახალხო დამცველი: "ოქტომბერში რელიგიური შემწყნარებლობის თვალსაზრისით ვითარება კვლავ გამწვავდა"
სახალხო დამცველი: "ოქტომბერში რელიგიური შემწყნარებლობის თვალსაზრისით ვითარება კვლავ გამწვავდა"
    ოქტომბრის თვეში რელიგიური შემწყნარებლობის თვალსაზრისით ვითარება კვლავ გამწვავდა, – ამის შესახებ სახალხო დამცველის ოქტომბრის თვის საინფორმაციო ბიულეტენშია საუბარი. ბიულეტენში თავმოყრილია ქვეყანაში ოქტომბრის თვეში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით არსებული სიახლეები. ამ კონტექსტში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებზე. სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად და არ დაუშვას რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევა.  “განსხვავებულის მიმართ შემწყნარებლობის კულტურის ჩამოყალიბების წახალისებას ალტერნატივა არ გააჩნია თუ კი რა თქმა უნდა, სახელმწიფო ისწრაფვის დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისკენ. ამ გზაზე მნიშვნელოვანია მთავრობის მხრიდან ქმედითი, ზოგჯერ შესაძლოა პოლიტიკურად არაპოპულარული თუმცა დემოკრატიისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თამამი ნაბიჯების გადადგმა” , – ნათქვამია ოქტომბრის თვის ომბუდსმენის ბიულეტენში.
15:34 / 11.11.2014
ადიგენი “ზარზმობის” დღესასწაულისთვის ემზადება
ადიგენი “ზარზმობის” დღესასწაულისთვის ემზადება
    ადიგენის მუნიციპალიტეტში “ზარზმობის” დღესასწაულისთვის ემზადებიან. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წელს დღესასწაული  გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნება. სოფელ ზარზმაში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით  გაიმართება კონცერტი, რომელში მონაწილეობას, ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “ერისიონიც” მიიღებს.  გარდა ამისა, მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. სტუმრებს, ასევე, საშუალება მიეცემათ მესხური სამზარეულო დააგემოვნონ. დღესასწაულზე ადიგენის მუნიციპალიტეტში მინისტრებს ელოდებიან. “ზარზმობაზე” მიწვეულია ქვეყნის პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.   დღესასწაული  10:00 საათზე, ზარზმის ტაძარში წირვით დაიწყება, 13:00 საათზე კი ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებით გაგრძელდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 ათას ლარამდე გამოიყო. “ზარზმობა” სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 11 ნოემბერს,  ცნობილი საეკლესიო მოღვაწის სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს აღინიშნება.
20:04 / 10.11.2014
წმინდა გაბრიელის სახელობის ტაძარს საფუძველი ჩაეყარა
ბორჯომში, წმინდა სალოსი ბერის, გაბრიელის სახელობის ტაძარს ფუნდამენტი ჩაეყარა. ტერიტორიაზე ღვთისმახურება ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის  მიტორპოლიტმა  აღასრულა. რიტუალის დასარულს მეუფე სერაფიმემ  მრევლს უქადაგა და წმინდა გაბრიელ სალოსის ცხოვრებსა და მოღვაწეობაზე ისაუბრა.
23:01 / 27.10.2014
მოხეში სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განახლდა
მოხეში სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განახლდა
   ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სადავო შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები აღარ განახლდა. სამუშაოების ხელმძღვანელი ზურაბ ტაბიძე “მეცხრე არხთან” აცხადებს, რომ დროებით, რეაბილიტაციის შეჩერება მოუხდათ, რადგან შენობის წარმომავლობის  გამოკვლევაა საჭირო. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაქარია ენდელაძის თქმით, სამუშაოები შეჩერდა, თუმცა როდის გაგრძელდება მისი რეაბილიტაცია, ჯერჯერობით ამაზე პასუხი არ აქვს. დაელოდება თუ არა სპეციალური კომისიის დასკვნას, ენდელაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებითაც არ არის მიღებული. სადავო შენობის წარმომავლობის დასადგენად, რომ სპეციალური კომისია შეიქმნება ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა. ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრა 26 ოქტომბერს რამდენიმე სოფელში გამართა. მისი თქმით, კომისიის მუშაობაში სპეციალისტები ჩაერთვებიან და გადაწყვეტილებასაც მათი დასკვნის შემდეგ მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს, ახალციხეში სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობასთან გამართული აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ შენობის რეაბილიტაცია განახლდებოდა, ისინი აქციებს სოფელ მოხეში გააგრძელებდნენ და მუშებს მშენებლობის საშუალებას არ მისცემდნენ.
