SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/c922f2799e74dc328f967d5cfb35d6e4_1877.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/jambul-abuladze.jpg?w=184" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/12/moxes-komisia.png?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/adigenis-policia.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
რელიგია
მართლმადიდებელმა მრევლმა იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლა აღნიშნა
მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 5 აპრილს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლა, ბზობის დღესასწაული აღნიშნა. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა–ლოცვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა. მორწმუნეები  ბზობას დიდმარხვის მეექვსე კვირას აღნიშნავენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია. რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა.
23:15 / 05.04.2015
კათოლიკე და სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი უფლის აღდგომას ზეიმობს
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! – დღეიდან მაცხოვრის ამაღლებამდე  კათოლიკე და სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი ასე ესალმება და ერთმანეთს უფლის აღდგომას აუწყებს. ვნების კვირის შემდეგ მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ.
22:53 / 05.04.2015
წითელი პარასკევი კათოლიკურ და სომხურ სამოციქულო მართლამდიდებლურ ტაძრებში
წითელი პარასკევი ორ ქრისტიანულ კონფესიაში– დღეს კათოლიკეებმა და სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლმა ვნების პარასკევი გაიხსენეს. ეს დღე მორწმუნეებისათვის  მაცხოვრის, იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრასა და სიკვდილს უკავშირდება. თარიღთან დაკავშირებით, ახალციხის მოქმედ ტაძრებში განსხვავებული რიტუალები შესრულდა. დღეს კათოლიკურ სამყაროსა და სომხური სამოიციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში  წითელი პარასკევია. დღე, როდესაც იესო ქრისტე ჯვარს ეცვა. ვნების პარასკევი ერთადერთი დღეა, როდესაც არცერთ კათოლიკურ ტაძრში წირვა არ აღესრულება, ღვთისმსახურები მხოლოდ გარდამოხსნის რიტუალს ასრულებენ და ლოცულობენ.
23:03 / 03.04.2015
კათოლიკურმა სამყარომ და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დიდი ხუთშაბათი აღნიშნეს
დიდი ხუთშაბათი – დღე, როდესაც იესო ქრისტემ თავის 12 მოწაფესთან საიდუმლო სერობა გამართა, დღეს კათოლიკურმა სამყარომ და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ აღნიშნა.
22:59 / 02.04.2015
კათოლიკურმა სამყარომ და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ბზობის დღესასწაული იზეიმეს
დღეს კათოლიკურმა  სამყარომ  და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ  ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს. ახალციხის ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ლიტიურგია აღესრულა. კათოლიკურმა სამყარომ იერუსალიმში, უფლის დიდებით შებრძანება იზეიმა. ახალციხეში, დღესასწაულზე ეკლესიის მღვდელმსახურებმა ტაძრის ეზოში სიმბოლურად, ბზა და ზეთისხილის რტოები აკურთხეს და მრევლს დაურიგეს.  შემდეგ კი მორწმუნეებმა გალობითა და ლოცვით ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და   რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ტაძარში გადაინაცვლეს.
22:42 / 29.03.2015
ახალციხელმა კათოლიკეებმა ხარების დღესასწაული იზეიმეს
25 მარტს კათოლიკურმა სამყარომ ხარების დღესასწაული იზეიმა. ამასთან დაკავშირებით, ახალციხეში მცხოვრები  მორწმუნეებისათვის წმინდა წირვა სამლოცველო სახლში აღევლინა. კაპუცინელთა ორდენის ბერმა, მამა ტომაშ ვრონსკიმ მრევლს თარიღი მიულოცა და უფლის ჩასახვის შესახებ ესაუბრა. მღვდელმსახურის თქმით, ადამიანი ჩასახვისთანავე ცოცხალი არსებაა, ამიტომ მისი ხელყოფა ქრისტიანთათვის უდიდეს ცოდვას წარმოადგენს. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ხარება ერთ-ერთი საუფლო, დღესასწაულია. მას კათოლიკეები ყოველი წლის 25 მარტს, ხოლო მართლმადიდებლები 7 აპრილს   აღნიშნავენ. სახარების მიხედვით, ქრისტიანთა მხსნელის, იესოს დაბადების შესახებ, ღვთისმშობელ მარიამს  გაბრიელ მთავარანგელოზმა ახარა, 9 თვის შემდეგ კი მაცხოვარი დაიბადა.
