SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/05/ilia-ii-patriarqi.jpg?w=246" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/05/ilia-meore1.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/05/ilia-meore.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/05/dscf7134.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
რელიგია
შორეთის სამონასტრო კომპლექსს პირვანდელი სახე დაუბრუნდება
ასპინძის მუნიციპალიტეტში  უძველესი სამონასტრო კომპლექსის – შორეთის რეაბილიტაცია  ივნისის თვეში დაიწყება. ეს განცხადება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გააკეთა. ინფორმაციის თანახმად,  ტაძარს პირვანდელი სახე დაუბრუნდება. შორეთის ტაძარი, რომელიც წინარე ქრისტიანულ ხანაშია აგებული, დღეს  ასე გამოიყურება. ისტორიული ძეგლი სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.  სამცხე–ჯავახეთის მხარისათვის  შორეთის ეკლესია ერთ–ერთ მნიშვნელოვან საგანძურს წარმოადგენს. 
22:18 / 12.05.2015
გივი ბალახაშვილი: "პატრიარქის მობრძანება ისტორიული მოვლენა და უდიდესი მადლია"
პატრიარქის ვიზიტი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში გრძელდება. დღეს ილია მეორემ არლისა და ზარზმის მონასტრები მოილოცა. უწმინდესმა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებასთან დაკავშირებით, უდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში პარაკლისი აღავლინა და იქადაგა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ადიგენში ვიზიტი არლის წმ. ნინოს სახელობის მონასტრიდან დაიწყო.  ილია მეორეს ადგილობრივი მრევლი ყვავილებით მიეგება.  უწმინდესმა მორწმუნეები დალოცა და ქვეყანაში არსებულ სირთულეებზე იქადაგა. პატრიარქმა არალში  წმინდა ნინოს სახელობის მონასტერთან არსებული სკოლის, შშმ ბავშვების ნამუშევრების გამოფენაც დაათვალიერა.
21:33 / 12.05.2015
აწყურის ღვთისმშობლის ხატს ახალციხეში, ამაღლების სახელობის ტაძარში დააბრძანებენ
აწყურის ღვთისმშობლის ხატს ახალციხეში, ამაღლების სახელობის ტაძარში დააბრძანებენ
დღეს, 12 მაისს 18:00 საათზე ხატს, აჭარიდან ახალციხეში ჩამოაბრძანებენ.
15:27 / 12.05.2015
პატრიარქის ადიგენში ვიზიტი არლის წმ. ნინოს სახელობის ტაძრიდან დაიწყო
პატრიარქის ადიგენში ვიზიტი არლის წმ. ნინოს სახელობის ტაძრიდან დაიწყო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ადიგენში ვიზიტი არლის წმ. ნინოს სახელობის ტაძრიდან დაიწყო. “მეცხრე არხის” კორესპონდენტის ინფორმაციით, ილია მეორეს ადგილობრივი მრევლი ყვავილებით მიეგება. უწმიდესს არალში ადიგენის მუნიციპალიტეტის პირველი პირებიც შეხვდნენ. პატრიარქი არალში წმინდა ნინოს სახელობის მონასტერთან არსებული შშმ ბავშვების ნამუშევრების გამოფენას დაათვალიერებს, რის შემდეგაც უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში წმ. ანდრია პირველწოდებულის პარაკლისს გადაიხადის. ილია მეორე საღამოს უდის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერს მოინახულებს. დღის ბოლოს კი ზარზმის მამათა მონასტერს ეწვევა. კათოლიკოს პატრიარქის ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში 13 მაისს, აწყურის თვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დასრულდება.
13:37 / 12.05.2015
საქართველოს პატრიარქს ახალციხეში განსაკუთრებულად დახვდნენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ილია მეორე სამცხე–ჯავახეთს ესტუმრა. უწმიდესმა, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტთან და  ადგილობრივ მღვდელმსახურებთან ერთად შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ეკლესია მოილოცა და  მრევლი დალოცა.
