SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/10/12112002_984745734921790_2779896082162712830_n.jpg?w=300" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=300" not supported. __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=300" not supported. __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/08/11986922_1305256692822079_5860590917724693479_n.jpg?w=300" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სხვადასხვა
ახლიციხის გამგეობამ კონკურსი კიდევ ორ პოზიციაზე გამოაცხადა
ახლიციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, საჯარო მოხელეთა კონკურსი კიდევ ორ პოზიციაზე გამოაცხადა. არქმშენინისპექციისა და ზედამხედველობის განყოფილების სამსახურის უფროსისა და სპეციალისტის თანამდებობებზე  განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო და 27 ნოემბერსა დასრულდება. რაც შეეხება გამგეობაში 26 ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსს, დოკუმენტების მიღება დასრულებულია და მომავალი კვირიდან მათი გადარჩევა დაიწყება.
15:56 / 18.11.2015
რვა თვიანი ზამთარი აბასთუმანში და არასაკმარისი საშეშე მერქანი
კურორტზე, სადაც ადიგენის მასშტაბით ზამთრის ცივი პერიოდი თითქმის რვა თვის განმავლობაში გრძელდება,  მოსახლეობის ნაწილს გასათბობად შეშა ამ დრომდე არ მოუმარაგებია. აბასთუმანში ამბობენ, რომ პრობლემას საშეშე მერქნის რესურსის არასაკმარისი რაოდენობა და ტყე–კაფების მიუდგომელ ადგილებში გამოყოფა წარმოადგენს. ზამთარი სექტემბრიდან – მაისამდე და გათბობისთვის ერთადერთი და ისიც არასაკმარისი საშუალება. აბასთუმნის მოსახლეობა საშეშე მერქნის მოარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ჩივის. ადიგენის თითქმის ყველა სოფლის მაცხოვრებელების მსგავსად, მათთვისაც დაბრკოლებაც ტყე–კაფების მიუდგომელ ადგილებში გამოყოფა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აბასთუმანში ზამთრის პერიოდი ყველაზე დიდიხანს გრძელდება, ადგილობრივებს ტყიდან მხოლოდ 7 კუბური მეტრი შეშის გამოტანა შეუძლიათ. დასახლება მაღალმთიანობის სტატუსით არ სარგებლობს.
14:46 / 18.11.2015
ახალციხის მერიაში ,,კარიტასის" პროექტს გაეცნენ
,,შინ მოვლა“ ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც დღეს ,,საქართველოს კარიტასის“ წარმომადგენლებმა ახალციხის მერიას თანამშრომლობა შესთავაზეს. პროექტის მიზანია ხანდაზმულმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებმა სამედნიცინო და სოციალურ დახმარება სახლში მიიღონ. საქველმომქედო ფონდის წევრთა განმარტებით, ორგანიზაცია დაფინანსების წყაროს საზღვარგარეთ ეძებს, თუმცა იმისთვის, რომ პროქტმა ახალციხის მასშტაბით იმუშაოს, მერიამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გაწერისას გრკვეული თანხა უნდა გაითვალისწინოს. მათივე თქმით, სამცხე–ჯავახეთში, დროულ სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას მოსახლეობის უმრავლესობა მოკლებულია. შესაბამისად, მათთვის ,,შინ მოვლის“ პროექტი აუცილებელი იქნება. როგორც შეხვედრის შემდეგ ახალციხის მერიის წარმომადგენლებმა განმარტეს, აღნიშნული საკითხი ადგილობრივ თვითმმართველობაში განიხილება. საქველმოქმედო ფონდი ,,კარიტასი“ საქართველოში 20 წელია მუშაობს. სამცხე–ჯავახთის ხუთ სოფელში ორგანიზაციამ სამედიცინო და ინფრასტრუქტურული აქტივობები განახორციელა.
22:27 / 17.11.2015
შალვა აბულაძე სასამართლოს უნდობლობას უცხადებს
ორი პოლიციელის მკვლელობის საქმეზე, ბრალმდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. პროკურორმა დავით  ნეფარიძემ დღეს სასამართლოს, ნივთმტკიცებების სახით  შემთხვევის ადგილებიდან ამოღებული გარდაცვლილი და დაჭრილი პოლიციელების ტანსაცმელი,  ტყვიები, მასრები, ლულები, სიგარეტის კოლოფი და სანთებელები, ასევე დივიდი დისკები  წარუდგინა. თუმცა ბრალდებულის ადვოკატს არცერთი პაკეტის გახსნა უთხოვია. შავლავა ხაჭაპურიძის თქმით აღნიშნულთან დაკავშირებით, პრეტენზიები აქვს, რომელსაც საბოლოო სიტყვაში იტყვის. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ბოლო მოწმე– ექსპერტრიც დაიკითხა.