12:57 / 27.10.2014
მოხის სადავო შენობის წარმომავლობას სპეციალური კომისია დაადგენს
მოხის სადავო შენობის წარმომავლობას სპეციალური კომისია დაადგენს
   ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სადავო შენობის წარმომავლობის დასადგენად სპეციალური კომისის შექიქმნება. ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრა რამდენიმე სოფელში გამართა. მისი თქმით, კომისიის მუშაობაში სპეციალისტები ჩაერთვებიან და გადაწყვეტილებასაც მათი დასკვნის შემდეგ მიიღებენ. “კომისიის შექმნისკენ არის განწყობა მიღებული ყველა მხრიდან. ისინი მიესალმებიან გამოიყოს ნდობით აღჭურვილი პირი მათი მხრიდან. საქმის მდგომარეობიდან გამომდინარე მიზაშეწონილად მიგვაჩნია, რომ საქმეში უნდა ჩაერთოს ძეგთადაცვის სააგენტო, კულტურის სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში არასამთავრობო სექტორი, რომ ზედმეტი კითხვები აღარ გაჩნდეს” – განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ. შეგახსენებთ, რომ სოფელ მოხეში არსებულ სადავო შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 ოქტომბერს შეჩერდა. სამუშაოების ხელმძღვანელის ზურაბ ტაბიძის თქმით, მუშებმა შესვენება ითხოვეს და რეაბილიტაციის დროებითი შეწყვეტის მიზეზიც ეს იყო.
12:25 / 27.10.2014
სახალხო დამცველი: "მოხეში განვითარებული მოვლენები ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს"
სახალხო დამცველი: "მოხეში განვითარებული მოვლენები ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს"
   საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები  სამცხე–ჯავახეთის მუფთს, სოფელ ჭელას წინამძღვარს და ადგილობრივ მუსლიმ თემს შეხვდნენ, რომელთა ინფორმაციით,  სოფელ მოხეში სადავოს შენობის რეაბილიტაციის გაგრძელება ორშაბათს 27 ოქტომბერს კვლავ იგეგმება. მათი შეფასებით, მსგავს მოქმედებას, სოფელ მოხეში შესაძლოა სიტუაციის რადიკალიზება მოჰყვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფიციალური გვერდი ინტერნეტში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “საქართველოს სახალხო დამცველი ითვალისწინებს რა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა, ასევე საქართველოს საპატრიარქოს მიერ სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის დიალოგის რეჟიმში განხილვის აუცილებლობას. ხოლო, განხილვამდე დემონტაჟის პროცესის შეჩერებას. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სწორედ ის ორგანოა, რომელიც რელიგიის საკითხებზე, მათ შორის სადავო ნაგებობებთან დაკავშირებული დავების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა იყოს ჩართული.რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, ისევე როგორც სამცხე–ჯავახეთის მუსლიმი მოსახლეობის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებისათვის მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ სოფელ მოხეში მდებარე ნაგებობასთან დაკავშირებით ადგილობრივმა თვითმმართველობამ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკითხის განხილვის პროცესში მონაწილეობა სააგენტოს არ მიუღია. ამასთან, სამცხე–ჯავახეთის მუფტმა საქართველოს სახალხო დამცველს მიაწოდა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მუსლიმი მოსახლების მოთხოვნებით განცხადებები შეტანილი იყო, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები 2014 წლის 24 ოქტომბერს იმყოფებოდნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, იქ განვითარებული მოვლენების შესწავლის მიზნით. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ სოფლის მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას, 2014 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში დაკავებულ პირებს. ასევე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხისა და ბორჯომის დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც 2014 წლის 22 ოქტომბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში დაკავებული პირების დროებით მოთავსების იზოლატორში განთავსებისა და გარეგანი დათვალიერების ოქმებს გაეცნენ. ადგილობრივი მუსლიმების ახსნა–განმარტებებით დასტურდება, რომ 22 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოყენებული იქნა გადამეტებული ძალა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ. დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმები კი ადასტურებს, რომ დაკავებულ პირებს სხეულზე აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება პოლიციელების მიერ 22 ოქტომბერს სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებზე და უმოკლეს ვადებში გააცნონ საქართველოს სახალხო დამცველს და საზოგადოებას გამოძიების შედეგები. აუცილებელია, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული გადამეტებული ძალის ფაქტები არ დარჩეს დაუსჯელი. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებისათვის მიცემულ ახსნა–განმარტებაში ადგილობრივი მუსლიმები ასევე საუბრობენ სადავო ნაგებობის დასუფთავებაში პოლიციის წარმომადგენლების მონაწილეობაზე, მაშინ როცა საქართველოს პოლიცია საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად (მუხ. 3, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი). ამასთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის თანახმად, „პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს“. საქართველოს სახალხო დამცველის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად და არ დაუშვას რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევა. სახელმწიფო მოხელეთა მოქმედებები ყველა დონეზე უნდა ემყარებოდეს თანასწორუფლებიანობას და უზრუნველყოფდეს ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს შექმნას. საქართველოს სახალხო დამცველის აგრძელებს სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების შესწავლას.”