23:49 / 11.05.2015
საქართველოს პატრიარქი შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში იმყოფება
საქართველოს პატრიარქი შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში იმყოფება
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში იმყოფება. ეკლესიაში უწმიდესი რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ილია მეორეს ეზოში მართლმადიდებელი მორწმუნეები დახვდნენ. პატრიარქი ტაძრიდან საეპარქიო რეზიდენციაში გადაინაცვლებს, სადაც მას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) უმასპინძლებს. 12 მაისს ილია მეორე ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესია–მონასტრებს მოილოცავს. 13 მაისს კი უწმიდესი აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისს აღავლენს. პატრიარქი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას 13 მაისს დატოვებს. მისი ეპარქიაში ვიზიტი აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის აჭარიდან  ჩამობრძნებასა და ღვთისმშობლის კვირეულს უკავშირდება.
17:48 / 11.05.2015
ილია მეორე ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაშია
ილია მეორე ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაშია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაში ამ წუთებში შემოვიდა. “მეცხრე არხის” კორესპონდენტის ინფორმაციით, უწმიდესს ეპარქიის დასაწყისში, სლესის ციხესთან ადგილობრივი მრევლი და სასულიერო პირები დახვდნენ. მრევლი ეგებება გზაზე მიმდებარე სოფლებიდანაც. საქართველოს პატრიარქი ეპარქიაში დაახლოებით, ორი საათის დაგვიანებით ჩამოვიდა.  ილია მეორე რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ქობულეთში გარდაცვლილი ბავშვები არიან დასვენებულნი. უწმიდესმა ბავშვების ოჯახები დალოცა. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაში სამი დღის განმავლობაში დარჩება. მისი სტუმრობა, აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის აჭარიდან  ჩამობრძნებასა და ღვთისმშობლის კვირეულს უკავშირდება. თავდაპირველად ილია მეორე წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძარს ესტუმრება, შემდეგ კი საეპარქიო რეზიდენციაში, უწმიდესს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თედორე უმასპინძლებს. 12 მაისს ილია მეორე ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესია–მონასტრებს მოილოცავს. ამავე დღეს 18:00 საათზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს, აჭარიდან ახალციხეში ჩამოაბრძანებენ. მას მრევლი და სასულიერო პირები ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში დახვდებიან, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ღამისთევის ლოცვები აღევლინება. 13 მაისს ხატს, აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გადააბრძანებენ, სადაც 10:00  საათზე საზეიმო წირვას წმინდა სინოდის წევრები აღასრულებენ. წირვის დასრულებისას, ტაძარს პატრიარქი ესტუმრება და პარაკლისს აღავლენს, რის შემდეგაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაში ვიზიტს დაასრულებს.
16:55 / 11.05.2015
მამა ნიკოლოზი: ,,სიყვარულითა და ერთგულებით ველოდებით მისი უწმიდესობის მობრძანებას"
11–დან 13 მაისის ჩათვლით საქართველოს პატრიარქი სამცხე–ჯაავხეთში არსებულ ტაძრებს მოილოცავს. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაში ილია მეორის სტუმრობა, აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის აჭარიდან  ჩამობრძნებასა და ღვთისმშობლის კვირეულს უკავშირდება. 12 მაისს, 18:00 საათზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს, აჭარიდან ახალციხეში ჩამოაბრძნებენ. მას მრევლი და სასულიერო პირები ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრში დახვდებიან, სადაც   მთელი ღამის განმავლობაში ღამისთევის ლოცვები აღევლინება. 13 მაისს ხატს, აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გადააბრძანებენ, სადაც 10:00  საათზე საზეიმო წირვას წმინდა სინოდის წევრები აღასრულებენ. წირვის დასასრულს, ტაძარს პატრიარქი ესტუმრება და პარაკლისს აღავლენს, რის შემდეგაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაში ვიზიტს დაასრულებს.