22:11 / 17.11.2015
ადიგენსა და ბორჯომში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები აღმოაჩინეს
ადიგენსა და ბორჯომში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი ორი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს. სამართალდამრღვევებს უკანონო სახერხები ადიგენის სოფელ ზარზმაში და ბორჯომის სოფელ ყვიბისში საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ განთავსებული. სახერხების ტერიტორიაზე ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორები. უკანონო სახერხი საამქროები დემონტაჟის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაიტანეს. გარდა ამისა, ადიგენის სოფელ ზარზმაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ მოპოვებული მორი აღმოაჩინეს. ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.
13:45 / 17.11.2015
წყალმომარაგების კომპანიამ, წყლის ხარისხზე ინფორმაცია, სერვისცენტრებში გამოაქვეყნა
სქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალსა და  ახალციხის სერვის ცენტრში საინფორმაციო დაფები განთავსდა, რომლის მეშვეობითაც  მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად გაეცნონ. აღნიშნული ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირს“ ეკუთვნის, რომელმაც ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, სასმელი წყლის ხარისხის შესახებ, კომპანიისგან საჯარო ინფორმაციის მოპოვებას შეეცადა.   პროექტში მონაწილე  ახალგაზრდებმა აღნიშნულზე პასუხი ვერ მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დადგენილება კომპანიას ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ავალდებულებს.  ამიტომ მათ,   მომხმარებელთა დახმარების ცენტრთან ერთად, ახალციხეში ოთხი უბნის სასმელი წყლის ხარისხი თავად გამოიკვლიეს. ლაბორატორიული კვლევების შედეგად კი დარღვევები დაფიქსირდა.
13:33 / 17.11.2015
ტელეკომპანია "მეცხრე არხი" აცხადებს ვაკანსიას
ტელეკომპანია “მეცხრე არხი” აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო აგენტის პოზიციაზე. მსურველები გადამზადდებიან, რის შემდეგაც კომპანია საუკეთესოს დაასაქმებს. მოგვმართეთ “მეცხრე არხის” ოფისში მისამართზე: შ. რუსთაველის ქუჩა #30 ა, ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 22–09–01
10:53 / 11.11.2015
ნათია კუპრაშვილი: „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამართლე შეიჭრა მედიის ფუნქციებში"
ახალციხეში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ადგილობრივი ჟურნალისტებიც აფასებენ. ისინი კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ და შიშობენ, რომ თავისუფალ სიტყვას საქართველოში საფრთხე ექმნება. ტელეკომპანია რუსთავი ორის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და 5 ნოემბერს, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ახალციხელი ჟურნალისტებიც საუბრობენ.
21:31 / 06.11.2015
მშობლები შშმ შვილს სოციალური მომსახურების სააგენტოში აღარ ტოვებენ
მშობლები შშმ შვილს სოციალური მომსახურების სააგენტოში აღარ ტოვებენ
მშობლები შშმ შვილს სოციალური მომსახურების სააგენტოში აღარ ტოვებენ. ეს გადაწყვეტილება ბახტურიძეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც სააგენტოში განუმარტეს, რომ მათი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია სოციალურმა აგენტებმა  ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა ერთხელ კიდევ გადაამოწმონ. ამ დროისათვის, ბახტურიძეები სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ზაზა სოფრომაძის მისამართით წერილს წერენ, რომელშიც საკუთარი მდგომარეობის შესახებ ჰყვებიან და შემწეობის აღდგენას ითხოვენ. სააგენტოს ხელმძღვანელმა, პეტრე აფრიამაშვილმა მედიასთან განმარტა, რომ ბახტურიძეების დეკლარაციაში მაღალი ქულების დაფიქსირება, სავარაუდოდ, ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, მიწის ნაკვეთების შეტანამ გამოიწვია.
14:23 / 23.10.2015
წითელი საღებავით შეიღება ნაციონალების ასპინძის ოფისიც
წითელი საღებავით შეიღება ნაციონალების ასპინძის ოფისიც
,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისი წითელი საღებავით შეღებეს ასპინძაშიც. შემთხვევას ,,ქართული ოცნების” აქტივისტებს უკავშირებენ ასპინძის ორგანიზაციის წარმომადგენლები. როგორც მაჟორიტარი დეპუტატი ტარიელ ლონდარიძე აღნიშნავს, მსგავსი შემთხვევები არა მხოლოდ ასპინძასა და ახალციხეში, არამედ ქვეყნის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ერთდროულად მოხდა. ,,ეს ხალხი დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ბიძინა ივანიშვილი ძალიან ღელავს დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.  ეს ყველაფერ უკავშირდება რუსთავი 2–ს და არხის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერას. იციან, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ის ძალა, რომელიც ნამდვილად შეძლებს დაიცვას თავისუფლება საქართველოში”– განმარტავს ლონდარიძე. დეპუტატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქცია მთავრობისგან მართულია.
