SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/06/shoreti.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/06/zari.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/05/ilia-meore1.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/05/nikolozi-wminda.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/05/115389.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/05/11140759_664027160397693_8315895909439161191_o.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/05/istoria-tamar-mefe.jpg?w=197" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/05/awyuri.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
რელიგია
შორეთის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის თვეში არ დაიწყო
შორეთის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის თვეში არ დაიწყო
შორეთის ტაძრის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოების დაწყებას, ივნისის თვეში აპირებდა. სააგენტოში ამბობენ, რომ თბილისში მომხდარი სტიქიის გამო, ამ ეტაპზე, მათი ბიუჯეტის კორექტირება მიმდინარეობს. ამიტომ, ძეგლის რეაბილიტაციის დაწყების თარიღი შეიცვალა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ვერ აკონკრეტებენ, როდის დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. თუმცა, რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის 2015 წლის პროგრამის ფარგლებში აუცილებლად განხორციელდება და 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება. შორეთის ტაძრის საპროექტო–სარეაბილიტაციო დოკუმენტაცია, უკვე მზად არის. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ძეგლისთვის, პირვანდელი სახის დაუბრუნება იგეგმება. შორეთის სამონასტრო კომპლექსი ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი აგების კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. ისტორიკოსების თქმით, ძეგლის მშენებლობა წინარე ქრისტიანული ხანიდან იწყება. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპლექსი მეოთხე საუკუნეშია  აგებული,  თუმცა არქეოლოგიური დათვალიერების შედეგად, ტერიტორიაზე,  როგორც მეოთხე,  ასევევ  მერვე, მეცხრე,  მეთორმეტე  და მეთოთხმეტე საუკუნის მშენებლობის კვალია აღმოჩენილი.
20:07 / 22.06.2015
მამა ნიკოლოზი: "ლოცვა–კურთხევის შესრულება გვავიწყდება–ხოლმე, ამიტომ განსაცდელმაც აღარ დააყოვნა"
საქართველო მართლმადიდებლურ ტაძრებში, სამგლოვიარო ზარები დაირეკა. თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა–კურთხევით,  სასულიერო პირებმა, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა პანაშვიდი, შემდეგ კი სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადეს. ღვთისმსახურება ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში ტაძრის მღვდელმსახურმა აღასრულა. მამა ნიკოლოზმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ  განსაცდელი თითოეულ ადამიანზე მოვიდა, ამიტომ უფალს მიტევება უნდა ვსთხოვოთ.
15:47 / 15.06.2015
15 ივნისს ტაძრებში სამგლოვიარო ზარები დაირეკება
15 ივნისს ტაძრებში სამგლოვიარო ზარები დაირეკება
     საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა–კურთხევით, ხვალ, 15 ივნისს, 12:00 საათზე ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება. თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, სასულიერო პირები ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა პანაშვიდს და შემდგომ სამშვიდობო პარაკლისს გადაიხდიან. უწმიდესი პანაშვიდს სიონის საკათედრო ტაძარში შეასრულებს. შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს, უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით, მდინარე ვერე ადიდდა. არიან გარდაცვლილებიც.  ამ დრომდე უცნობია  დაკარგული მოქალაქეების რაოდენობა. თბილისის საავადმყოფოებში რეგისტრირებულია 40–მდე  დაშავებული ადამიანი. ათობით ოჯახი კი უსახლკაროდაა დარჩენილი. ზოოპარკის დატბორვის გამო, თბილისის ქუჩებში ამ დრომდე ეძებენ ზოოპარკიდან გაქცეულ  ცხოველებს. თბილისის ქუჩებში შეზღუდულია მოძრაობა.