21:47 / 10.05.2015
საქართველოს პატრიარქი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას ესტუმრება
საქართველოს პატრიარქი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას ესტუმრება
სერგეი ფიდანიანის ფოტო სრულიად საქართველო კათოლიკოს–პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას ესტუმრება. პატრიარქს 11 მაისს 14:00 საათზე  ეპარქიის დასაწყისში, სლესის ციხესთან სამღვდელოება და მოსახლეობა დახვდებიან. მრევლი გზაზე შეგებებას გეგმავს მიმდებარე სოფლებიდანაც. ილია მეორე ვიზიტის ფარგლებში  პირველად ახალციხის წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძარს ესტუმრება. შემდეგ კი საეპარქიო რეზიდენციაში ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თედორე უმასპინძლებს. 12 მაისს, 11:30 საათიდან პატრიარქი ეპარქიის ტაძრებისა და მონასტრების მოსალოცად ადიგენში გაემგზავრება. ილია მეორე მოინახულებს არლის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს და დაათვალიერებს ეპარქიათან არსებული შშმ ბავშვების ნამუშევრების გამოფენას. იგი ასევე 13:00 საათიდან  მოილოცავს უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს, სადაც შესრულდება წმინდა ანდრია პირველწოდებულის პარაკლისი. ადიგენში ილია მეორეს შეხვდებიან ადგილობრივი მთავრობიის წევრები და მრევლი. გაიმართება სადილი. 17:30 საათზე უწმიდესი უდის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს მოინახულებს. 18:00 საათზე კი ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტეში გაემგზავრება, რის შემდეგაც პატრიარქი კვლავ რეზიდენციაში დაბრუნდება. 13 მაისს 12:00 საათზე უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს მოილოცავს, სადაც ასევე შესრულდება პარაკლისი. აქვე გაიმართება სადილი მთავრობის წარმომადგენლებისა და მრევლის მონაწილეობით, რის შემდეგაც პატრიარქი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას დატოვებს.
17:26 / 10.05.2015
10 მაისიდან აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა იწყება
10 მაისიდან აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა იწყება
10 მაისიდან აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა იწყება, – ამის შესახებ ქაშვეთის ეკლესიაში წმინდა გიორგის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართული წირვის დასრულების შემდეგ არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა განაცხადა. როგორც არქიდიაკონმა აღნიშნა, 11 მაისს გონიოში წმინდა მოციქული მატათას საფლავზე აღევლინება წირვა, 12 მაისს წირვა ჩატარდება ხულოში, 13 მაისს- ახალციხეში, 14 მაისს წირვა ჩატარდება ბორჯომში და პარაკლისი ხაშურში, ხოლო 15 მაისს წირვა გაიმართება გორში. 16 მაისს 10:00 საათზე, წირვა ჩატარდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ხოლო 14:00 საათზე მანქანებით მსვლელობა გაიმართება მცხეთიდან თბილისისკენ. 15:00 საათზე ვარდების მოედნიდან ფეხით მსვლელობა გაიმართება სამების საკათედრო ტაძრისკენ, საიდანაც 17:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხედის პარაკლისს და დალოცავს მრევლს. 17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დასვენებული იქნებ აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩაატარებს წირვას და დალოცავს ოჯახებს. “ჩვენს ქვეყანაში უნდა აღდგეს გამორჩეული პატივისცემა აწყურის ღვთისმშობლის ხატისადმი, როგორც ეს იყო საუკუნეთა მანძილზე. მარადჟამთა ავბედობის გამო დავივიწყეთ, რადგან იგი უფალმა ჩვენს შემწედ დაგვიდგინა”, – განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა.
21:07 / 06.05.2015
ახალციხეში გიორგობის დღესასწაული აღნიშნეს
მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. ამასთან, დაკავშირებით ლიტურგია ყველა მოქმედ ეკლესიაში შესრულდა. გიორგობის დღესასწაული წირვა–ლოცვით აღნიშნეს ახალციხეშიც. საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.