12:21 / 22.10.2015
ახალციხეში ორ სკოლას სახელმძღვანელოების ნაწილი ამ დრომდე არ მიუღია
ახლაციხის პირველ საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ნაწილს წიგნები   არ მიუღიათ. პირველ კლასელების  მშობლებს  დედაენის და ბუნების  სახელმძღვანელოების დაქსეროქსება უწევთ. დაწესებულების დირექტორი კი მათ პრობემის აღმოფხვრას ახლო მომავალში ჰპირდება. ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში, პირველ, მეორე და მეშვიდე კლასის მოსწავლეების ნაწილს წიგნები სრულად არ მიუღია. დაწყებითი კლასის მოსწავლეთა  მშობლები ამბობენ, რომ ამის გამო,  მათ სახელმძღვანელოების ქსეროასლების გადაღება  უწევთ.  ზოგიერთმა კი სასწავლო ლიტერატურა  საკუთარი სახსრებით შეიძინა.
22:22 / 15.10.2015
სამოქალაქო განათლების პედაგოგები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
სამოქალაქო განათლების შვიდი პედაგოგი ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა სერტიფიკატებით დააჯილდოვა. პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში მათ ტრენინგების კურსი თბილისში წარმატებით გაიარეს. თბილისის კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში სამცხე–ჯავახეთიდან 42 პედაგოგი გადამზადდა. 16 ოქტომბერს დაჯილდოვდებიან ახალქალაქისა და ნინოწმინდის პედაგოგებიც.
22:29 / 09.10.2015
ახალციხეში მოსახლეობა სკვერების მოწესრიგებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ელოდება
ახლადაშენებული სკვერები სკამების გარეშე, ახალციხის ცენტრალური პარკი კი დაზიანებული ინფრასტრუქტურით – ამ დროისათვის ქალაქში სკვერების ნაწილი შესაბამისი სამსახურებისგან ყურადღებას საჭიროებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ პრობლემა მალე მოგვარდება, თუმცა ქალაქის მაცხოვრებლებს დაპირების აღარ სჯერათ. დაზიანებული მწვანე საფარი, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და მოშლილი ინფრასტრუქტურა – ასე გამოიყურება დღეს ახალციხის ცენტრალური პარკი. ნაგვის ურნებისა და სკამების სიმცირე  კი  გარკვეულ დისკომფორტსა და არაჰიგიენურ სიტუაციას ქმნის. გარდა ამისა ტერიტორიაზე  უკვე ერთ წელზე მეტია სასმელი წყალი არ მოდის, აქ დამონტაჟებული მწყობრიდან გამოსული ატრაქციონები კი გასართობად მისულ პატარებს საფრთხეს უქმნის.
11:42 / 08.10.2015
ახალციხის გენდერის მედიაცენტრში შეხვედრა მოეწყო
ხალციხის გენდერის მედიაცენტრში შეხვედრა გაიმართა. გენდერის თემაზე მომუშავე ადიგენის, ბორჯომის, ასპინძისა და ახალციხის გამგეობის წარმომადგენლებმა საკითხის ირგვლივ არსებული პრობლემები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. როგორც ახალციხის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი განმარტავს, ეს გამგეობის წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრაა. სამომავლოდ კი ისინი გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებლად სხვადასხვა სახის შეხვედრების გამართვას გეგმავენ.
21:37 / 05.10.2015
6 ოქტომბერს ახალციხეში აბონენტებს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებათ
6 ოქტომბერს ახალციხეში აბონენტებს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებათ
6 ოქტომბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ახალციხის 1378 აბონენტს ელექტროენერგია გაეთიშება. „ენერგო–პრო ჯორჯიას“ სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ქვესადგურსა და მაღალი ძაბვის ფიდერებზე კომპანია გეგმიურ–პროფილაქტიკურ და სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. გიორგი ბალახაშვილის განმარტებით, აღნიშნულის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება – ზარზმელის, გურამიშვილის, აღმაშენებლისა და 9 აპრილის ქუჩებს და მიმდებარე დასახლებების მაცხოვრებლებს. ექვსი საათის განმავლობაში ელექტროენერგია გაითიშება ახალციხის სოფლებშიც: ანდრიაწმინდში, ღრელსა და ანდაში.
16:17 / 05.10.2015
ასპინძის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ასპინძის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ასპინძის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. “ენერგო–პრო ჯორჯიას” სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ქვესადგურებში გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც 12:00 საათიდან  ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის 3 722 აბონენტს გაეთიშა.  გიორგი ბალახაშვილის თქმით, აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება და მაცხოვრებლები წინასწარ გააფრთხილეს. დაბასა და სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება  18:00 საათისთვის აღუდგება.