21:39 / 25.03.2015
ახალციხეში წმინდა ნინოს ხსენების დღე აღინიშნა
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა ნინოს ხსენების დღე აღნიშნა. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებიდან შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ. წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1ივნისს მისი საქართველოში შემობრძანება აღინიშნება, ხოლო 27იანვარს – წმინდანის გარდაცვალება.
17:42 / 27.01.2015
სამცხე–ჯავახეთის მუსლიმი თემი განცხადებას ავრცელებს
სამცხე–ჯავახეთის მუსლიმი თემი განცხადებას ავრცელებს
სამცხე–ჯავახეთის მუსლიმი თემი საფრანგეთში  “შარლი ებდოზე” განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. როგორც “მეცხრე არხთან” სატელეფონო საუბარში ჭელას მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე აცხადებს, საფრანგეთში მომხდარ მოვლენებთნ დაკავშირებით, მათ პოზიცია მუსლიმი თემის მოთხოვნით დააფიქსირეს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ, “მოწყალისა და მწყალობელი ალლაჰის სახელით. ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო ჩვენს თვალწინ მთელი მსოფლიოს თვალწინ ათასობით უდანაშაულო ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან. განა არ ვიცით ყოველდღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში რა საშინელი სიკვდილით უსწორდებიან ღმერთის გაჩენილ ადამიანებს და როგორ პირუტყვივით ანადგურებენ. ჩვენ შეძრული ვართ ამდენი უბედურებების, კაცთმოძულების რომელიც მთელს მსოფლიოში მძინვარებს.ჩვენთვის ერთნაირად მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა, რომელიც ადამინებს სიცოცხელს მოუსწრაფებს. ჩვენთვის მუსლიმებისათვის ერთნაირად მიუღებელია ნებისმიერი მრწამსისა თუ აღმსარებლობის ადამინების აბუჩად აგდება, შეურაცყოფა და დამცირება. ჩვენ სამცხე ჯავახეთში მცხოვრები ქართველი მუსლიმები ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, სიძულვილს, მკვლელობებსა და მოთმინებით დავიცავთ ჩვენი საზოგადეობის მთავარ მონაპოვარს თავისუფლებას. თუ ვინმემ იცის თვისუფლებისა და დემოკრატიის ფასი სწორედ ჩვენ ქართველი მუსლიმები ვართ.მიხუედავად ყოველდღიური დამცირებისა რომლებსაც განვიცდით ყოველ ფეხის ნაბიჯზე ყველა ქართველი მუსლიმი ჩვენ ძალადობაზე ძალადობით არასდოდეს გვიპასუხია და ეს ჩვენმა ქართველმა „შარლი ებდოელბმაც „ მშვენივრად იციან.მიხედავად ამისა ჩვენ მაინც მყარად გავაგრძელებთ გზას სამართლიანობისა და ჭეშმარიტებისაკენ ბრძოლაში და ამ ბრძოლის ლოზუნგი მხოლდ სიყვარული იქნება. სიყვარული და მოთმინება, რომელიც გადაგვარჩენს არა მხოლოდ ჩვენ არამედ დღევანდელ მსოფლიოსაც.
18:24 / 19.01.2015
მამა ნიკოლოზი: „ესაა უდიდესი დღე, რომელიც ყველას გვაბედნიერებს“
მგალობლებთან, სტიქაროსნებთან და მრევლთან ერთად, ადგილობრივმა მღვდელმსახურებმა, უფლის შობის დღეს,  ქალაქი წელსაც მოილოცეს. ალილოს მონაწილეებმა თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩა მოიარეს და ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის საშობაო ნობათი შეაგროვეს.