23:33 / 14.06.2015
ილია მეორე: "ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად, ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს"
ილია მეორე: "ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად, ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს"
თბილისის ზოოპარკი თავის დროზე კომუნისტების მიერ ეკლესია-მონასტრების გადამდნარი ზარების ხარჯზე დაარსდა, ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქის თქმით, ზოოპარკი სხვა ადგილზე უნდა იყოს გადატანილი. “მოხდა საშინელი ტრაგედია საქართველოში. ღვარცოფის, ნიაღვრის და წვიმის შედეგად დაიღუპა ხალხი. განადგურდა ზოოპარკი. ცხოველები თავისი ადგილებიდან გადმოვიდნენ და ადამიანებისთვის საშიში გახდნენ. თქვენ ალბათ არც გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ იყო მცირე ინფორმაცია ზოოპარკის შესახებ. როცა კომუნისტები საქართველოში შემოვიდნენ და ქრისტიანების და სამღვდელოების დევნა, ასევე ეკლესია-მონასტრების ნგრევა დაიწყებს, დაიწერა ბრძანება, რომ მონასტრებიდან და ტაძრებიდან ჩამოეყარათ ზარები, გადაედნოთ და ამ ფულით, რასაც მოიპოვებდნენ, ზოოპარკი დაარსებულიყო. ასე რომ, ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად, ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს. ზოოპარკი უნდა გაუქმდეს და სხვაგან ახალი ზოოპარკი დაარსდეს, რადგან ეს ზოოპარკი ცოდვაზეა დაარსებული. ბევრს ეს არ ახსოვს და ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენს პრესაში არსებობდა. ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. ვწუხვართ, რომ ქართველი ადამიანი იმდენად დაეცა, რომ საეკლესიო ზარების ხარჯზე და მათ განადგურებაზე ზოოპარკი დააარსეს. აი, ამის შედეგი. დაიღუპნენ ადამიანები და განადგურდნენ ცხოველები”, – ბრძანა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას. საკვირაო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ უწმინდესი სამებიდან სტიქიის ადგილას გაემართა. როგორც მან განაცხადა,  გარდაცვლილი ადამიანებისთვის  პარაკლისი შესრულდება და მათ სახელზე  სანთლები დაინთება. წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/334446-ilia-meore-es-zooparki-daarsda-tadzrebisa-da-monastrebis-zarebis-fasad-amitom-am-adgilze-ver-gaikharebs.html
20:38 / 14.06.2015
წინუბანში მართლმადიდებლური ტაძრის საძირკველი აკურთხეს
ახალციხის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მართლმადიდებლური ეკლესია შეემატება. სოფელ წინუბანში ღირსი მამის გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძარს საფუძველი ჩაეყარა.  საძირკველი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აკურთხა. ეკლესიის წინამძღვარი მამა ნიკოლოზ აბრამაშვილი იქნება. მისი თქმით, ტაძარი მოსახლეობის მხარდაჭერითა და შემოწირულობებით შენდება.
20:50 / 08.06.2015
ვალის სამრევლო სკოლამ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ვალის სამრევლო სკოლამ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. მოსწავლეებმა კულტურის სახლში ხალხური სიმღერები, ლექსები და ცეკვები შეასრულეს, ღონისძიების თემა ქართული ტრადიციები იყო.
20:46 / 08.06.2015
მართლმადიდებლებისთვის პეტრე–პავლობის მარხვა დაიწყო
მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა დღეს, 8 ივნისს პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყეს, რომელიც ოთხ დიდმარხვას შორის ერთ-ერთია. იგი სულთმოფენობის შემდეგ ერთ კვირაში იწყება და ტრადიციულად, 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე სრულდება. წელს მარხვა ხუთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პეტრე-პავლობის მარხვა შედარებით მსუბუქია. რადგან იგი ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, სხვა დღეებში  თევზით ხსნილია.
16:52 / 08.06.2015
მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პირველ ივნისს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით  ყველა მოქმედ ტაძარში  საზეიმო წირვა-ლოცვა შესრულდა. ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრის მღვდელმსახურმა მამა ნიკოლოზმა აღასრულა და მრევლს ნინოობის შესახებ უქადაგა.
15:09 / 01.06.2015
მართლმადიდებელი სამყარო სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინა ახალციხეში ყველა მოქმედ ტაძარში. ამ დღეს მორწმუნეები ტაძარებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა სრულდება, რომლის დროსაც მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადადის. სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადმოვიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. მათ შემყურე იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რომ ისინი მათთვის გასაგებ ენებზე საუბრობდნენ.
12:24 / 31.05.2015
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ სულთმოფენობის დღესასწაული იზეიმა
სომხურმა სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ სულთმოფენობის დღესასწაული აღნიშნა. ბიბლიის მიხედვით, უფალმა აღდგომის მე-40 დღეს ზეცაში ამაღლების დროს თავის მოწაფეები უთხრა, რომ  დაპირებულ ძალას დალოდებოდნენ, რომლის მეშვეობითაც ისინი უფლის მოციქულები გახდებოდნენ და ქრისტიანობას მთელ მსოფლიოში იქადაგებდნენ. 50–ე დღეს იერუსალიმში მოულოდნელად  უცნაური ქარი ამოვარდა, ციდან  ღვთაებრივი ცეცხლი გადმოვიდა და მოწაფეებს თავზე ცეცხლის ენების სახით დაადგა. მოციქულებმა, საოცარი ძალით, სხვადასხვა ენაზე  ქადაგება დაიწყეს.