16:43 / 06.05.2015
„თურქეთო, აღიარე სომეხთა გენოციდი“-აქცია ახალციხეში
„თურქეთო, აღიარე სომეხთა გენოციდი“–ამ შეძახილებით, პლაკატებითა და დროშებით, 24 აპრილს, ადგილობრივმა სომეხმა ეთნოსმა, 1915 წელი კიდევ ერთხელ გაიხსენა. ადგილობრივებმა, ახალციხეში მსვლელობა მოაწყვეს და „ხაჩქართან“ გადაინაცვლეს. „ქვის ჯვართან“ შეკრებილი  აქციის მონაწილეები სიტყვით გამოვიდნენ და თურქეთის ხელისუფლებას, 1915 წელს დატრიალებული მოვლენების აღიარებისაკენ  კიდევ ერთხელ მოუწოდეს. დღესვე ახალციხის გრიგოლ განმანათლებილის სახელობის ეკლესიაში წლების წინ დაღუპულ ადამიანთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. 23 აპრილს კი სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ, 100 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანები წმინდანებად შერაცხა.  1915 წლის 24 აპრილს,  კონსტანტინეპოლში, სომეხი ეროვნების ინტელექტუალური, რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება დაიწყო, რამაც სომხური კულტურის მნიშვნელოვან შემოქმედთა  პლეადის მთლიანი განადგურება გამოიწვია. ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის განადგურება, 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა . სამი წლის განმავლობაში, მილიონზე მეტი სომეხი დაიღუპა. დაახლოებით ამდენივე კი  მთელს მსოფლიოში გაიფანტა. მსოფლიოს 20–მდე ქვეყანამ 1915 წელი სომეხთა გენოციდად აღიარა.
19:01 / 24.04.2015
სომეხთა გენოციდიდან 100 წლისთავი და მსვლელობა ახალციხეში
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ,  სომეხთა გენოციდის 100 წლისთავთან დაკავშირებით,  1915 წელს დაღუპული  ადამიანები  წმინდანებად  შერაცხა. აღნიშნულთან დაკავშირებით ახალციხის გრიგოლ განამანათლებლის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ჯერ-წირვა ლოცვა აღევლინა, შემდეგ კი  მრევლმა ქალაქში მსვლელობა მოაწყო და ხაჩქარზე ფეხით ავიდა, ქვის ჯვართან შეკრებილებმა  გენოციდის მსხვერლთათვის პარაკლისი გადაიხადეს. ახალციხის გრიგოლ განამანათლებლის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში წირვა-ლოცვა ექვს საათზე დაიწყო. ტაძრებში სპეციალურად დამონტაჟებული მონიტორის მეშვეობით, სრულიად სომეხთა კათოლიკოს პატრიარქმა ეჩმიაძინის წმინდა ტაძრიდან,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ  მრევლს მიმართა და 100 წლის წინანდელი სომეხთა  გენოციდი გაიხსენა. დაღუპულ ადამიანთა წმინდანად შერაცხვის ცერემონია  მსოფლიოს მასშტაბით ყველა სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ერთდროულად  შედგა.
23:39 / 23.04.2015
ასურელი ქრისტიანების მხარდასაჭერი აქცია ახალციხეში
„არა გენოციდს“, „მხარი დავუჭიროთ ადამიანს და ადამიანობას“, „სოლიდარობა ასურელ ხალხს“ – ამ ლოზუნგებით სირიაში მიმდინარე მოვლენებს ახალციხელი ახალგაზრდები გამოეხმაურნენ. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტიის ორგანიზებით, ცენტრალურ პარკში მშვიდობიანი აქცია გაიმართა. მონაწილეებმა გენოციდის მსხვერპლი ასურელი მოსახლეობის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
21:26 / 21.04.2015
კვირაცხოვლობა – აღდგომის დღესასწაულის განახლება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია ტაძრის მღვდელმსახურმა მამა იკოლოზმა ჩაატარა. კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღეს ასევე თომას კვირა ეწოდება. წმინდა სახარების მიხედვით, აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი მოწაფეებს გამოეცხადა /თომა მოციქული ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. როდესაც ეს ამბავი შეიტყო, თქვა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა იესოს, მის აღდგომას არ დაიჯერებდა. აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს.