21:50 / 07.01.2015
მართლმადიდებლურმა სამყარომ შობის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა
მართლმადიდებლურმა სამყარომ შობის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. მორწმუნეები უფლის დაბადებას, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში, ღამისთევით შეხვდნენ. სადღესასწაულო ლიტურგია,  რაბათის, წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში, ღამის 12:00 საათზე დაიწყო და ტაძრის მღვდელმსახურმა მამა ნიკოლოზმა, მრევლს პატრიარქის ეპისტოლე  წაუკითხა.
21:43 / 07.01.2015
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ერთდროულად ორი დიდი დღესასწაული იზეიმა
სომხურმა  სამოციქულო ეკლესიამ, ერთდროულად ორი  დიდი  დღესასწაული – შობა  და ნათლისღება აღნიშნა. ახალციხის, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ლოცვა დილის 11:00 საათზე დაიწყო. საზეიმო ლიტურგია ეკლესიის მღვდელმსახუმა მამა იეგიშ არუწუნიანმა აღავლინა და მრველს დღესასწაული მიულოცა.
19:28 / 06.01.2015
მოხეს ნაგებობის საკითხის განმხილველ კომისიაში კიდევ ერთ მუსლიმი შევა
მოხეს ნაგებობის საკითხის განმხილველ კომისიაში კიდევ ერთ მუსლიმი შევა
   ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს სადავო ნაგებობის საკითხის განმხილველი კომისიის წევრი შესაძლოა სახალხო დამცველიც გახდეს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, დღეს,  სოფელ მოხეში მდებარე, კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე მიიღეს და დაამტკიცეს კომისიის დებულება. მისივე თქმით, კომისიის სახელით სახალხო დამცველის სახელზე მიმართვა მომზადდება და მას კომისიის წევრის სტატუსით ჩართვა ეთხოვება. “უახლოეს პერიოდში პროექტი მომზადდება. ჩასატარებელი იქნება გეო-ფიზიკური კვლევა, არქეოლოგიური კვლევა და ისტორიული-სახელმოვნებათმცდონეო კვლევა. მუსლიმ თემს დაემატა ერთი წევრი ოთარ ნადირაძე”, – აღნიშნა ზაზა ვაშაყმაძე. მისივე ინფორმაციით, კომისისაში ოთხი წევრი ეყოლება მუსლიმ თემს, სამი ქრისტიანულს, ორი ძეგლთა დაცვის სააგენტოს, კომისიაში შედის ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე. მომავალში კომისიას შესაძლოა სახალხო დამცველი დაემატოს. “სანამ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მანამდე საჭიროა კვლევა –ძიება. მუსლიმური და ქრისტიანული თემები იღებენ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას საკუთარი მრევლის წინაშე რომ ჩააცხრონ დაძაბული სიტუაცია”, – აღნიშნა ზაზა ვაშაყმაძემ. მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძის თქმით, მათ კომისიაში მუსლიმური თემის კიდევ ერთი წარმომადგენლის დამატებაზე თანხმობა განაცხადეს. “მუსლიმური თემის წარმომადგენლების აზრით, ეს არის ადამიანი, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობაში განსაკუთრებული ნდობა გააჩნია. ჩვენთვისაც აბსოლუტურად მისაღებია, რომ კომისიაში იყოს ადამიანი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა გააჩნია”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ. მისივე თქმით, გადაწყვეტილება კონსენსუსით უნდა იყის მიღებული. “კომისია იქმნება იმისათვის, რომ შეიტანოს სიმშვიდე და სიწყნარე ჩვენს ხალხში, ჩვენს ძმებში, ჩვენს მუსულმანებში და ქრისტიანებში, რომლებიც ერთ სოფელში ცხოვრობენ. ამიტომ ეს არ იქნება რომელიმე ერთი მხარის გამარჯვება მეორე მხარეზე”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ. დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ. “ჩვენ ვართ კორექტულები, ერთმანეთს ვესაუბრებით გულწრფელად. იმედი გვაქვს, დავამშვიდებთ ჩვენს მრევლს. არ უნდა დაზარალდეს არც მუსლიმური და არც ქრისტიანული თემი”, – აღნიშნა ბეგლარ ქამაშიძემ. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე, კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის მომდევნო სხდომა 9 თებერვალს გაიმართება.