20:59 / 24.05.2015
ორი კონფესიის წარმომადგენელთა ინიციატივით, ადიგენში მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა
ადიგენის საავადმყოფოში მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. მას  ორგანიზება ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ და საქართველოს მუფტმა ბეგლარ ქამაშიძემ გაუწიეს.   საქველმოქმედო აქციისთვის საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის  მედიკოსები მიიწვიეს. ექიმებმა  მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, გამოკვლევები სხვადასხვა დაავადებაზე ჩაუტარეს და შესაბამისი დანიშნულებაც მისცეს. აქციით დაბა ადიგენის 200–მდე მკვიდრმა ისარგებლა.
18:46 / 23.05.2015
მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. სასწაულმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა. ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა. დედის რძესაც ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს იღებდა. წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც აღევლინება ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დასვენებული მისი წმინდა ნაწილებიდან, რომელსაც მირონი სდის. მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა ღვდელმთავრის წმინდა ნაწილების გადასვენება 1087 წელს მოხდა. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ. ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღე აღინიშნება. დღესვე მართლმადიდებელი ეკლესია მე-6 საუკუნეში მოღვაწე წმინდა შიო მღვიმელის მიცვალების დღეს აღნიშნავს.
13:06 / 22.05.2015
3 მილიონი დოლარი საფარის მონასტრამდე მისასვლელი გზის აღდგენისათვის
საფარის გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება– მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში მონასტრამდე მისასვლელი გზის მონაკვეთისთვის 3 მილიონი დოლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, იგეგმება ტაძრის რეაბილიტაციაც. ტურისტებსა და მომლოცველებს საფარის სამონასტრო კომპლექსამდე მისვლა დღემდე ერთადერთი, მწყობრიდან გამოსული გზით უწევთ.
18:49 / 21.05.2015
ახალციხის ამაღლების სახელობის ტაძარში დღესასწაული მეექვსედ იზეიმეს
მართლმადიდებელმა სამყარომ მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული იზეიმა. ეკლესია მას აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში მეუფე თეოდორემ, ტაძრის წინამძღვართან ერთად შეასრულა. ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი – მართლმადიდებელმა ეკლესიამ დღესასწაული აღნიშნა. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა საზეიმო წირვა–ლოცვა მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლინა.
18:12 / 21.05.2015
პატრიარქის ნათლული კიდევ 1 622 ბავშვი გახდება
პატრიარქის ნათლული კიდევ 1 622 ბავშვი გახდება
 ჩვილთა საყოველთაო 39-ე ნათლობა 22 მაისს, წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზისა და წმინდა შიო მღვიმელის ხსენების დღეს გაიმართება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1 622 ჩვილი გახდება. მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ჯვარი გადაეცემათ. ნათლობა სამების ტაძარში სადღესაწაულო წირვის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში დაიწყება. ნათლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 19:00 საათისთვის, ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს. დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს 23 069 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილი არიან. 38-ე საყოველთაო ნათლობა 19 იანვარს გაიმართა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/330626-patriarqis-nathluli-kidev-1-622-bavshvi-gakhdeba.html?fb_action_ids=821177254639831&fb_action_types=og.shares
16:04 / 19.05.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო რელიგიათა საბჭოს აყალიბებს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო რელიგიათა საბჭოს აყალიბებს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ – ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) , სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო ( მუჯირი), სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი – ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს მუფტი – ბეგლარ ქამაშიძე , თბილისის დიდი სინაგოგის რაბინი – რახამინ მურდუხაშვილი, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი – ჰანს იოჰან კიდერლენი, ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის მღვდელმსახური აკაკი (ჭელიძე), იეზიდთა სასულიერო კრების თავმჯდომარე – დიმიტრი ფირბარი დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან, რელიგიათა საბჭოს შექმნის საკითხი განიხილეს და  მის მიზნებზე, ამოცანებზე, მუშაობის წესსა და პრინციპებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილები საბჭოს შექმნის იდეას დადებითად შეხვდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ ამ გზით რელიგიურ გაერთიანებებსა და  სახელმწიფოს შორის, ინტენსიური ურთიერთობა ჩამოყალიბდება. საბჭოს მომდევნო სამუშაო სხდომის გამართვა მიმდინარე წლის 28 მაისისთვის დაიგეგმა, სადაც რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე  თავიანთ წინადადებებსა და მოსაზრებებს წარმოადგენენ.