12:01 / 27.10.2014
მოხეში არსებული სადავო შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არსებული სადავო შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა. მშენებელი აცხადებს, რომ ნაგებობის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და მუშებმა შესვენება ითხოვეს. ადგილობრივი მუსლიმები კი ირწმუნებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები კვლავ განახლდება, საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ და მას მასშტაბურ სახეს მიცემენ.
11:22 / 27.10.2014
მეუფე თეოდორეს განცხადება მოხის სადავო შენობაზე [Video]
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მოხეში განვითარებული მოვლენების შესახებ მედიასთან განცხადება გააკეთა
15:43 / 24.10.2014
მეუფე თეოდორე მოხის სადავო შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას მოითხოვს
მეუფე თეოდორე მოხის სადავო შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას მოითხოვს
    ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მოხეში განვითარებული მოვლენების შესახებ მედიასთან განცხადება გააკეთა. მეუფე თეოდორეს განმარტებით, “გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში” მოხსენიებულია, რომ 1595 წელს შენობა ეკლესია იყო. შენობის ისტორიის გამო, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია იგი მუსლიმებს გადაეცეთ. მისივე თქმით, შენობაში მუსლიმების მიერ ღვთისმსახურება არასდროს აღვლენილა. მეუფე თეოდორე მოხის სადავო შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას მოითხოვს, თუმცა მისივე განმარტებით, მასში არცერთი კონფესიის სალოცავი არ განთავსდება და მოსახლეობის სურვილები გათვალისწინებული იქნება. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი სპეცილური კომისიის შექმნის ინიციატივას ეთანხმება, რომელიც შენობის წარმომავლობას გამოარკვევს. კომისიის შექმნა გუშინ, 23 ოქტომბერს უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ მოითხოვა. შეგახსენებთ, რომ მუსლიმი მოსახლეობის უკმაყოფილება სოფელ მოხეში 22 ოქტომბერს დაიწყო. მათი გაღიზიანება ხელისუფლების გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, სადავო შენობაში ბიბლიოთეკის განთავსება მოხდება.  მუსსლიმი საზოგადოება აცხადებს, რომ აღნიშნული შენობა მეჩეთია. მართლმადიდებლები კი ირწმუნებიან, რომ შენობა ეკლესიის ქვებითაა აგებული.
13:28 / 24.10.2014
მუსლიმები აქციას დილიდან მოხეში გააგრძელებენ
მუსლიმები აქციას დილიდან მოხეში გააგრძელებენ
   მუსლიმებმა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან აქცია შეწყვიტეს. ისინი 24 ოქტომბერს, გამოსვლებს სოფელ მოხეში გააგრძელებენ. ადიგენის მუნიციპალიტეტის მუსლიმი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მოხეში არსებული სადავო შენობაზე  მშენებლებს სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ. “როგორც წარმოქმნა სახელმწიფომ ეს პრობლემა, ისე დაარეგულიროს.  ადგილობრივმა ხელისუფლებამ და სამართალდამცველებმა პასუხი უნდა აგონ. მშენებლობლობის განახლება ნიშნავს იმას, რომ  შეურაცხყოფას გვაყენებენ, არავინ არ ითვალისწინებს ჩვენს აზრს და ვიღაცას აინტერესებს ერთმანეთის დაპირისპირება.. შეჩერდება მშენებლობა – შეჩერდება აქციებიც”  – განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურაძემ აქცია სამმართველოს შენობასთან მას შემდეგ დაიშალა, რაც სასამართლომ 11 დაკავებული 250 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.  თავისუფალია ის სამი პიროვნებაც, რომლებიც ბორჯომის პოლიციაში იყვნენ გადაყვანილნი. შეგახსენებთ, რომ მუსლიმი მოსახლეობა სამართველოს შენობასთან პროტესტის ნიშნად მას შემდეგ შეიკრიბა, რაც მოხეში აქციის დროს დაკავებულები სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამართველოში გადაიყვანეს.
03:00 / 24.10.2014
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornoAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planıviagrajojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetmatadorbet스마일퀄리티betpasmatbetmatadorbetmatadorbet girişmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetgorabet girişcasibombetkolik girişjojobetbetpaselexbetStreameastfixbetmatbettimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegramcasibomcasibompusulabetjojobetbetofficebetoffice영문주소casibomสล็อตBetigma girişcasibomBetigmazirvebetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182bets10rekabetStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftpusulabetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginroyalbetholiganbet girişjojobetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantjojobetrokubet girişsahabet girisumzugsfirma wienkralbethttps://vozolturkiyedistributoru.com/casibom9022Casibom GirişdizipalmarsbahismarsbahismarsbahismarsbahisbetwoonpusulabetMarsbahisizmir escort telegramMeritking Girişcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotsetrabet girişdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom1xbet girişjojobet girişjojobetPadişahbetcasinolevantsekabetmarsbahisextrabetmatbetjojobet girişselçuksportsmatbetjojobet