18:36 / 27.12.2014
ჭელასა და მოხის შემდეგ მუსლიმები ფლატეს შენობაზე დაობენ
ჭელასა და მოხეს შემდეგ საზოგადოების ყურადღებას ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ფლატე იქცევს. მეჩეთის ნგრევასთან დაკავშირებით, სადაც გამოძიება  ადიგენის რაიონულ საამართველოში მიმდინარეობს სამცხე–ჯავახეთის მუფთი და მისი თანაშემწე დაიკითხნენ. საჩივრის მიხედვით,  რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საგამოძიებო უწყებაში შეიტანა, ისინი ზარზმის წინამძღვარს მეჩეთის დანგრევასა და ქვების გატანაში ედავებიან. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლატეში მეჩეთის დანგრევის გამო გამოძიებას რაიონული სამმართველო  აწარმოებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამცხე–ჯავახეთის მუფთი და მისი თანაშემწე დაიკითხნენ. ჯამბულ აბულაძემ  ადვოკატთან ერთად სამმართველოში 3 საათზე მეტი დაჰყო. დაკითხვიდან გამოსულმა კი განაცხადა, რომ პროცესი წესების დაცვით მიმდინარეობდა და გამოძიებას კითხვები ფლატეს მეჩეთის წარმომავლობასა და მის ნგრევასთან დაკავშირებით ჰქონდა. დასრულდება თუ არა გამოძიება ობიექტურად ჭელის მეჩეთის წინამძღვარსა და მუფთის თანაშემწეს პასუხი არ აქვს.
22:39 / 25.12.2014
მამა ტომაში:"გავხსნათ გულები და უფალი ჩვენში შემოვუშვათ"
კათოლიკურმა სამყარომ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. საქართვლოს ყველა მოქმედ კათოლიკურ ტაძარში საზეიმო ლიტურგია შესრულდა. რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ეკლესიაში, ლოცვა ღამის 12 საათზე დაიწყო. უფლის დაბადებას მრევლი ღამისთევით შეხვდა. კათოლიკური სამყარო, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით,  25 დეკემბერს,  ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მომლოცველთა დიდი ნაწილი უფლის დაბადებას, ბეთლემში ხვდება. ზეიმის ცენტრად ქრისტეს შობის სახელობის ეკლესია ითვლება. ახალციხელმა მრევლმა დღესასწაული, რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ეკლესიაში აღნიშნა. ისინი უფლის დაბადებას ღამისთევით შეხვდნენ.