19:35 / 19.04.2015
გენოციდის დროს დაღუპულებს სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდანებად შერაცხავს
სომეხთა გენოციდის 100 წლისთავთან დაკავშირებით,  1915 წელს დაღუპულ  ადამიანებს სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდანებად  შერაცხავს. ახალციხის გრიგოლ განამანათლებლის სახლეობის ტაძარში  ცერემონია, 23 აპრილს 15:30 წუთზე დაიწყება. ადგილობრივ სომეხ მოსახლეობას,  ეჩმიაძინის წმინდა ტაძრიდან თავიანთი თანამემამულეები პირდაპირი ჩართვის საშუალებით დაუკავშირდებიან  და რიტუალს ერთობლივად  შეასრულებენ.  დაღუპულ ადამიანთა წმინდანად შერაცხვის ცერემონია  მსოფლიოს მასშტაბით ყველა სომხურ სამოციქულო ეკელსიაში ერთდროულად  შედგება.
13:18 / 15.04.2015
მართლმადიდებლურმა სამყარომ აღდგომის დღესასწაული იზეიმა
12 აპრილს, მართლამდიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყივნალე დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტიანთა მხსნელის, მაცხოვრის აღდგომას ახალციხელი მრევლი განსაკუთრებულად შეხვდა. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტანია 11 აპრილს, 23 საათზე დაიწყო. საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის 2015 წლის სააღდგომო ეპისტოლე მორწმუნეებს, ტაძრის მღვდელმთავარმა, მამა ნიკოლოზმა გააცნო. ეპისტოლეს წაკითხვის შემდეგ, ტაძარში საღვთისმეტყველო ლიტურგია ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ აღავლინა. მან მრევლთან ერთად ტაძრის 4 მხარე შემოიარა, რა დროსაც ოთხი მახარებლის: მათეს, მარკოზის, იოანესა და ლუკას მიხედვით, ქრისტეს აღდგომის სახარებისეული მომენტები წაიკითხა.
16:09 / 12.04.2015
წითელი პარასკევი და გარდამოხსნის რიტუალი ახალციხეში
დღეს დიდი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. დიდი პარასკევის სერობა შესრულდა დღეს რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარშიც, რომელიც ტრადიციულად შუადღის ორ საათზე დაიწყო, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.
22:11 / 10.04.2015
დიდი ხუთშაბათი ახალციხეში
მართლმადიდებლურმა  სამყარომ  დიდ ხუთშაბათი  აღნიშნა. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდა. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში  საზეიმო წირვა ახალციხისა  და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა  აღავლინა. მართლმადიდებლურმა  ეკლესიამ ვნების კვირის ხუთშაბათი აღნიშნა. ახალციხის, წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში, საზეიმო წირვა, დილის 10:00 საათზე დაიწყო. სადღესასწაულო ლიტურგია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ადგილობრივ მღვდელმსახურებთან ერთად შეასრულა.
18:35 / 09.04.2015
მართლმადიდებელმა ეკლესიამ ხარების დღესასწაული იზეიმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ დღეს ყოვლადწმინდა ხარების დღესასწაული იზეიმა. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდა. საზეიმო წირვა–ლოცვა რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ადგილობრივ მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. მეუფე თეოდორემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და მოსახლეობას მარხვებში ლოცვების გაძლიერებისკენ მოუწოდა. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. წელს მისი აღნიშვნა ვნების შვიდეულის სამშაბათს დაემთხვა. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.
22:11 / 07.04.2015
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기jojobetjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetmatadorbet스마일퀄리티betlikejojobetjojobetjojobet girişmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetsetrabettimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegramcasibomdeneme bonusupusulabetbetsmoveyakabetyakabet영문주소casibomสล็อตBetigma girişcasibomBetigmaartemisbetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182jojobetmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginnerobetsekabetbets10casibomcasibomcasibom girişcasinolevantjojobetbetpas girişSahabetumzugsfirma wiengalabethttps://vozolturkiyedistributoru.com/casibom9022CasibomdizipalmarsbahisgrandpashabetkulisbetkulisbetgrandpashabetjojobetMarsbahisizmir escort telegramMeritkingcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotbetparkdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom giriş1xbet girişdinamobetmatbetGalabetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetholiganbetjojobet giriştaraftarium24Jojobet Girişgrandpashabetmatbetbetnanomatbetwbahisbets10bets10meritkingvdcasinojojobet