23:39 / 15.05.2015
14 მაისს საქართველოში თამარობა აღინიშნება
14 მაისს საქართველოში თამარობა აღინიშნება
        14 მაისი ქართველთა მეფის, თამარის ხსენების დღეა. საქართველოს ერთადერთი ქალი მეფე XII-XIII საუკუნეებში მოღვაწეობდა. იგი 12 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და 5 წელი მამასთან, გიორგი III-თან ერთად მართავდა ქვეყანას, შემდეგ კი დამოუკიდებლად შეძლო ძლიერი სახელმწიფოს შექმნა. ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმიდანად შერაცხა. 14 მაისს მისი ხსენების დღე საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღინიშნება.
12:13 / 14.05.2015
ილია მეორე:"საქართველო უკანასკნელ ჟამს გაბრწყინდება"
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია დატოვა. ვიზიტის მესამე დღეს ილია მეორემ აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მოილოცა და პარაკლისი შეასრულა. მეოთხე საუკუნის ტაძარში დღესვე აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი დააბრძანეს. სინოდის წევრებმა საზეიმო ლიტურგია აღასრულეს.
00:53 / 14.05.2015
აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აღდგენა იწყება
აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აღდგენა იწყება
აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აღდგენის  მიზნით მიმდინარე წელს სამუშაოები დაიწყება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე არქეოლოგიური და გეოლოგიური სამუშაოები ჩატარდება. ნიკოლოზ ანთიძის თქმით, აღნიშნულის მეშვეობით სრულფასოვანი პროექტის შედგენა მოხდება. ტაძრი პირველად 2008 წელს  დაპროექტდა, თუმცა მისი საფუძვლიანი აღდგენისთვის პროექტი კორექტირებასა და უფრო მეტ კონკრეტიზაციას საჭიროებს. „არქეოლოგია მოგვცემს უფრო მეტ შესაძლებლობებს , რომ ზედმიწევნის ზუსტი და სწორი პროექტი შედგეს“ – აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე ნიკოლოზ ანთიძე ვარაუდობს, რომ ტაძრის რეაბილიტაციის სრულფასოვანი პროექტი და არქეოლოგიური სამუშაოების შედეგები ოქტომბრის თვეში გახდება ცნობილი.  სწორედ  ამის  შემდეგ გაირკვევა, ეკლესიის სრული აღდგენისთვის რა თანხაა საჭირო  და რამდენ ხანში დასრულდება მისი  რეაბილიტაცია. ნიკოლოზ ანთიძე თანხების მოძიებასთან დაკავშირებით, მსჯელობა ამ დრომდე მიმდინარეობს. ნიკოლოზ ანთიძის ვარაუდით, ტაძრის რეაბილიტაცია შესაძლოა მსოფლიო ბანკმა დააფინანსოს, ან შესაბამისი თანხები სახელმწიფოს სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის კი 200 000 ლარამდე თანხაა განსაზღვრული. ანთიძე ვარაუდობს, რომ არქეოლოგიური გათხრებისას მნიშვნელოვან ნივთებთან ერთად სამშენებლო მასალასაც ამოიღებენ, რომლის გამოყნებაც  რესტავრაციის დროს მოხდება.  „მთელი რიგი გეოლოგიური სამუშაოებია გასათვალისწინებელი, რომ მომავალში ტაძარმა საუკუნეებს გაუძლოს“ – აცახდებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.
18:25 / 13.05.2015
აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ახალციხეშია
აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ახალციხეშია.
22:24 / 12.05.2015
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기onwinjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobet스마일퀄리티jojobetsahabetonwinjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงjojobetBetigmaartemisbetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182bets10megapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibom Girişwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginnerobetsekabetholiganbetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantcasibombetpassahabetumzugsfirma wienpusulabethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9046CasibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahisjojobetjojobetMarsbahisalanya escortMeritking Girişcasibomholiganbetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotsahabetdeneme bonusu veren siteler 2026все казиноcasibom giriş1xbet girişbetpasmatbetGalabetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetcasino sitelerijojobet girişselçuksportspusulabetgrandpashabetmilanobetvdcasinoslotdayjojobetjojobetmeritkingbetnanoultrabetbetpasbetpassekabetMeritking Girişmagic mushroomsvaycasinojustin tvjojobetmatbetroyalbetjojobetStreameastkiralık hacker