18:34 / 29.09.2015
ადიგენის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების საქმეზე ნაციონალებმა ბრიფინგი გამართეს
ადიგენის ყოფილი გამგებლისა და მისი მოადგილის მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენზე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა ბრიფინგი გამართა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ 2 წლისა და 2 თვის შემდეგ, მათ შეძლეს თავიანთი სიმართლის დამტკიცება და უზენაესმა სასამართლომ ისინი უდანაშაულოდ სცნო. ,,ჩვენ მოვითხოვთ ამ ადამიანებს განაცდური, 9 თვის ანაზღაურება მისცენ. ხოლო მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაგვბარდება, მოარული ზიანის ანაზღაურებასაც მოვითხოვთ“, – განაცხდა ზურაბ ჩილინგარაშვილმა. ინფორმაცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
14:45 / 25.09.2015
სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონული განვითრების სტრატეგიაზე იმსჯელეს
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონული განვითრების სტრატეგიაზე იმსჯელეს. შეხვედრას დედაქალაქიდან მოწვეული ექსპერტები და რეგიონის შვიდი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც მხარის გუბერნატორმა მედიასთან განაცხადა, სამოქმედო გეგმის ფორმატის გადახედვაც მოხდება. მოწვეულმა სტუმრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე განხორციელებულ და მომავალში განსახორციელებელ პროექტებზეც იმსჯელეს. სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.
21:30 / 22.09.2015
სამი პირი ჩვილი ბავშვით საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა
სამი პირი ჩვილი ბავშვით საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – 1983 წელს დაბადებული აიქუთ ო. და 1956 წელს დაბადებული ნაზიმე შ, საქართველოს ორი მოქალაქე – 1975 წელს დაბადებული მალხაზ შ. და 1980 წელს დაბადებული ნათია ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მალხაზ შ-ს კუთვნილი ავტომანქანით, რომლის საბარგულშიც ნათია ბ. და ნაზიმე შ. ჩვილ ბავშვთან ერთად იმყოფებოდნენ, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ. ჩვილი – ჯემტურა შ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში მოათავსეს. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
14:10 / 20.09.2015
საკირეში და არალში უკანონო სახერხი–საამქროები დალუქეს
საკირეში და არალში უკანონო სახერხი–საამქროები დალუქეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონო სახერხ-საამქრო აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული სახერხი-საამქრო დალუქეს. სამართალდამცველებმა უკანონო სახერხ-საამქრო და პირველადი გადამუშავების პროდუქტი(ფიცარი) აღმოაჩინეს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალშიც, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის სარდაფში. დალუქულია აღნიშნული სახერხ-საამქროც. უწყების ინფორმაციით, ორივე ფაქტზე შედგენილია შესაბამისი აქტები.
13:02 / 31.08.2015
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
რეგიონი
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetgalabethttps://casino-infinity.com/de/bağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตเว็บตรงAI 검사기BetigmaTahliye planısahabetjojobetjojobetnycbahispusulabetgalabetdizipaltürk ifşa킹콩티비puff배트맨티비jojobettipobettipobet스마일퀄리티maxwinholiganbetcasibom girişledger livecialis1xbetcasibomzbahistipobettipobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortPadişahbethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetmatbetcasinofastiptv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahismavibetStreameastholiganbet girişganobetpradabetultrabetcasibomorisbettipobet girişpusulabetpusulabetholiganbetnakitbahisholiganbet 1174pusulabet girişpusulabet girişmatbet girişjojobetGrandpashabetgobahisorisbetgobahisgiftcardmall/mygiftcasibomcasibomcasibommatbetnerobetcasibombetparkiptvcasibomcasibomnitrobahisyakabetcasibom girişcasibombetciobetcioultrabetSekabetCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahisatlasbetholiganbetultrabetultrabetultrabetpusulabetkavbetmatbet girişpusulabet girişbetsmove girişbetsmove girişbetsmove girişholiganbet girişgalabet girişvaycasinodeneme bonusu veren sitelerizmir escortdeneme bonuscasibomonwin girişJojobetmilanobetmilanobetStreameastfixbetartemisbettimebettimebettimebetcasibomcasibomSohbet odalarıbetparkcasibompusulabetpusulabetmeritbetbetasus영문주소casibomหวยออนไลน์Betigma girişbetparkBetigmajojobetcasibommatbetрейтинг казинорейтинг онлайн казиноgrandpashabet 7025holiganbet 1174jojobetdeneme bonusu telegramStreameast