21:17 / 25.12.2014
6 წლის წინ  ფლატეში დანგრეული მეჩეთის საკითხზე გამოძიების განახლებას ითხოვენ
6 წლის წინ ფლატეში დანგრეული მეჩეთის საკითხზე გამოძიების განახლებას ითხოვენ
    უფლებადამცველები ფლატეში მეჩეთის დანგრევის გამო გამოძიების განახლებას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მთავარ პროკურატურას უკვე  მიმართა. საქმე გამოსაძიებლად, ადიგენის რაიონულ სამმართველოს გადაეცა. გამოძიების დაწყების მოთხოვნით, მთავარ პროკურატურას ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურიდიული სამსახურის უფროსმა, თამარ ავალიანმა მიმართა, რომელიც ადიგენის რაიონულ სამმართველოში დღეს დაიკითხა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა მას გუშინ საღამოს, უხეში ტონით დაურეკეს და დაკითხვაზე დაიბარეს. იურისტი თამარ ავალიანი ამბობს, რომ  2007–08 წლებში, სოფელში, მეჩეთის დანგრევის შემდეგ, ქვები ზარზმის მონასტრის გალავნის მშენებლობას მოხმარდა და ეს ტაძრის წინამძღვარის, მამა ნიკოლოზ გეწაძის ინიციატივით მოხდა. თავად მამა ნიკოლოზი, ფაქტს უარყოფს და განმარტავს, რომ გალავნის მშენებლობის დროს იგი ტაძრის წინამძღვარი არ ყოფილა,  შესაბამისად პროცესში მონაწილეობასაც ვერ მიიღებდა. უფლებადამცველები  სამართალდამცავ  ორგანოებსა და ხელისუფლებას გამოძიების ხელოვნურად შეჩერებაში ადანაშაულებენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ფლატეს მეჩეთის საკითხი სამცხე–ჯავახეთის მუფთმა, მამუკა ვაშაყმაძემ მათთან საუბრის დროს გააჟღერა. აღნიშნულის  შემდეგ  უფლებადამცველები საკითხით დაინტერესდნენ და აღმოაჩინეს, რომ  საქმეზე გამოძიება  დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ შეჩერდა. სოფელ ფლატეში არსებულ შენობასთან დაკავშირებით, 25 დეკემბერს 12:00 საათზე, ჭელის მეჩეთის წინამძღვრის ჯამბულ აბულაძის დაკითხვაა დაგეგმილი, ხოლო 14:00 საათზე  ჩვენებას სამართალდამცველებს სამცხე–ჯავახეთის მუფთი, მამუკა ვაშაყმაძე მისცემს.
21:23 / 24.12.2014
მოხის სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას, მუსლიმები უნდობლობას უცხადებენ
მოხის სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილ  კომისიას, მუსლიმები უნდობლობას უცხადებენ. ისინი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის კომისიის წევრობიდან მოხსნას მოითხოვენ. ამისათვის, მათ  200–მდე  ხელმოწერა შეაგროვეს და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში შეიტანეს.
13:02 / 22.12.2014
მართლმადიდებლური სამყარო ნიკოლოზობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი მრევლი საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც მას პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეავედრა.
16:04 / 19.12.2014
ებრაელი ხალხი დღეს "ხანუქას" დღესასწაულის დაწყებას აღნიშნავს
ებრაელი ხალხი დღეს ხანუქას დღესასწაულის დასაწყისს აღნიშნავს. მსოფლიოს მასშტაბით სინაგოგებსა და იუდეველი მორწმუნეების ოჯახებში პირველი სანთლები ინთება. დღესასწაული 8 დღის განმავლობაში გრძელდება და სასანთლეზე, შესაბამისად, ყოველდღე თითო სანთელი ემატება. ახალციხეში მდებარე უძველეს სინაგოგაში სასანთლეზე, იგივე მენორაზე პირველი სანთლები აინთო. ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარემ ამით ხანუქას დღესასწაულის დასაწყისი აღნიშნა. ისევე როგორც სინაგოგაში სანთლების ანთების რიტუალი ყველა იუდეველმა მორწმუნემ შეასრულა.
21:17 / 16.12.2014
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기onwinjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetonwin스마일퀄리티betlikeholiganbetsahabetonwinmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetdeneme bonusupusulabetbetsmoveyakabetyakabet영문주소casibomสล็อตBetigma girişcasibomBetigmaartemisbetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182holiganbetmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginparibahissekabetpusulabetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantcasibombetpasSahabetumzugsfirma wiengalabethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9046Casibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahiskonya escortjojobetMarsbahisalanya escortMeritking GirişcasibomJojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotsahabetdeneme bonusu veren siteler 2026все казиноcasibom1xbet girişcratosroyalbetmatbetJojobetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetholiganbetjojobet giriştaraftarium24jojobetgrandpashabetmilanobetbetnanowbahisbets10bets10meritkinggrandpashabetultrabetbetebetbetpassekabetMeritkingmagic mushroomscasinofastmatbet